რას ასახავს ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული მამაკაცის ვიდეო, რომელსაც უკრაინელების დადგმულ მასალად წარმოაჩენენ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.1k
VIEWS

17-18 ოქტომბერს ქართულ (1, 2) და რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც უკრაინის სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ჩანს. ვიდეოში ვხედავთ, რომ მამაკაცს, რომელიც ტყეში გადაადგილდება, ასევე ერთ კადრში ჩამუხლულია და ხელებს თავში ირტყამს, ვიდეოკამერით უღებენ. პოსტების ავტორების აღწერებიდან და პოსტების ქვეშ დატოვებული კომენტარებიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკრაინაში მიმდინარე ვითარება დადგმულია და აღნიშნული ვიდეო ამის მტკიცებულებაა.

ფეისბუქ-პოსტები ვიდეომანიპულაციას შეიცავენ და ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს ვიდეო უკრაინული მხარის მიერ არის დადგმული. რეალურად, ვიდეო მუსიკალური კლიპის გადაღებას ასახავს და უკრაინის ჯართან კავშირი არ აქვს, ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი კი მსახიობი, ამჟამად გერმანიაში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილი პიოტრ შერეკინია.

რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ტელეგრამ-არხის, სახელად ЛЕДОРУБ-ის წარწერა აქვს, ამ არხზე განთავსებულ ვიდეოს აღწერაში წერია, რომ “უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევაზე გადავიდნენ”. ფეისბუქ-პოსტებიც ასევე ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვიდეო დადგმულია და მას უკრაინის მხარე პროპაგანდისტულად იყენებს. 

პოსტებში გამოქვეყნებულ ვიდეოებს ტიკტოკის ლოგოც აქვს, ისინი თავდაპირველად ტიკ-ტოკის მომხმარებელმა, სახელად PITER SMOG-მა გაავრცელა, რომელიც ვიდეოში ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული მამაკაცია. 

PITER SMOG-ის სრული სახელი პიოტრ შერეკინია, ხოლო აღნიშნული ვიდეო მუსიკალური კლიპის გადაღებას ასახავს. ამ თემაზე ვრცელი ვიდეო შერეკინმა საკუთარ იუთუბ-არხზე 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ კლიპი მომღერალ ანნა ხანინას მუსიკისთვის გადაიღეს.

პიოტრ შერეკინი პროფესიით მსახიობია, მას რამდენიმე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2018 წელს salonmarketing.pro-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში, შერეკინი  საკუთარი სალონის შესახებ ყვება, რომელიც კიევში ჰქონდა გახსნილი, ის ასევე აღნიშნავს, რომ კარატეში უკრაინის ჩემპიონია.

ფოტო: salonmarketing.pro

როგორც შერეკინის ვიდეოებიდან ვიგებთ, ის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ოჯახთან ერთად გერმანიაში წავიდა. საკუთარ იუთუბ-არხზე შერეკინი ძირითადად მის ყოველდღიურობასთან, გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილების ცხოვრებასთან, ასევე ფილმების გადაღებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ ვიდეოებს აქვეყნებს.

ფოტო: salonmarketing.pro

“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist