რამდენად მიზანშეწონილი და ეფექტიანია კოვიდ-პაციენტების “აზიმაკით” მკურნალობა?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

292
VIEWS

5 დეკემბერს ვებ-გვერდ Xnews.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა შემდეგი სათაურით: “3 თვეში კოვიდისგან 268 ადამიანი გამოვაჯანმრთელე “აზიმაკით” – მარინა ღუღუნიშვილი”. მასალის მიხედვით, ღუღუნიშვილმა ონლაინ კლინიკაში მუშაობის დროს, კოვიდ-ინფიცირებულებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობდნენ, ანტიბიოტიკ აზიმაკს უნიშნავდა, მიუხედავად იმისა, რომ “ზემოდან დავალება ჰქონდა, ანტიბიოტიკი არ დაენიშნა”, რამაც სიკვდილიანობა მკვეთრად შეამცირა.

მასალის მიხედვით, ღუღუნაიშვილი ასევე წერს: “თუ მაღალი სიცხეები გექნებათ და შემაწუხებელი ხველა დაიწყეთ კოვიდის დროს აზიმაკი, ჩვეულებრივი ვირუსი, რომელიც არ უნდა იყოს, თუ გართულდება და ანტიბიოტიკებით არ უმკურნალებენ ის აუცილებლად დაამძიმებს პაციენტს და სიკვდილის პირას მიიყვანს.”
"
იდენტური მასალა ასევე გამოაქვეყნეს შემდეგმა ვებ-გვერდებმა: resonancedaily.comdigest.pia.getvalsazrisi.gesplit.spnews.io, ასევე ფეისბუქ-გვერდებმა: კორონავირუსი (ამჟამად წაშლილია), FunTube და ჯგუფებმა: Tbilisi-Georgia Forever🇬🇪 და თქვენი ჯანმრთელობისთვის. აღნიშნული პოსტი მარინა ღუღუნიშვილის ფეისბუქ-ანგარიშზე არ იძებნება.
"

""
"
მსგავსი შინაარსის პოსტი გერმანიაში მცხოვრებმა ექიმმა იაგო ფრანგიშვილმაც გამოაქვეყნა. მან დაწერა, რომ კორონავირუსის დროს “აცითრომიცინი” (აზიმაკი) არა მხოლოდ ინფექციური გართულების დროს, არამედ უფრო ადრე ინიშნება, როცა 38-ზე მაღალი ტემპერატურა და ხველა ფიქსირდება. ფრანგიშვილის პოსტი ვებ-გვერდმა split.spnews.io-მა გამოაქვეყნა.

ამ პოსტს Khatuna Saginashvili გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ გაამხელენ, რომ ანტიბიოტიკი ვირუსს შველის, “ექსპერიმენტულ ვაქცინას” აღარავინ გაიკეთებს.

"

გავრცელებული მასალები შეცდომაში შემყვანია, რადგან კოვიდ-ინფიცირებულს ანტიბიოტიკის, კონკრეტულად კი აზიმაკის თვითნებურად მიღებისკენ უბიძგებს. ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით, ანტიბიოტიკებით მკურნალობა მხოლოდ რთულ პაციენტებში, შესაბამისი ანალიზებით ბაქტერიული ინფექციის აღმოჩენის შემთხვევაშია დაშვებული. გარდა ამისა, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების მიხედვით, აზიმაკი ჩვეულებრივ მკურნალობასთან შედარებით კოვიდ-ინფიცირებულებში სიკვდილიანობას არ ამცირებს.

გავრცელებულ მასალებში კოვიდ-პაციენტების მკურნალობისას ანტიბიოტიკ აზიმაკის, იგივე აზითრომიცინის სარგებელზეა საუბარი. მარინა ღუღუნიშვილისა და იაგო ფრანგიშვილის პოსტების ფორმულირებამ, შესაძლოა, კოვიდ-ინფიცირებულებში აზიმაკის თვითნებურად მიღება წაახალისოს, რაც ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლსა და ექიმების რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

მართალია, ღუღუნიშვილი პოსტის პირველ ნაწილში წერს, რომ, როცა სიცხეები და ხველა 4 დღე გრძელდება, სისხლის ანალიზი უნდა გაკეთდეს და თუ ბაქტერიული ფონი წამოსულია, აზიმაკი უნდა დაინიშნოს. თუმცა შემდეგ მკითხველს თვითონვე მოუწოდებს, რომ მაღალი სიცხეებისა და ხველის დროს აზიმაკი მიიღონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვირუსი გართულდება და პაციენტს სიკვდილამდე მიიყვანს, რაც ზემოთ გამოთქმულ აზრს ანალიზების ჩატარებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ ეწინააღმდეგება და კოვიდ-ინფიცირებულს ანტიბიოტიკის თვითნებურად მიღებისკენ უბიძგებს.

“მითების დეტექტორი” ამ თემაზე კომენტარისთვის ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვსა და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ არჩილ მარშანიას დაუკავშირდა. მათი თქმით, კოვიდ-პაციენტებში ანტიბიოტიკი ბაქტერიული ინფექციის დროს უნდა დაინიშნოს, რაც შესაბამისი ანალიზებით უნდა გამოვლინდეს, ამის მიზეზი ისაა, რომ ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს და ამ მიმართულებით ეფექტი არ აქვს.

მარშანიას თქმით, კორონავირუსის მსუბუქ და საშუალო სიმძიმის შემთხვევებში რუტინულად (კონკრეტული ჩვენების გარეშე)  ანტბიოტიკოთერაპიის  დაწყება არ არის რეკომენდირებული, ის არაფრის მომტანია და მეტიც, დამაზიანებელია პაციენტისთვის.

ბიძინა კულუმბეგოვი კი აღნიშნავს, რომ ანტიბიოტიკის დანიშვნა კლინიკაში მყოფ პაციენტებს სჭირდებათ, მათთვის კი, ვინც სახლში მკურნალობს ანტიბიოტიკების საჭიროება პრაქტიკულად არ არსებობს და სხვადასხვა მონაცემით 1-2%-ს არ აღემატება.

როგორია კოვიდ-პაციენტებში ანტიბიოტიკების გამოყენების პროტოკოლი საქართველოში?

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის პროტოკოლის თანახმად, ანტიბიოტიკებით მკურნალობა მხოლოდ რთულ პაციენტებშია დაშვებული. ამასთან ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებისას, რეკომენდებულია, გადაწყვეტილება მიღებული იქნეს ინფექციონისტისა და ოჯახის ექიმის ერთობლივი შეთანხმებით. ასევე აღნიშნულია, რომ ექიმს ბინაზე დარჩენილი პნევმონიის მკურნალობისას ანტიბიოტიკის შეთავაზება შეუძლია მაშინ, როცა 1. გამომწვევი სავარაუდოდ ბაქტერიულია; 2. გაურკვეველია, გამომწვევი ვირუსულია თუ ბაქტერიული, ხოლო სიმპტომები იძლევა შფოთვის საფუძველს; 3. პაციენტი იმყოფება გართულებების მომატებული რისკის ქვეშ, მაგალითად, ხანდაზმული ასაკი ან/და თანმხლები დაავადებები.

მოზრდილი ჰოსპიტალიზებული კოვიდ-პაციენტების კლინიკური მართვის პროტოკოლის მიხედვით კი, მსუბუქი მიმდინარეობის COVID-19-ით პაციენტებში ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება არც სამკურნალოდ და არც საპროფილაქტიკოდ რეკომენდებული არ არის.  ანტიბიოტიკოთერაპია ასევე არ არის რეკომენდებული საშუალო სიმძიმის COVID-19-ით პაციენტებში მანამ, სანამ არ გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი ბაქტერიულ ინფექციაზე. ბაქტერიულ ინფექციებზე ეჭვის შემთხვევაში უნდა მოხდეს სისხლის, ნახველის, ბრონქოალვეოლური ლავაჟის, ლიქვორის ან სხვა ბიოლოგიური მასალის ბაქტერიოლოგიური კვლევა შესაბამისი პროტოკოლების მიხედვით.

რაც შეეხება მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით პაციენტებს, მათში რეკომენდებულია ანტიბიოტიკების ემპირიულად გამოყენება ყველა სავარაუდო პათოგენის გადასაფარად კლინიკური განსჯის საფუძველზე.

კვლევების მიხედვით, აზიმაკი ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას არ ამცირებს

4 სხვადასხვა კვლევაზე (სულ 8600 ადამიანი) დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზითრომიცინი ჩვეულებრივ მკურნალობასთან შედარებით კოვიდ-ინფიცირებულებში სიკვდილიანობას არ ამცირებს. გარდა ამისა, ის პაციენტების მდგომარეობას არც აუმჯობესებს და არც აუარესებს, მნიშვნელოვან გავლენას არც გულის რიტმის პრობლემებზე ახდენს. აზითრომიცინმა ჩვეულებრივ მკურნალობასთან შედარებით,  შესაძლოა, არასერიოზული არასასურველი მოვლენები მცირედით (355 ადამიანი) გაზარდოს.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელსაც 1300 მონაწილე ჰყავდა, რომელთა მედიანური ასაკი 61 წელი იყო და მათ უმეტესობას თანხმლები დაავადებები ჰქონდათ. კოვიდ-ინფიცირებულები ან ჩვეულებრივ მკურნალობას გადიოდნენ ან 3 დღის განმავლობაში აზითრომიცინის 500 მილიგრამიან დოზას იღებდნენ.

მსგავსი შედეგები დაფიქსირდა აშშ-ში ჩატარებულ კვლევაშიც, რომელსაც 263 მონაწილე ჰყავდა, მათი მედიანური ასაკი 43 წელი იყო. მონაწილეები აზითრომიცინის ერთჯერადად 1200 მილიგრამიან დოზას ან პლაცებოს იღებდნენ. 14 დღის შემდეგ სიმპტომების სრული გაქრობა ორივე ჯგუფში იდენტური პროპორციით (50%) დაფიქსირდა, განსხვავება არც ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებში ყოფილა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist