რას ასახავს ვიდეო – ჰუმანიტარულ დახმარებაზე თავდასხმას თუ რუსეთის სამხედრო ძალებზე აზოვის ბატალიონის კონტრშეტევას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

308
VIEWS

18 აპრილს ფეისბუკ გვერდმა Special Forces / სპეცრაზმი გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს რომ სამხედროების ჯგუფი მანქანების კოლონას ესხმის თავს. ვიდეოს აღწერის მიხედვით, კადრები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების კოლონაზე აზოვის ბატალიონის თავდასხმას ასახავს.

მსგავსი შინაარსის აღწერით იგივე ვიდეო ბელარუსულმა მედიამ Политринг-მაც გაავრცელა.

აღნიშნული ვიდეო არასწორი აღწერით ვრცელდება. ვიდეო პირველად თავად აზოვის ბატალიონმა გამოაქვეყნა და ის რუსული სამხედრო ძალების საწინააღმდეგო კონტრშეტევას ასახავს. ვიდეოში ჩანს, რომ თავდასხმა ხდება არა ჰუმანიტარული დახმარების კოლონაზე, არამედ რუსული სამხედრო სიმბოლიკის, Z-ის მქონე მანქანების კოლონაზე, რომელსაც შეიარაღებული სამხედროები იცავენ.

ვიდეო თავდაპირველად აზოვის ბატალიონმა სოციალურ ქსელებში ტვიტერზე, ტელეგრამზე და იუთუბზე გაავრცელა. აზოვის პოლკის თანახმად, ვიდეო რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევას ასახავს.

ვიდეოში ცხადად ჩანს, რომ მანქანები, რომელბზეც თავდასხმა მოხდა, რუსული სამხედრო სიმბოლიკით Z-ით არის მონიშნული და მათ არ აქვთ რაიმე სხვა აღნიშვნა, რომელიც მიანიშნებდა, რომ ისინი ჰუმანიტარული დახმარების კოლონის ნაწილი არიან.

ვიდეოში ასევე ჩანს, რომ მანქანას შეიარაღებული სამხედროები იცავენ.

აზოვის პოლკის მიერ ჰუმანიტარული დახმარების კოლონაზე თავდასხმის შესახებ დეზინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია StopFake-მაც გადაამოწმა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებით ომის დროს მხარეები ვალდებული არიან უზრუნველყონ ჰუმანიტარული მისიის წევრების, ტრანსპორტის და ლოკაციების მკაფიო იდენტიფიკაცია შესაბამისი ემბლემებით. მაგალითად, ჟენევის კონვენციაში განსაზღვრულია წითელი ჯვრის, წითელი ნახვარმთვარის, წითელი ლომის და მზის ემბლემის და ასევე თეთრ ფონზე წვეროზე მდგომი წითელი კვადრატის ჩარჩოს გამოყენება.

ჟენევის კონვენციის II დამატებითი ოქმი, მუხლი 12: შესაბამისი კომპეტენტური ხელისუფლების კონტროლით გათვალისწინებულია სამედიცინო პერსონალის, სამედიცინო ფორმირებებისა და სანიტარულ სატრანსპორტო საშუალებების მიერ თეთრ ფონზე წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი ლომისა და მზის განმასხვავებელი ემბლების ტარება ან თვალსაჩინო ადგილზე გამოფენა. ემბლემა ნებისმიერ გარემოებაში პატივისცემით სარგელობს. დაუშვებელია ემბელბის არადანიშნულებისამებრ გამოყენება.

ჟენევის კონვენცია ასევე ავალდებულებს მხარეებს ჰუმანიტარული მისიის პერსონალის შესაბამისი ემბლემებით ამოცნობა უზრუნველყონ.

ჟენევის კონვენციის I დამატებითი ოქმი, მუხლი 18: 

  1. კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე შეეცდება უზრუნველყოს სამედიცინო და სასულიერო პერსონალის, ასევე საემედიცინო ფორმირებისა და სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებების ამოცნობა.

  2. აგრეთვე, კოფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე შეეცდება გამოიყენოს და განაცორციელოს ის მეთოდები და პროცედურები, რომელიც ხელს უწყობს განმასხვავებელი ემბლების და განმასხვავებელი სიგნალების გამომყენებელი სამედიცინო ფორმირებისა და სანიტარულ-სატრანსპორო საშუალებების ამოცნობას”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist