რას ამბობს დანიური კვლევა “ომიკრონზე” და როგორ განმარტავს კვლევას თინა თოფურია? 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

315
VIEWS

19 იანვარს ჰომეოპათმა თინა თოფურიამ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ დანიაში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ “მოდერნასა” და “ფაიზერის” ვაქცინების კორონავირუსის ახალი ვარიანტის “ომიკრონის” წინააღმდეგ არაეფექტიანობა დაადასტურა.  უფრო მეტიც, თოფურიას თანახმად, აცრიდან 90 დღის შემდეგ ვაქცინის უარყოფით ეფექტს ვიღებთ, რის შედეგადაც აცრილი პირი ვირუსის მიმართ უფრო მეტად მოწყვლადი ხდება  და აუცრელთან შედარებით უფრო ადვილად ავადდება. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ აცრილი ადამიანები ვირუსს ზუსტად ისევე ავრცელებენ, როგორც აუცრელები.
Screenshot 3 3 რას ამბობს დანიური კვლევა “ომიკრონზე” და როგორ განმარტავს კვლევას თინა თოფურია? 
თინა თოფურიას მიერ გავრცელებული ცნობები ვაქცინის ეფექტიანობის შეფასებების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
1. კვლევას, რომელსაც ჯერ რეცენზია არ გაუვლია, არ დაუსკვნია, რომ mRNA ვაქცინები იმუნურ სისტემას ზიანს აყენებს და კორონავირუსის “ომიკრონ” ვარიანტის წინააღმდეგ არაეფექტიანია.
2. კორონავირუსის გადაცემის ყველაზე მაღალი რისკი არავაქცინირებულებს აქვთ, რადგან ისინი უფრო მეტად ავადდებიან.


კვლევა, რომელიც 2021 წლის 22 დეკემბერს medRxiv-ზე გამოქვეყნდა და ჯერჯერობით არარეცენზირებულია, კორონავრუსის “დელტა” და “ომიკრონ”  ვარიანტების წინააღმდეგ “ფაიზერისა” და “მოდერნას” ვაქცინების ეფექტიანობის ადრეულ შეფასებებს წარმოგვიდგენს.  ვაქცინის ეფექტიანობა არის იმის საზომი, თუ რამდენად უშლის ვაქცინა ხელს ვირუსით დაინფიცირებას. თუ ვაქცინის ეფექტიანობის შეფასება არის 90%, ეს ნიშნავს, რომ ვაქცინამ 10-დან 9 ინფექციის თავიდან აცილება შეძლო. კვლევაში წარმოდგენილია 20 ნოემბრიდან 2021 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის მონაცემები და  დანიაში ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ადამიანებს შორის ინფექციის მაჩვენებლების შედარებას ასახავს.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა კვლევის  მე-6 გვერდზე არსებული ცხრილი გამოაქვეყნეს და ამტკიცებდნენ რომ mRNA ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან  91-დან 150 დღემდე ვაქცინის ეფექტიანობის უარყოფითი შეფასებები იყო იმის დასტური, რომ ვაქცინები აზიანებდა იმუნურ სისტემას და რომ არავაქცინირებული ადამიანები ნაკლებად ინფიცირდებოდნენ ვირუსით.

Screenshot 4 3 რას ამბობს დანიური კვლევა “ომიკრონზე” და როგორ განმარტავს კვლევას თინა თოფურია? სინამდვილეში, კვლევამ აჩვენა ვაქცინის ეფექტიანობა ორივე ვარიანტის მიმართ ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ, თუმცა თითოეული ვაქცინა უფრო ეფექტიანი დელტა შტამის წინააღმდეგ აღმოჩნდა. კვლევით ასევე დაადგინდა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა “დელტა” და “ომიკრონ” ვარიანტის მიმართ რამდენიმე თვის შემდეგ შემცირდა, მაგრამ ის “ფაიზერის” მესამე დოზის მიღებისთანავე გაიზარდა.

რამ გამოიწვია ვაქცინის ეფექტიანობის უარყოფითი შეფასება?

კვლევის მიხედვით, ორი დოზის მიღებიდან პირველი 30 დღის განმავლობაში “ფაიზერის” ვაქცინა “ომიკრონის წინააღმდეგ 55.2% ეფექტიანი იყო, მაგრამ ეს მაჩვენებელი 90 დღის შემდეგ -76.5%-მდე დაეცა. ამავე პერიოდში “მოდერნას” ვაქცინამ ეფექტიანობის ვარდნა 36.7%-დან -39.3%-მდე აჩვენა. კვლევის ავტორებმა განმარტეს ის მიზეზები, რის გამოც დაფიქსირდა ვაქცინირებულებში კორონავირუსის მეტი შემთხვევა:

  1. ვაქცინირებულები არავაქცინირებულებზე მეტნი არიან და უფრო აქტიურად ცხოვრობენ.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვაქცინირებულ მოსახლეობაში ინფიცირების უფრო მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, არის ის, რომ დანიაში მოსახლეობის 81% სრულად არის აცრილი და მათი რაოდენობა  აუცრელ ადამიანებს 4-ჯერ აჭარბებს. ამასთან ერთად, აცრილი ადამიანები აუცრელებთან შედარებით ტესტებს უფრო ხშირად იკეთებენ, რაც აცრილ პოპულაციაში ინფიცირების უფრო მაღალ მაჩვენებელს და შედეგად ვაქცინის ეფექტიანობის უარყოფით შეფასებას იწვევს. დანიაში ვაქცინირებულ ადამიანებს სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ, სადაც დაინფიცირების ალბათობა უფრო მაღალია. ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი საჭიროა ბარებში, კაფეებში, მუზეუმებსა და თეატრებში შესასვლელად, ასევე სხვა დიდი სოციალური შეკრებებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების ეს პოტენციური ადგილები აუცრელი ადამიანებისთვის ფაქტობრივად დახურულია. 

  1. დანიამ ომიკრონის შემთხვევების პირველი ტალღა ძალიან სწრაფად გამოავლინა. 

პირველი ტალღის შემთხვევები საერთაშორისო დონეზე მოგზაურთა სოციალურ და პროფესიულ წრეებში დაფიქსირდა, ეს პოპულაცია კი ძირითადად ვაქცინირებული იყო. ვაქცინირებული პირების ჭარბი რაოდენობა კვლევაში დაფიქსირდა არა იმიტომ, რომ ვაქცინა არაეფექტიანი იყო, არამედ იმიტომ რომ კვლევის ეტაპზე კორონავირუსის ახალი ვარიანტი ზოგად პოპულაციაში, მათ შორის არავაქცინირებულებში საკმარისად არ იყო გავრცელებული. 

  1. ვაქცინირებული და არავაქცინირებული ადამიანები Covid-19-ის წინააღმდეგ ერთნაირ ზომებს არ იღებენ.

დანიაში მცხოვრები არავაქცინირებული ადამიანები, შესაძლოა უფრო მეტად ფრთხილობდნენ და ვაქცინირებულებთან შედარებით ნაკლებ “სარისკო” აქტივობებში იყვნენ ჩართულები, რაც ასევე ვაქცინის ეფექტიანობის ნაკლებ შეფასებას იწვევს.

სოციალურ ქსელში დანიური კვლევის არასწორი ინტერპრეტაციების გავრცელების გამო ფაქტების გადამოწმების პლატფორმა leadstories.com კვლევის ერთ-ერთი ავტორს დაუკავშიდა. ვალენტინერ-ბრანტის  თანახმად, კვლევა კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ბუსტერ დოზის ეფექტიანობას ამტკიცებს და არასწორია იმის თქმა, რომ ვაქცინირებული ადამიანები არავაქცინირებულებზე უფრო მეტად ინფიცირდებიან კორონავირუსით.

2022 წლის 4 იანვარს კლინიკური პათოლოგიის ამერიკული საზოგადოების მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა, დენ მილნერმა  ფაქტების გადამოწმების პლატფორმა AFP Fact Check-თან  აღნიშნა, რომ ვაქცინის ეფექტიანობის შეფასება იმ ჯგუფების ქცევით არის გამოწვეული, სადაც კორონავირუსის პირველი ტალღა გავრცელდა. ასევე, დანიური კვლევა ვაქცინაციიდან სამი თვის შემდეგ, გამაძლიერებელი დოზის მიღების საჭიროებას ცხადყოფს და ხაზს უსვამს, თუ რამხელა დაცვას წარმოადგენს პირველი სამი თვის განმავლობაში.

დეზინფორმაცია N2: ვაქცინირებული პირები ვირუსის ისეთივე გამავრცელებლები არიან, როგორც აუცრელები.

ანტივაქსერული განწყობების მქონე სოციალური ქსელის მომხმარებლები რომლებიც ამტკიცებენ, რომ აუცრელები ვირუსს აცრილების მსგავსად ავრცელებენ, შვედეთში ჩატარებულ კვლევას იმოწმებენ, რომელის ფარგლებშიც ვაქცინირებული და არავაქცინირებული ინფიცირებულების ორგანიზმში დაახლოებით თანაბარი ვირუსული დატვირთვა აღმოჩნდა. კოვიდ-ინფიცირებულებს, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა, ორგანიზმში დაახლოებით თანაბარი ვირუსული დატვირთვა ანუ ვირუსის რაოდენობა ჰქონდათ, თუმცა კვლევას არ შეუსწავლია, რამდენად იყვნენ ისინი თანაბრად გადამდები. შესაბამისად, კვლევის შედეგებიდან ამ დასკვნის გამოტანა, მანიპულაციურია.  აღსანიშნავია, რომ აცრილი ადამიანი სიმპტომური კორონავირუსის ქონის დროს,  ისევე ავრცელებს კოვიდს, როგორც აუცრელი, მაგრამ საბოლოოდ აცრილი მაინც უფრო ნაკლებად ავრცელებს ვირუსს, რადგან კოვიდი უფრო ნაკლებად ემართება და ავადობის ანუ კოვიდის ქონის ხანგრძლივობაც უფრო ნაკლებია.

უფრო ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
ავრცელებენ თუ არა ვაქცინირებულები და არავაქცინირებულები ვირუსს თანაბრად?
არჩილ მარშანიას 7 პასუხი ანტივაქსერებს და სკეპტიკოსებს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist