რას ამტკიცებს “წმინდა მამები” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ჩიპების შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

261
VIEWS

სოციალურ ქსელში ისევ აქტიურად ვრცელდება პოსტი, რომელიც 2020 წლის 19 მარტს გვერდმა წმინდა მამები გამოაქვეყნა. აღნიშნული პოსტის თანახმად, რომელსაც 4 დეკემბრის მონაცემებით 385 გაზიარება აქვს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19-ით დაავადებულთა ორგანიზმში ელექტრონული ჩიპის სავალდებულო იმპლანტაციის შემოღებას გეგმავს, რათა დაავადებული ადამიანის მეთვალყურეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაკონტროლება მოხდეს. პოსტს დართული აქვს ფოტოსურათი, რომელზეც მიკროჩიპი და ჯანმოს ლოგოა გამოსახული.

;

“წმინდა მამების” პოსტი დეზინფორმაციულია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას არასდროს გაუკეთებია განცხადება კორონავირუსით დავადებული ადამიანების ორგანიზმში მიკროჩიპების სავალდებულო იმპლანტაციის შესახებ. დეზინფორმაცია და კონსპირაციები სავალდებული ჩიპიზაციის შესახებ უკვე წლებია სხვადასხვა ქვეყნის მედიასა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდირებული პროტოკოლები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის, სახლის პირობებში მყოფი კოვიდ ინფიცირებულებზე დაკვირვების და კონტაქტების გამოვლენის შესახებ ღიადაა ხელმისაწვდომი ჯანმოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან არცერთში არ გვხვდება ჩანაწერი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს დაავადებულთა ორგანიზმში მიკროჩიპების იმპლანტაციას. რაც შეეხება პოსტისთვის დართულ ფოტოს, რომელზეც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლოგოსთან ერთად  მიკროჩიპია გამოსახული, მას არაფერი აქვს საერთო კორონავირუსის პანდემიასთან. ფოტოსურათების გადასამოწმებელი ხელსაწყოს TinEye-ის მიხედვით, ფოტო პირველად 2010 წლის 10 თებერვალს ინგლისურენოვან გვერდზე dangerousminds.net  ჩიპების და “მხეცის ნიშნის” შესახებ პოპულარულ კონსპირაციის თეორიასთან ერთად გამოქვეყნდა.
ორიგინალ ფოტოს ჯანმოს ლოგო არ აქვს თანდართული.

;

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლების შესახებ

2020 წლის 17 მარტს, აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელებამდე ორი დღით ადრე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ არაჰოსპიტალიზებული პაციენტებისა და ინფიცირებულთა კონტაქტების გამოვლენის პროტოკოლი დაადგინა. პროტოკოლის თანახმად, პაციენტები, რომლებსაც მათი სიმპტომებიდან გამომდინარე არ გადაიყვანენ საავადმყოფოში, მათი ოჯახის წევრებთან ერთად გამოჯანმრთელებამდე მუდმივ მონიტორინგს უნდა დაექვემდებარონ, რაც გულისხმობს მჭიდრო კომუნიკაციის გზების გამონახვას პაციენტს, მის მომვლელს და სამედიცინო პერსონალს შორის. 2020 წლის 27 მაისის დოკუმენტის თანახმად, მონიტორინგის განხორციელების ყველაზე ეფექტიანი და ხელმისაწვდომი საშუალება დისტანციური, სატელეფონო კონსულტაციები ან პაციენტის პერიოდული მონახულებაა. კონტაქტების გამოვლენის შესახებ ჯანმოს ინსტრუქციების თანახმად, ინფექციის შეკავების ამ მეთოდის მთავარი პრინციპი აქტიური კომუნიკაციაა და იგი ინფიცირებულის მიერ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება. კონტაქტების იდენტიფიცირების შემდეგ კი, სამედიცინო მუშეკები მათ  ჯანმრთელობის მდომარეობის გადასამოწმებლად ყოველდღიურად უნდა დაუკავშირდნენ.

მიკროჩიპების კონსპირაციები და კორონავირუსის პანდემია

პოპულარული კონსპირაცია ორგანიზმში მიკროჩიპების სავალდებულო იმპლანტაციის გზით ადამიანების ტოტალური კონტროლისა და თვალთვალის შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში ვრცელდება. ტექნოლოგია, რომელიც “წმინდა მამების” პოსტისათვის დართულ 2010 წლის ფოტოზეა გამოსახული მართლაც არსებობს, თუმცა ადამიანებისთვის მისი იმპლანტაცია სავალდებულო არც ერთ ქვეყანაში არაა. აღნიშნულ მიკროჩიპს, რომელიც მრავალნიშნა კოდს შეიცავს, ზოგიერთ ქვეყანაში შინაურ ცხოველებში ინექციით ათავსებენ, რათა დაკარგვის შემთხვევაში კოდის საშუალებით ცხოველის იდენტიფიცირება და პატრონთან დაკავშირება მოხდეს.

შიშები, რომ აღნიშნულ ტექნოლოგიას გავლენიანი ჯგუფები ადამიანების გასაკონტროლებლად გამოიყენებენ,  სხვადასხვა კონტექსტით კორონავირუსის პანდემიამდეც ვრცელდებოდა. კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში კი მოსახლეობის “ჩიპიზაციაზე” არაერთი კოსნპირაცია გაჩნდა, რომლებიც კორონავირუსის მომავალ ვაქცინასა და 5G ტექნოლოგიაზე სპეკულირებდნენ. ყველაზე ხშირად, მოსახლეობის მასობრივი და სავალდებულო ჩიპიზაციის გეგმებს ფილანტროპ ბილ გეითსსა და რომის პაპს მიაწერდნენ. აღნიშნულ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალებში:

“წმინდა მამების” შესახებ 

გვერდი “წმინდა მამები” 2020 წლის 2 თებერვალს შეიქმნა და მას 1 ადმინისტრატორი მართავს. გვერდზე სულ რამდენიმე, ძირითადად რელიგიური შინაარსის  პოსტი გვხვდება, ხოლო ბოლო პოსტი გვერდმა 2020 წლის 17 აპრილს გამოაქვეყნა.

;


 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist