რას აჩვენებენ ალ-ჯაზირას სიუჟეტში და რას ამტკიცებს კრემლის მედია უკრაინელ ჯარისკაცებზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

739
VIEWS

31 მარტსა და 1 აპრილს რუსულენოვანი მედია და ფეისბუქ ანგარიშები აქტიურად ავრცელებდნენ კადრებს ალ-ჯაზირას სიუჟეტიდან, რომელიც მათი თქმით ამტკიცებს, რომ უკრაინელი სამხედროები პოზიციებზე გადაადგილებისთვის სასწრაფო დახმარების მანქანებს იყენებენ. 

რუსეთის პირველი არხის ფეისბუქ გვერდის – Новости Первого канала და Sputnik Беларусь-ის ინფორმაციით, ალ-ჯაზირას სიუჟეტში მოხვდა კადრები, სადაც ასახულია, თუ როგორ გადმოდის რამდენიმე შეიარაღებული სამხედრო პირი სასწრაფო დახმარების მანქანიდან, რაც, რუსული მედიის თქმით, ამტკიცებს, რომ უკრაინელი სამხედროები პოზიციებზე გადასაადგილებლად სასწრაფო დახმარების მანქანებს იყენებენ. მედიასაშუალებების მტკიცებით, კადრები ქალაქ ირპენში, კიევის ოლქშია გადაღებული და ის მთლიანად უკრაინული მხარის კონტროლქვეშაა.

Screenshot 26 1 რას აჩვენებენ ალ-ჯაზირას სიუჟეტში და რას ამტკიცებს კრემლის მედია უკრაინელ ჯარისკაცებზე?

აღნიშნული კადრები მსგავსი აღწერით ფეისბუქის რამდენიმე რუსულენოვანმა მომხმარებელმა და გვერდმაც გაავრცელა. ესენია:  Adama Dosso, Ольга Ионкина, Larissa Ignatova, Азор Ахай და Народный Контроль

ალ-ჯაზირას სიუჟეტიდან კადრებს კრემლის მედია დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს, თითქოს უკრაინის არმია სამხედრო პოზიციებზე სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაადგილდება. რეალურად, სიუჟეტის ავტორი არა ქალაქ ირპენში, არამედ კიევის ერთ-ერთ გარეუბანში იმყოფება, ხოლო უკრაინელი სამხედროები კადრში შემთხვევით არ მოხვედრილან და ისინი ქალაქი ირპენიდან დაშავებულების გამოყვანაში მონაწილეობდნენ. 

რუსული მედიასაშუალებები და ფეისბუქ პროფილები არ გვთავაზობენ სიუჟეტის თარგმანს, რომელიც არაბულ ენაზეა. გარდა ამისა, არ არის ნაჩვენები ალ-ჯაზირას სიუჟეტის სრული ვერსია. პირი, რომელსაც კადრებში ვხედავთ, ალ-ჯაზირას რეპორტიორი მაჰმუდ ზაიბაკია. ჩართვის სრული ვერსიის დასაწყისში ის აღნიშნავს, რომ არა ირპენში, არამედ ქალაქ ირპენთან ახლოს, კიევის ერთ-ერთ გარეუბანში იმყოფება.

ზაიბაკი ასევე აღწერს ქალაქ ირპენიდან დაშავებულების გამოყვანის პროცესს, მისი თქმით, დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით ჯერ კიევის გარეუბნებამდე გამოჰყავთ, სადაც მათ მისაღებად სპეციალური სამედიცინო პუნქტებია მომზადებული (ამ დროს კადრში ვხედავთ კარავს, რომელშიც ინვალიდის ეტლით დაშავებული პირი შეჰყავთ), შემდეგ კი ისინი კიევის ცენტრში გადაჰყავთ. 

ss რას აჩვენებენ ალ-ჯაზირას სიუჟეტში და რას ამტკიცებს კრემლის მედია უკრაინელ ჯარისკაცებზე?

ალ-ჯაზირას რეპორტიორის თქმით, ამ პროცესში სამედიცინო მუშაკებს უკრაინული არმიაც ეხმარება. 

ამის შემდეგ ზაიბაკი ახლოს მდგარი რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანისკენ მიუთითებს და ამბობს, რომ სწორედ ამ მანქანებით დაიწყო დაშავებულების გამოყვანა ირპენის ცენტრიდან, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა არმიამ ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. 

ინფორმაცია, რომ უკრაინულმა მხარემ ქალაქი ირპენი გაათავისუფლა, 28 მარტს გავრცელდა

თუმცა, ალ-ჯაზირას ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, რომ გათავისუფლებულ ტერიტორიაზე  ქალაქის გარშემო საომარი მოქმედებები, ისევე როგორც განაღმვითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. 

Screenshot 27 1 რას აჩვენებენ ალ-ჯაზირას სიუჟეტში და რას ამტკიცებს კრემლის მედია უკრაინელ ჯარისკაცებზე?

შესაბამისად, უკრაინელი ჯარისკაცები კადრში შემთხვევით არ მოხვედრილან, ზაიბაკი ოპერატორს მათი მიმართულებით თავად მიუთითებს. ასევე, აღნიშნული კადრებით არ დასტურდება გავრცელებული მტკიცება, რომ სასწრაფო დახმარების მანქანებს უკრაინის არმია სამხედრო პოზიციებზე გადასაადგილებლად იყენებს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist