რას ამტკიცებს ЦАРЬГРАД-ი და რეალურად რატომ დააკავეს 2022 წლის ივლისის აქციაში მონაწილე პირები?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

270
VIEWS

15 ოქტომბერს “კონსერვატიული მოძრაობის” ფეისბუკის გვერდზე კრემლისტური ტელეარხის ЦАРЬГРАД ეთერში  14 ოქტომბერს გასული სიუჟეტი გამოქვეყნდა, რომელიც “კონსერვატიული მოძრაობის” რუსეთში ვიზიტს შეეხებოდა. სიუჟეტში საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველოში დასავლური პროპაგანდა რუსეთის სრულიად განსხვავებულ სახეს ხატავს და მოსკოვს ლპობად ჭაობად წარმოადგენს, სადაც მთვრალი დათვი ატომური ბომბითა და არყის ბოთლით შეიარაღებული ზის. გარდა ამისა,  სიუჟეტში აღნიშნულია, რომ დასავლეთის პროპაგანდისტული მანქანა “კონსერვატიულ მოძრაობას” ებრძვის და 2022 წლის ივლისში, სამი მამაკაცი, რომლებმაც თბილისის ცენტრში ლგბტ დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს, 5 წლით ჩასვეს ციხეში.

ვიდეო ალტ-ინფოს ფეისბუკ გვერდზეც გაზიარდა

tsarigradi რას ამტკიცებს ЦАРЬГРАД-ი და რეალურად რატომ დააკავეს 2022 წლის ივლისის აქციაში მონაწილე პირები?

tsarigradi1 რას ამტკიცებს ЦАРЬГРАД-ი და რეალურად რატომ დააკავეს 2022 წლის ივლისის აქციაში მონაწილე პირები?

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2022 წლის ივლისში 3 მამაკაცს ლგბტ დროშის ჩამოხსნისა და დაწვის  გამო 5 წლით პატიმრობა მიესაჯა, სიმართლეს არ შეესაბამება:
1. ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციების და იმ ქვეყნების დროშის დაზიანება, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს;
2. კანონი არ ითვალისწინებს ლგბტ სიმბოლიკის შეუარცყოფისთვის პატიმრობას ან ფინანსურ ჯარიმას;
3. 2022 წლის 2 ივლისს დაკავებული პირები  წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ დაუმორჩილებლობის მუხლებით იყვნენ ბრალდებულები, რაც ჯარიმას ან 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

2022 წლის ივლისში „ალტ-ინფოს“ დაფუძნებული პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები ლგბტ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია “თბილისი პრაიდის” ორგანიზებულ დახურული ფესტივალის მოწყობას სხვადასხვა ადგილზე  აპროტესტებდნენ. “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ფესტივალის ჩასაშლელად “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერები გზების გადაკეტვასა და ძალების მობილიზებას პირველი ივლისიდან ცდილობდნენ. 2 ივლისს აქციის მონაწილეებმა  თბილისში ევროკავშირის ოფისთან ევროკავშირისა და ნატოს დროშებს ცეცხლი წაუკიდეს. მანამდე მათ რუსთაველის გამზირზე ლგბტ მოძრაობის დროშა დახიეს

ЦАРЬГРАД-ის ეთერში გასული კადრები რომ ნამდვილად 2022 წლის 2 ივლისის მოვლენებს ასახავს, ქართული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალაც ადასტურებს.

tsarigradi2 რას ამტკიცებს ЦАРЬГРАД-ი და რეალურად რატომ დააკავეს 2022 წლის ივლისის აქციაში მონაწილე პირები?
ЦАРЬГРАДის ეთერში გასული კადრი (მარცხნივ) კადრი მარიამ ნიკურაძის ვიდეოდან (მარჯვნივ)
tsarigradi3 რას ამტკიცებს ЦАРЬГРАД-ი და რეალურად რატომ დააკავეს 2022 წლის ივლისის აქციაში მონაწილე პირები?
ЦАРЬГРАД-ის ეთერში გასული კადრი (მარცხნივ) კადრი ალტ-ინფო-ს ვიდეოდან (მარჯვნივ)

2022 წლის 2 ივლისს, გამთენიისას მთაწმინდაზე შსს-მ ძალადობრივი ჯგუფის 26 წევრი დააკავა. მათ შორის იყვნენ ზურა მახარაძე, ირაკლი მარტინენკო, ბექა ვარდოსანიძე,  გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. 2 ივლისის დღის განმავლობაში პოლიციამ კიდევ 17 პირი დააკავა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ დაუმორჩილებლობა) მუხლებით იყვნენ დაკავებულები. აღსანიშნავია, რომ წვრილმანი ხულიგნობა 500 ლარიდან 1000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას  გულისხმობს, ხოლო 173-ე მუხლი  2000 ლარიდან 3000 ლარამდე ჯარიმას  ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს. შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ 2 ივლისს დაპატიმრებულ პირებს ლგბტ დროშის დაწვის გამო 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ЦАРЬГРАД-ის სიუჟეტში ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ‘დასავლური პროპაგანდის’ ფონზე ქვეყანაში ლგბტ სიმბოლოების განადგურებისთვის მკაცრი კანონები მოქმედებს. აღსანიშნავია ისიც, ადმინისტრაციული წესით დაკავებულები 3 ივლისს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

კანონი ევროკავშირის, ნატოს და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ქვეყნის სიმბოლოების დაზიანებისთვის 1000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს, თუმცა კანონში ლგბტ სიმბოლოები/დროშა არ მოიაზრება. შესაბამისად, ლგბტ დროშის დაზიანებისთვის აქციის მონაწილეები ვერ დაისჯებოდნენ, ხოლო ევროკავშირის, ნატოს და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ქვეყნის სიმბოლოების დაზიანებისთვის 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა პირს დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მიესჯებოდა.

tsarigradi4 რას ამტკიცებს ЦАРЬГРАД-ი და რეალურად რატომ დააკავეს 2022 წლის ივლისის აქციაში მონაწილე პირები?

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები 2021 წლის 30 დეკემბერს შევიდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17418 მუხლის თანახმად, ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციების და იმ ქვეყნების დროშის დაზიანება, რომელიც საჯაროს დაწესებულების მიერ არის აღმართული და რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, ხოლო  კანონის ხელმეორედ დარღვევა 2000 ლარიან ჯარიმას ან 15-დღიან ადმინისტრაციული პატიმრობას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ალტ-ინფოსთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა, რომლებიც “თბილისი პრაიდის” ჩატარებას ეწინააღმდეგებოდნენ, ევროკავშირის დროშა 2021 წლის ივლისშიც დაწვეს. ისინი 2021 წლის 5-7 ივლისს  ჟურნალისტებზე ორგანიზებული ძალადობაში მონაწილეობდნენ და მათი დაკავება სწორედ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით მოხდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის საქმეზე დაკავებულ 19 პირს  პატიმრობა 2022 წლის 4 აპრილს მიუსაჯა. მათგან ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობაში დამნაშავედ სასამართლომ 13 პირს 1-დან 3 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა, ბრალდებულებიდან ერთს  კი  5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ პირებს (აკაკი ნაკაშიძე; თორნიკე დავლაშერიძე; ცოტნე ჩიხლაძე; დავით კუტალაძე; ოთარ გელაშვილი; გია გიგუაშვილი).


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, რუსეთი, საქართველო
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist