Rainbow Flag-ის შესახებ სატირა რუსულ დეზინფორმაციად იქცა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

665
VIEWS

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია (1,2), რომ ცისარტყელის დროშაზე (Rainbow Flag), რომელიც ლგბტქ+ თემის სიმბოლოა, უკრაინის დროშის ფერებიც დაამატეს. დროშის შეცვლილ ვერსიასთან ერთად მომხმარებლები უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის ციტატასაც ავრცელებენ. აღწერის მიხედვით, არესტოვიჩმა თქვა, რომ დროშაზე უკრაინის ფერების დამატება LGBTQ+ თემის მხრიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების აღიარებას ნიშნავს და მსოფლიო ბოროტებაზე უპრეცედენტო გამარჯვებას განასახიერებს.

Screenshot 1 19 Rainbow Flag-ის შესახებ სატირა რუსულ დეზინფორმაციად იქცა

Rainbow Flag-ზე უკრაინის დროშის ფერების დამატების შესახებ ინფორმაცია მცდარია და ის თავდაპირველად ტვიტერზე სატირული შინაარსის პოსტებით გავრცელდა. 

Rainbow Flag-ის შეცვლილი ვერსია, რომელზეც უკრაინის დროშის ფერებია დამატებული, თავდაპირველად სატირული შინაარსის პოსტების სახით ტვიტერზე გავრცელდა. ის მომხმარებელმა ARYANFAGGOT-მა 22 მაისს გამოაქვეყნა.

Screenshot 2 19 Rainbow Flag-ის შესახებ სატირა რუსულ დეზინფორმაციად იქცა

25 მაისს, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა მომხმარებელმა ფოტოს გავრცელება არა სატირულად, არამედ რეალური ინფორმაციის სახით დაიწყო, მომხმარებელმა ტვიტერზე იუმორისტული ფოტოებისა და მიმების პლატფორმა Know your meme-ის მასალის სქრინი გამოაქვეყნა.

Screenshot 3 17 Rainbow Flag-ის შესახებ სატირა რუსულ დეზინფორმაციად იქცა

მასალაში ნათქვამია, რომ ფოტოს თავდაპირველად ირონიული შინაარსი ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით სხვადასხვა მომხმარებლებმა მისი რეალური ინფორმაციის სახით გავრცელება დაიწყეს.

Screenshot 4 15 Rainbow Flag-ის შესახებ სატირა რუსულ დეზინფორმაციად იქცა

რუსულენოვანი მომხმარებლები ძირითადად ქალაქ ბოსტონის დემოკრატი მერის მიშელ ვუს წინააღმდეგ შექმნილ ტვიტერის ანგარიშს ეყრდნობიან.

Screenshot 5 12 Rainbow Flag-ის შესახებ სატირა რუსულ დეზინფორმაციად იქცა

ვუს საწინააღმდეგო ტვიტერის ანგარიში ერთ-ერთია იმ ანგარიშებს შორის, რომლებმაც სატირული პოსტი რეალური ინფორმაციის სახით გაავრცელეს.

რაც შეეხება ოლექსი არესტოვიჩის ციტატას, ღია სანდო წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არესტოვიჩმა პრაიდის დროშასთან დაკავშირებული განცხადება ნამდვილად გააკეთა.

Rainbow Flag-ზე უკრაინის დროშის ფერების დამატების შესახებ დეზინფორმაცია Reuters-ისა და Check Your Fact-ის ფაქტების ანალიტიკოსებმაც გადაამოწმეს.

ჰომოფობიური შინაარსის დეზინფორმაციები უკრაინის წინააღმდეგ “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist