რამ გამოიწვია წყალდიდობა თურქეთში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

68
VIEWS

11 აგვისტოს გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტმა გიორგი გიგაურმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა დატბორილი ქალაქის ფოტო, რომლის თანმხლებ ტექსტში ის ამტკიცებს, რომ თურქეთში ძლიერი წვიმების შემდეგ წყალმა ჰესის კაშხალი გაარღვია და 4-მეტრიანი ტალღებით 10 წუთში ქალაქი ქასთამონუ დაფარა. გიგაური მომხდარს ნამახვანჰესის მშენებლობასთან და კომპანია “ენკასთან” აკავშირებს: “აი, ამიტომაც არა ნამახვანჰესს”. 12 აგვისტოს მონაცემებით გიგაურის პოსტს 3 ათასამდე გაზიარება აქვს. პოსტი გაზიარდა ჯგუფებში “ლევან ვასაძის მხარდამჭერები”, “СТАЛИН ВЕЛИКИЙ УЧИТЕЛЬ სტალინი დიდი მასწავლებელი”, “ქალთა სამყაროს გაუმარჯოს”, “სიყვარულით ნაფიქრი” და ფეისბუქ გვერდზე “დედოფალი”. კაშხლის გარღვევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ჯგუფში “სიახლეები თურქეთიდან და არა მხოლოდ”.

 

გიორგი გიგაურის პოსტი ნაწილობრივ მცდარია. თურქეთში ძლიერ წვიმას წყალდიდობა მართლაც მოჰყვა, რის შედეგადაც ქალაქი კასთამონუ დაიტბორა, თუმცა ინფორმაციას კაშხლის გარღვევის და 4-მეტრიანი ტალღის შესახებ ოფიციალური პირები უარყოფენ და ცნობები კაშხლის გარღვევის შესახებ არც თურქულ მედიაში გვხვდება. წყალდიდობამ თურქეთში არამხოლოდ ქალაქი კასთამონუ დატბორა, არამედ ბართინის, სინოპის და სამსუნის პროვინციები, რომლებიც 100კმ-ზე მეტი მანძილით არიან დაშორებული კარაჩომაკის კაშხლიდან.

თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. კასთამონუს პროვინციის გარდა წყალდიდობით დაზარალდა ბართინის, სინოპის და სამსუნის პროვინციები. ქალაქ კასთამონუს ზოგიერთ უბანში წყლის დონემ 3-4 მეტრს მიაღწია. ოფიციალური პირების განცხადებით, გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, თუმცა ისინი კაშხლის დაზიანების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ.

“50-100 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი კატასტროფის წინაშე ვართ. ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს”. – თქვა თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბექირ ფაქდემირლიმ.

კაშხლის გარღვევის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია თურქულ სოციალურ მედიაშიც გავრცელდა, რაც კასთამონუს გუბერნატორის ოფისში უარყვეს.

თურქული გამოცემა Duvar წერს, რომ ძლიერი წვიმის შედეგად წყლის დონემ კაშხალშიც მოიმატა, თუმცა კაშხლის გარღვევის შესახებ ინფორმაცია თურქულ მეინსტრიმულ მედიაში არ გავრცელებულა. კასთამონუს პროვინციაში 6 კაშხალი მდებარეობს. ქალაქ კასთამონუსთან ყველაზე ახლოს, დაახლოებით 8 კილომეტრში კარაჩომაკის კაშხალია. ის წყალდიდობისგან დაზარალებულ სხვა პროვინციებს, ბართინს, სინოპს და სამსუნს 100 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული.

წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. უკანასკნელი ინფორმაციით, 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. წყალდიდობამ ბართინში, კასთამონუდან დაახლოებით 120 კილომეტრში მდებარე ხიდის ჩანგრევაც გამოიწვია, რის შედეგადაც 13 ადამანი დაშავდა. დანგრეულია გზები და საცხოვრებელი სახლები. ზაფხულის პერიოდში თურქეთის ჩრდილოეთ პროვინციებში წყალდიდობის შემთხვევები ხშირია. გასულ თვეს ჩრდილოეთ თურქეთში, რიზეს პროვინციაში წყალდიდობას 6 ადამიანი ემსხვერპლა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist