რას აპროტესტებდა და რატომ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში სანტა კლაუსი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

8
VIEWS

14 დეკემბერს ფეისბუქ გვერდმა Voice of Georgia from Stalingrad (საქართველო ხმა სტალინგრადიდან) პოლიციის მეირ სანტა-კლაუსის ფორმაში ჩაცმული მამაკაცის დაკავების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, პოლიციამ გერმანიაში სანტა იმიტომ დააკავა, რომ მას პირბადე არ ეკეთა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიაში “კოვიდრეგულაციების დარღვევისა და გაპროტესტებისთვის” სანტა დააკავეს, primevideo.primetime.ge-ზეც გამოქვეყნდა. ვიდეოს თანდართულ ტექსტში ნათქვამია, რომ პოლიციამ სანტას ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი საშობაო ბაზრობაზე დააკავა, რადგან მას პირბადე არ ეკეთა და კოვიდ-რეგულაციებს აპროტესტებდა, დაკავებისას კი პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

 

"
მტკიცება იმის შესახებ, რომ გერმანიაში სანტა პირბადის არქონის გამო დააკავეს, ყალბია. რეალურად, სანტას ფორმაში ჩაცმული მამაკაცი კოვიდ-რეგულაციებს აპროტესტებდა, რა დროსაც პოლიციას პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის წარდგენაზე უარი უთხრა. პოლიციამ მისი ვინაობის დასადგენად მამაკაცი განყოფილებაში გადაიყვანა და ერთ საათში გაათავისუფლა. 

ვიდეოში ასახული მოვლენა გერმანიის ქალაქ შტრალზუნდში 13 დეკემბერს მოხდა. ადგილობრივი პოლიციის განმარტებით, ქალაქის ცენტრში 65-მდე ადამიანმა კოვიდ-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული რეგულაციების გასაპროტესტებლად არასანქცირებული შეხვედრა ქალაქის ცენტრში საშობაო ბაზრობასთან მოაწყო, რეგულაციების თანახმად კი  წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეკრებების ორგანიზება აკრძალულია.

ამ მიზეზით პოლიციამ პროტესტის მონაწილეებს პირადობის დამადასტურებელი ინფორმაცია მოსთხოვა. პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეს,  47 წლის მამაკაცს სანტა კლაუსის ფორმა ეცვა, თუმცა ქალაქის საშობაო ბაზრობაზე არ მუშაობდა და მხოლოდ რეგულაციების გასაპროტესტებლად იყო მისული. მან პოლიციას პირადი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა, რის გამოც ის პოლიციის მანქანით განყოფილებაში გადაიყვანეს. გავრცელებულ ვიდეოში სწორედ ეს მონაკვეთია ასახული. პოლიციის განცხადებით, მამაკაცი 1 საათში, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისი ვინაობის დადგენა მოხერხდა.

პირბადის გარეშე გადაადგილების გამო სანტას დაკავებაზე ინფორმაცია უცხოეთშიც გავრცელდა. მტკიცება Reuters-ისა და Associated Press-ის ფაქტების ანალიტიკოსებმაც გადაამოწმეს და მცდარად შეაფასეს.

კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებით ფეისბუქ გვერდის Voice of Georgia from Stalingrad-ის მიერ გავრცელებული პოსტები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist