რას ასახავს ფოტო, რომელსაც ბეწვეულის გამო წაულების დახოცვას მიაწერენ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

102
VIEWS

2021 წლის 15 იანვარს, ფეისბუქ გვერდმა Richi’s Blog გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ დანიაში, კოპენჰაგენის ბეწვის კომპანიაში “Copenhagen Fur”, წაულებს ბეწვეულის გამო მასობრივად ხოცავენ. პოსტის მიხედვით, ჯერ კიდევ ცოცხალ ცხოველებს თათებს აჭრიან, რათა გატყავება უფრო მარტივი იყოს და მათ მხოლოდ გატყავების შემდეგ კლავენ. პოსტს თან ერთვის წაულების ფოტო, რომლებსაც კიდურები დაჭრილი აქვთ და უმოძრაოდ წვანან.

მსგავსი შინაარსის პოსტი წაულების ფოტოსთან ერთად ასევე გამოაქვეყნა ფეისბუქ გვერდმა “ჩემი ქალაქი მკლავს“.

;

;
გავრცელებული ინფორმაცია ფოტომანიპულაციაა და ის წაულების დახოცვას გატყავებისა და ბეწვის გაყიდვის მიზნით არ ასახავს. რეალურად, ფოტოზე ასახულია წაულები, რომლებიც COVID-19-ის მუტაციის გამო დახოცეს. რაც შეეხება ბეწვის წარმოებას, ამ მხრივ დანია მსხვილი ექსპორტიორია, თუმცა წაულების ფერმებში მოშენება რეგულირებულია და მათი  მოკვლა გარკვეული პროცედურების დაცვით ხდება.

ფეისბუქ გვერდების მიერ გამოყენებული ფოტო Reuters-ის სტატიაში გვხვდება, სადაც აღწერაში აღნიშნულია, რომ ფოტო ჰანს ჰენრიკ იეპესენის ფერმის წაულებს ასახავს, მას შემდეგ, რაც დანიის მთავრობამ წაულების დახოცვის გადაწყვეტილება მიიღო.

;

2020 წლის 5 ნოემბერს, დანიის მთავრობამ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დანიის მასშტაბით ფერმებში მილიონობით წაულას მოკვლის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან, აღნიშნულ ცხოველებში მუტირებული COVID-19 დაფიქსირდა. ამასთანავე დანიაში 2021 წლის 31 დეკემბრამდე წაულების ყოლა, მათი ექსპორტი და იმპორტიც აიკრძალა.

დანიის პრემიერ მინისტრის განცხადებით, წაულებში მუტირებული კორონავირუსი მომავალში ვაქცინაციის ეფექტიანობის მხრივ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და წაულების დახოცვა სწორედ ამ მიზეზით მოხდა.

Reuters-ის კიდევ ერთ სტატიას თან ერთვის ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ მარხავენ მკვდარ წაულებს. მათ სხეულზე ბეწვი შენარჩუნებული აქვთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წაულების დახოცვა ბეწვეულის მიზნით არ მომხდარა.

;
ფოტო: Reuters

ეპიდემიების დროს ფერმებში ცხოველების დახოცვა ნახშირბადის მონოქსიდის გამოყენებით ხდება. რაც შეეხება წაულების ბეწვის გამოყენებას, დანია ამ მხრივ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია, ხოლო კომპანია Kopenhagen Fur წლიურად 19 მილიონამდე დანიური წაულების ბეწვს ყიდის, საიდანაც დაახლოებით მესამედი ჩინეთში გადის.

წაულების მოშენება და ბეწვის წარმოება დანიაში რეგულირებულია და ფერმების შემოწმება ყოველწლიურად ხდება. ამასთანავე, განსაზღვრულია წაულების მოკვლის მეთოდებიც, რათა ის იყოს სწრაფი, უმტკივნეულო და არ მოხდეს ცხოველების წამება. წაულების შემთხვევაში მიღებული მეთოდია CO ან CO2.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist