რა ვიცით წიგნზე, რომელსაც ადამიანის ხორცის მომზადების სახელმძღვანელოდ წარმოაჩენენ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.6k
VIEWS

12-15 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებლები (1,2,3,4,5) რუსულენოვან ვიდეოს ავრცელებდნენ წიგნის შესახებ, რომელზეც ხორცი და ადამიანის ფიგურაა გამოსახული. ვიდეოში რუსულ ენაზე მოსაუბრე კაცი ყვება, რომ აღნიშნულ წიგნში, რომელიც ევროპაში აღმოაჩინა, აღწერილია, როგორი გემო აქვს და როგორ უნდა მომზადდეს ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილი. 

dds რა ვიცით წიგნზე, რომელსაც ადამიანის ხორცის მომზადების სახელმძღვანელოდ წარმოაჩენენ?

გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები წიგნი არგენტინელი ავტორის აგუსტინა ბაზტერიკას დისტოპიური რომანია, სახელად “დახვეწილი გვამი”, რომელიც ისეთ სამყაროზე მოგვითხრობს, სადაც კანიბალიზმი ლეგალურია. წიგნი ადამიანის ხორცის სწორად მომზადების სახელმძღვანელოს არ წარმოადგენს და მასში კანიბალიზმი, როგორც დადებითი მოვლენა არაა განხილული. 

ვიდეოში ნაჩვენები წიგნი არგენტინელ ავტორის აგუსტინა ბაზტერიკას რომანია, სახელად “დახვეწილი გვამი” (Cadáver exquisito). წიგნი ესპანურ ენაზე 2017 წელს გამოიცა, ხოლო ინგლისურად 2020 წელს ითარგმნა. ვიდეოში ნაჩვენებია აღნიშნული წიგნის ჩეხური თარგმანი, რომელიც 2022 წელს გამოიცა

“დახვეწილი გვამი” დისტოპიური რომანია. ის აღწერს საზოგადოებას, რომელშიც გავრცელებულმა ვირუსმა ცხოველის ხორცი ადამიანისთვის საკვებად უვარგისი გახადა, რასაც კანიბალიზმის ლეგალიზაცია მოჰყვა. ავტორი საკვებად გამოყენებული ცხოველების ადამიანით ჩანაცვლებით ცდილობს, არსებული ხორცის მწარმოებელი ინდუსტრიის სისასტიკე წარმოაჩინოს. 

წიგნის მთავარი პერსონაჟი მარკო ტრეხოა, რომელიც ადამიანის ხორცის მწარმოებელ ქარხანას უძღვება. შვილის დაკარგვისა და ცოლთან დაშორების შემდეგ მარკოს სპეციალურ ფერმაში გაზრდილ, დასაკლავად გამზადებულ ქალს ჩუქნიან. მთავარ პერსონაჟს ქალის მიმართ გრძნობები უჩნდება და მას სიცოცხლეს უნარჩუნებს. ქალთან თანაცხოვრების პერიოდში მარკოს საკუთარი სამუშაოს და არსებული სისტემის მიმართ განწყობა ეცვლება

წიგნში მარკოს ქარხნის მუშაობის ზოგიერთი პროცესი დეტალურადაა აღწერილი, რაც მკითხველში ზიზღის შეგრძნების გაჩენას ემსახურება. თუმცა, წიგნის ძირითადი ნაწილი პერსონაჟების ურთიერთობასა და მარკოს შინაგან ბრძოლას ეთმობა

ერთ-ერთ ინტერვიუში წიგნის ავტორი აღნიშნავს, რომ მისი მიზანი არა მხოლოდ ხორცის მწარმოებელი ინდუსტრიის, არამედ ზოგადად, სამომხმარებლო საზოგადოების მანკიერებებისა და ქალთმოძულეობის კრიტიკა იყო. 

წიგნის ჩეხური ვერსია ერთადერთი გამოცემა არაა, რომლის გარეკანზეც ხორცი გვხვდება, წიგნის სხვადასხვა გამოცემებზე ასევე ვხვდებით ქალის ან საქონლის გამოსახულებებს, ან მათ გაერთიანებას:  

Screenshot 1 5 რა ვიცით წიგნზე, რომელსაც ადამიანის ხორცის მომზადების სახელმძღვანელოდ წარმოაჩენენ?


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროპა, პორტუგალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist