რა ვიცით ომიკრონ ვარიანტის სიმპტომებისა და წარმოშობის შესახებ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

52
VIEWS

2021 წლის 30 ნოემბერს ფეისბუქ  ანგარიშებმა ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები და ბოლო ჟამის ქრისტიანები იდენტური პოსტები გამოაქვეყნეს, რომელთა მიხედვითაც, კორონავირუსის ახალი სამხრეთ აფრიკული შტამის “ომიკრონის” სიმპტომები კორონავირუსის ვაქცინისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების სიმპტომებს ემთხვევა და ახალი შტამი, რეალურად არა ვირუსის ვარიაცია, არამედ აცრების შემდგომი გართულებების ერთობლიობაა. “ომიკრონ” შტამის შესახებ მსგავსი შინაარსის პოსტები პირველ დეკემბერს ანტივაქსერმა ფეისბუქ მომხმარებლებმა შორე შანიძემ და ნინა მარჯიმაც გააზიარეს. აღნიშნულ პოსტებში ნათქვამია, რომ ომიკრონის სიმპტომებია: სუნთქვის უკმარისობა, ტაქიკარდია, გონების დაკარგვა და უეცარი ინფარქტი, რაც რეალურად, სწორედ ვაქცინის გვერდით მოვლენებს წარმოადგენს და სინამდვილეში, “ომიკრონ-პანდემია” ვაქცინირებულების პანდემიაა.

1
2

კორონავირუსის “ომიკრონ” შტამის წარმოშობასა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შორის კავშირის შესახებ პოსტი გაზიარდა ფეისბუ ჯგუფში “სამართალი მეფის სახელით”, რომელსაც აფრიკულ სოფელში მიმდინარე ვაქცინაციის პროცსის ამსახველი ფოტო ერთვის, ხოლო სურათის აღწერაში  ნათქვამია, რომ ომიკრონ ვარიანტი ვაქცინაციის ფოტოზე ასახულ პირობებში მიმდინარეობის გამო გაჩნდა. მსგავსი მტკიცება გვხვდება ფეისბუქ გვერდზე “ეროვნული ტელევიზია დიდგორი TV” გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელშიც კორონავირუსის ვაქცინების გარდა, საუბარი სხვა გეგმიური აცრებსა და ბავშვებში აუტიზმს შორის კავშირზე.

3

მტკიცება, თითქოს კორონავირუსის “ომიკრონ ვარიანტის” სახელითი რეალურად ვაქცინაციის შემდგომ გართულებებს მოიხსენიებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ჯერჯერობით ახალი შტამის სიმპტომების შესახებ მცირე ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, თუმცა ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული სიმპტომები შედარებით მსუბუქია და მათ შორის ტაქიკარდია, უეცარი ინფაქტი და გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული სხვა გართულებები არ გვხვდება. ამასთანავე, არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ომიკრონით ინფიცირებასა და ვაქცინაციას შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე მიუთითებს.

  • მტკიცება, თითქოს “ომიკრონ შტამის” სახელით ვაქცინების გვერდით მოვლენებს ნიღბავენ, მცდარია.

26 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “ომიკრონი” კორონავირუსის “შემაშფოთებელ ვარიანტად” დაარეგისტრირა. “ომიკრონით” გამოწვეული დაავადების სიმძიმეს მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ და ბოლომდე ცხადი არ არის, იწვევს თუ არა ახალი შტამი წინა შტამებთან შედარებით უფრო მძიმედ ინფიცირებას, თუმცა როგორც ამჟამად ხელმისაწვდომი წინასწარი და ფრაგმენტული მონაცემები აჩვენებს, ომიკრონი დელტასთან შედარებით უფრო მსუბუქი ფორმებით ან საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ  სამხრეთ აფრიკაში “ომიკრონის” შემთხვევათა უმეტესობა სტუდენტებში დაფიქსირდა, რომლებიც ასაკიდან გამომდინარე, მძიმე ინფიცირების რისკის ქვეშ არ არიან და რისკჯგუფებში “ომიკრონის” სიმძიმე ჯერ კიდევ შეუსწავლელია. მსუბუქი ან უსიმპტომო ფორმით წარიმართა ევროპაში იდენტიფიცირებული “ომიკრონის” 70-მდე შემთხვევაც, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრი განმარტავს, “ომიკრონის” სიმპტომების სიმძიმის შესაფასებლად ასობით პაციენტის მონაცემებია საჭირო.

მტკიცება, თითქოს “ომიკრონის” სიმპტომები გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებულ გართულებებს (ინფარქტი, არითმია და ა.შ.) მოიცავს არა მხოლოდ ქართულ, არამედ ინგლისურენოვან სოციალურ ქსელებშიც ვრცელდებოდა, თუმცა, ახალი ვარიანტის შესახებ ამჟამად არსებული მონაცემებით არ დასტურდება. აღსანიშნავია, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები ახალი კორონავირუსის აქამდე ფართოდ გავრცელებულ შტამებს ზოგადად ახასიათებთ და მსგავს გართულებებს ზოგიერთ ჯგუფში შესაძლოა, “ომიკრონიც”იწვევდეს, თუმცა მეცნიერებს ამ ეტაპზე “ომიკრონით” გამოწვეული მსგავსი სიმტომები არ აღუწერიათ.

რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გვერდით მოვლენებს, სუნთქვის უკმარისობა და გონების დაკარგვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა, ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოსა თუ სხვა ავტორიტეტული მარეგულირებლების მიერ ავტორიზებული ვაქცინების გვერდით მოვლენებში არ გვხვდება, ხოლო გულ-სისხლძარვთა სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები (Pfizer/biontech-ისა და Moderna-ს შემთხვევაში მიოკარდიტი და პერიკარდიტი, ხოლო AstraZeneca-სა და Jonson&Jonson-ისთვის – თრომბოზის იშვიათი ფორმები)  უკიდურესად იშვიათია. ამასთანავე, “ომიკრონით” ინფიცირების აქამდე აღწერილ შემთხვევებში ვაქცინების იშვიათი, სერიოზული გვერდითი მოვლენებიდან არცერთი არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, მტკიცება, თითქოს “ომიკრონ შტამის” სახელით ვაქცინების გვერდით მოვლენებს ნიღბავენ, მცდარია.

  • “ომიკრონით” ინფიცირებასა და ვაქცინაციას შორის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დასტურდება, ხოლო ახალი შტამის წარმოშობა ჯერ კიდევ შესწავლის საგანია.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის, “ომიკრონის” პირველი შემთხვევები ბოტსვანასა და  სამხრეთ აფრიკაში შესაბამისად 2021 წლის 11 დ 14 ნოემბერს დაფიქსირდა. მართალია, “ომიკრონის” იდენტიფიცირებული ადრეული შემთხვევები ბოტსვანაში აცრილ ადამიანებში დაფიქსირდა, თუმცა მეცნიერებისთვის ჯერკიდევ არ არის ცნობილი, იყვენ თუ არა აღნიშნული პირები შტამის პირველწყარო. ამჟამად, “ომიკრონის” წარმოშობასთან დაკავშირებით ორი ჰიპოთეზა არსებობს: პირველი ჰიპოთეზის თანახმად მუტაციის პირველწყარო ცხოველი იყო, მეორე ჰიპოთეზის მიხედვით კი ახალი შტამი იმუნოდეფიციტურ პაციენტში უნდა წარმოქმნილიყო, რომლის დასუსტებული იმუნიტეტი კორონავირუსის უკვე არსებულ რომელიმე შტამთან გამკლავებას ცდილობდა. როგორც მეცნიერები განმარტავენ, აღნიშნული ჰიპოთეზებიდან მეორე უფრო სარწმუნო ჩანს, იმის გათვალისწინებით, რომ იგი უკეთ ხსნის “ომიკრონში” არსებულ “უცნაურ” ცვლილებებს, თუმცა ჯერჯერობით არცერთი თეორია დადასტურებული არ არის.

ამასთანავე, “ომიკრონ” შტამის გამოჩენასთან ერთად ანტივაქსერულ წრეებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა მტკიცება, რომ “ომიკრონი” ექსკლუზიურად ვაქცინირებულ ადამიანებს ემართებათ, რადგან ახალი შტამის შემთხვევების უმეტესობა სწორედ ვაქცინირებულებში დადასტურდა. რეალურად, მსგავსი მსჯელობა ნაკლოვანი და მცდარია, რადგან “ომიკრონის” ამჟამად იდენტიფიცირებული შემთხვევების უმეტესობა მოგზაურებში გამოვლინდა, რომლებსაც ახალი შტამი საზღვარზე გეგმიური ტესტირებისას დაუდასტურდათ. იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო მოგზაურობა ბევრ ქვეყანაში მხოლოდ ვაქცინირებულებისთვისაა ნებადართული და შესაბამისად, “ომიკრონის” შესახებ ამჟამად არსებული მონაცემები ინფიცირების ტენდენციების შესახებ სრულ სურათს არ იძლევა. ამასთანავე, ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როცა “ომიკრონი” აუცრელ პირებშიც გამოვლინდა.

  • ჯგუფში “სამართალი მეფის სახელით” გაზიარებული ფოტო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას არ ასახავს.

ფოტო, რომელიც საჯარო ჯგუფში ფეისბუქ მომხმარებელმა ნიკოლოზ აბრამიშვილმა გააზიარა, რეალურად სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს არ ასახავს. ფოტოსურათების საძიებო ხელსაწყოს TinEye-ის მონაცემებით, ფოტო ინერნესივრცეში 2014 წლიდან ვრცელდება. აღნიშნული სურათი პოპულარული სამეცნიერო გამოცემის Science-ის 2014 წლის ნომერშიც გვხვდება, რომლის მიხედვით, ფოტო მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ასახავს.
4

  • დეზინფორმაცია “ეროვნული ტელევიზია დიდგორი TV-ის” ვიდეოში

კორონავირუსის ვაქცინებსა და “ომიკრონთან” დაკავშირებული მტკიცებების გარდა ფეისბუქ გვერდის “ეროვნული ტელევიზია დიდგორი TV-ის” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ის მცდარი ცნობებიც გვხვდება, რომელზეც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:

  1. კორონავირუსის პანდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას “უკანონოდ” არ გამოუცხადებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი, მისი გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, პანდემიად 2020 წლის 11 მარტს აღიარა და მთავრობებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. პანდემიის გამოცხადების შესახებ ვრცლად იხილეთ მასალები:

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist