რამდენად მასშტაბურია საფრანგეთში სავალდებულო აცრის გამო მაშველების გაფიცვა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

15
VIEWS

4 და 6 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებლებმა David Intskirveli და Nina Marji გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანგი მაშველები იძულებითი აცრის გამო სამსახურს ტოვებენ.

"
ფეისბუქ მომხმარებლების მიერ ინფორმაცია სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მოთხოვნის გამო მეხანძრეების  პროტესტს მასშტაბური ხასიათი აქვს. რეალურად, 15 სექტემბერს ქვემო რეინის მეხანძრე – მაშველების 98.5% სრულად ვაქცინირებული იყო და აღნიშნულ პროტესტში მხოლოდ 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა. 

Davit Intskirveli-ისა და Nina Marji-ის პოსტებში წყაროდ Franceinfo-ს 15 სექტემბრის სტატიაა მითითებული. სტატიის მიხედვით, 15 სექტემბრის ქვემო რეინის რეგიონის, კონკრეტულად კი სტრასბურგის 20-მდე მეხანძრე-მაშველმა და მოხალისე მაშველმა სამსახურში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მოთხოვნა გააპროსტა და  პროტესტის ნიშნად ჩაფხუტები ძირს დაალაგა.

15 სექტემბრის ამ სტატიაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ქვემო რეინის პროფესიონალი მაშველების 98.5% უკვე ვაქცინირებული იყო. ვაქცინირებულთა პროცენტული წილი რამდენიმე პროცენტით მცირე იყო მოხალისე მაშველებში, რომელთა შორისაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია 95%-ს ჰქონდა ჩატარებული. გამოცემა კომენტარისთვის ქვემო რეინის სახანძრო დეპარტამენტის დირექტორსაც დაუკავშირდა, პოლკოვნიკი რენე სელიეს მიხედვით, ქვემო რეინის 5 000-მდე მეხანძრიდან დაახლოებით 100-ს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ ჰქონდა, თუმცა ეს სამაშველო ოპერაციების ჩატარებას არ აფერხებდა.

საფრანგეთში როგორც პროფესიონალი ისე მოხალისე მეხანძრე-მაშველებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელი გახდა. სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მეხანძრე-მაშველების 85% უკვე ვაქცინირებული იყო, 15 ოქტომბრის მონაცემებით კი ეს რიცხვი 93%-მდე გაიზრდა.

საფრანგეთში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ გავრცელებული ყალბი ცნობები “მითების დეტექტორმა” ადრეც   გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალები:


 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist