რას ასახავს ვიდეო – გაზის გაჟონვით დაზარალებულებს თუ ვაქცინაციის შედეგს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

37
VIEWS

2021 წლის 2 ივლისს “ხარისხის არხის” წამყვანმა დავით გიორგობიანმა პირად ფეისბუქ ანგარიშზე გააზიარა ვიდეო, სათაურით – „ინდოეთში კვდება აცრილი ხალხი“. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ კარგავენ გონებას ადამიანები ქუჩაში, შემდეგ კი ისინი სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში გადაჰყავთ.

1
დავით გიორგობიანის გამოქვეყნებული პოსტი,  თითქოს ინდოეთში აცრილი ადამიანები იღუპებიან, შეცდომაში შემყვანია, რადგან მისი აღწერა ვიდეოს შინაარსს არ შეესაბამება. თავად ვიდეო კი სხვადასხვა კადრების კოლაჟია და სინამდვილეში ინდოეთში, ქალაქ ვიზახაპატნამში მომხდარ მოვლენას ასახავს, რომლის დროსაც ქიმიური ქარხნიდან მომწამლავმა გაზმა გაჟონა.

ვიდეოს InVid-ის მეშვეობით გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის სამხრეთ ინდოეთში, ვიზახაპატნამშია გადაღებული. 2020 წლის 7 მაისს ქიმიური ქარხნიდან მომწამლავი გაზის გაჟონვის გამო 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასეულობით ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი. ამგვარად, ვიდეოს არაფერი აქვს საერთო ვაქცინაციასთან.

ვიდეო შედგება 4 ცალკეული კადრისგან, რომელთაგან თითოეული არის 2020 წლის 7 მაისის, ინდოეთში ქიმიური მოწამვლის ამსახველი. პირველი ( მონაკვეთი 0:0-0:13) და მეოთხე ვიდეოს (1:24-2:31) კადრები 2020 წლის 7 მაისს, Twitter-ზე ინდოელმა ჟურნალისტმა Rishika Sadam-მა გამოაქვეყნა. პოსტში აღნიშნულია, რომ ინციდენტი ვიზახაპატნამში ხდება, რა დროსაც ქიმიური ქარხნიდან გაზის გაჟონვის შედეგად 200მ-მდე ადამიანმა გონება დაკარგა და ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

2
პირველი კადრი                                              მეოთხე კადრი

რაც შეეხება მეორე (0:13-0:33) და მესამე (0:33-1:24) კადრებს, ისინი აღებულია ინდური მედია- Times Now-სგან, რომელმაც 7 მაისს Youtube-ში განათავსა ინფორმაცია სათაურით- „ვიზახაპატნამში, პოლიმერსის ქარხანაში მომაკვდინებელი გაზის გაჟონვა; 250-მდე ჰოსტიპალიზებული“. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ასევე საერთაშორისო მედიაში- BBC, The Reuters, The Guardian  იძებნება. არცერთ მათგანში რაიმე სახის კავშირზე ვაქცინასთან საუბარი არ არის და ადამიანთა გარდაცვალებისა და გონების დაკარგვის მიზეზად მომწავლელი გაზია დასახელებული.

მცდარი აღწერით ვიდეო 2021 წლის აპრილში, მაშინ, როდესაც ინდოეთში კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა განსაკუთრებით იმატა, ჩინეთის სოციალურ მედია-პლატფორმა Weibo-ზე მასობრივად ვრცელდებოდა, თუმცა საქართველოში გავრცელებული ინფორმაციისგან განსხვავებით, მათში ვაქცინაზე მითითება არ ხდებოდა, არამედ აღნიშნული იყო, რომ ვიდეო ინდოეთში კოვიდ სიტუაციას ასახავდა. ინფორმაცია ტაივანის ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ გადაამოწმა.

დავით გიორგობიანის შესახებ

დავით გიორგობიანი “ხარისხის არხის” წამყვანია, რომელიც ანტიდასავლური კონსპირაციებით არის ცნობილი. მედიაჩეკერის თანახმად, არხზე უდიდესი დრო ეთმობა, ID ბარათების კრიტიკას, „მხეცის ნიშნებსა და ჩიპებზე“ საუბარს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

ქვეყანა/ორგანიზაცია: ინდოეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist