რა ვიცით ესპანურ ტელეარხ Toro Tv-ზე და შეთქმულების თეორიაზე “ხელოვნური ღრუბლების შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

814
VIEWS

2023 წლის 2-7 მარტს ფეისბუქის რამდენიმე მომხმარებელი ავრცელებდა ინფორმაციას ე.წ. “ქიმტრეილების” შესახებ. მათი თქმით, ესპანურ ტელეგადაცემაში ამტკიცებდნენ “ქიმიური ბილიკების” არსებობის შესახებ, რომელიც რეალურად ხელოვნურად წარმოქმნილი ღრუბლებია და კლიმატის ცვლილების საფარქვეშ გეოინჟინერიის გამოყენებას ადასტურებს. 

ვიდეოში ტელეწამყვანი ესპანეთში, ბალეარის კუნძულებზე, წვიმის შესაჩერებლად არსებულ სავარაუდო ფუმიგაციებს აჩვენებს და აცხადებს, რომ ისინი კლიმატის ინჟინერიის არსებობის დადასტურებაა. ტელეწამყვანის თქმით, სწორედ ეს უკანასკნელი იწვევს კლიმატის ცვლილებას დედამიწაზე და არა წიაღისეული საწვავი, ეს ყოველივე კი მოსახლეობაზე მკაცრი კონტროლის დასაწესებლად გამოიყენება.

აღნიშნული ვიდეო რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმაც, მათ შორის უკრაინულ ფეისბუქ ჯგუფში გაავრცელეს. (1, 2, 3).

Screenshot 8 3 რა ვიცით ესპანურ ტელეარხ Toro Tv-ზე და შეთქმულების თეორიაზე “ხელოვნური ღრუბლების შესახებ?Screenshot 11 2 რა ვიცით ესპანურ ტელეარხ Toro Tv-ზე და შეთქმულების თეორიაზე “ხელოვნური ღრუბლების შესახებ?

მტკიცება, თითქოს ე.წ. “ქიმიური ბილიკები” გეოინჟინერიის შედეგია რაც, თავის მხრივ, კლიმატის ცვლილების რეალური გამომწვევია, შეთქმულების თეორიაა, რომელიც უკვე წლებია ვრცელდება, თუმცა მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. 

ამ ინფორმაციას სატელევიზიო არხი Toro Tv (ძველი სახელწოდება – Intereconomía) ავრცელებს, რომელიც ძირითადად რადიკალური მემარჯვენე იდეოლოგიაზე ფოკუსირებულ ახალ ამბებს აშუქებს. Intereconomía აქამდეც ყოფილა დეზინფორმაციის გავრცელების სათავე – ესპანურმა ფაქტების გადამოწმების პორტალმა Maldita-მ ამ სატელევიზიო არხს რამდენიმე სტატიაც მიუძღვნა. რაც შეეხება, სატელევიზიო არხის მტკიცებას ფუმიგაციებზე, მსგავი სატელიტური ფოტოები Maldita-მ შეამოწმა და დაადგინა, რომ სატელიტურ კადრებზე რეალურად ცირუსის ღრუბლებს (მაღალი დონის ღრუბლები) ვხედავთ. აღნიშნული ღრუბლები ხელოვნური არ არის და შესაბამისად ისინი წვიმის შესაჩერებლად არ გამოიყენება, ცირუსის ღრუბლები ყინულის კრისტალებისგან შედგება და მათი წარმოქმნა ზოგჯერ ამინდის გაუარესებაზე – ქარიშხალზე ან ნალექზე მიუთითებს. ესპანეთის მეტეოროლოგიური სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი Maldita-თან განმარტავს, რომ ფოტო Meteosat-ის სატელიტს ეკუთვნის, კერძოდ კი ინსტრუმენტ SEVIRI-თ არის შექმნილი, რომელიც ვულკანური წარმონაქმნების გამოსავლენად გამოიყენება.

შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც თითქოს, მთავრობა და ძალაუფლების მქონე სხვა ჯგუფები თვითმფრინავების საშუალებით ატმოსფეროში ქიმიურ ნივთიერებებსა და დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს აფრქვევენ, უკვე მრავალი წელია ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება. “Chemtrail”-ის კონსპირაციის სხვადასხა ვერსია თვითმფრინავების გამონაბოლქვით მავნე სუბსტანციების გავრცელებას განსხვავებულ მიზნებს მიაწერს, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ამინდის კონტროლია. Chemtrail-ის მიმდევრები თავიანთი თეორიის მთავარ “მტკიცებულებად” ცაში თვითმფრინავების მიერ დატოვებულ კვალს (Contrail) ასახელებენ და ამტკიცებენ, რომ ეს გამონაბოლქვი სახიფათო საწამლავებითაა დაბინძურებული. რეალურად, ამ კვალს “კონტრეილი” ჰქვია. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მიხედვით, “კონტრეილები” ადამიანის ჯანმრთელობისთვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, ისინი დროებითია და მათ თვითმფრინავები ცაზე გადაფრენის შემდეგ ხშირად ტოვებენ. არ არსებობს ფაქტობრივი ან სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ თვითმფრინავებიდან გამოტყორცნილი ორთქლი საფრთხეს წარმოადგენს.

ამ კონსპირაციის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ: 

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ ანგარიშები “ბოლო ჟამის ქრისტიანები”, მერაბ რატიშვილი, Gvantsa Grimaldi და Hestia Hestia, დეზინფორმაციის გავრცელებაში ადრეც ყოფილან შემჩნეულები, მათ შორის პოსტებში ვხვდებით შეთქმულების თეორიებს და ყალბ ინფორმაციას სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ვაქცინაციაზე და რუსეთის ომზე უკრაინაში.

Screenshot 9 2 რა ვიცით ესპანურ ტელეარხ Toro Tv-ზე და შეთქმულების თეორიაზე “ხელოვნური ღრუბლების შესახებ? Screenshot 10 1 რა ვიცით ესპანურ ტელეარხ Toro Tv-ზე და შეთქმულების თეორიაზე “ხელოვნური ღრუბლების შესახებ?


მოამზადა ნუცა ძანძავამ
კონკურსის “ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა” გამარჯვებული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist