რა ვაქცინით აიცრნენ პაატა იმნაძე და მისი დედა, ნუნუ დუმბაძე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

31
VIEWS

22 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა გიორგი ფანჯავიძემ, რომელსაც მითითებული აქვს, რომ მოძრაობა “იბერიას” ხელმძღვანელია, გამოაქვეყნა ფოტო, რომლის აწერაშიც ის მადლობას უხდის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის დედას, ნუნუ დუმბაძეს გულწრფელობისთვის და სხვამს კითხვას, თუ რა არის “ექსტრატი”, რომელზეც ახლო ნათესავებს ეპატიჟებიან ასაცრელად და ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. პოსტს თან ახლავს კომენტარების სექციის სქრინი, სადაც ზოგიერთი მომხმარებლის სახელი წაშლილია და ჩანს კითხვის პასუხად, თუ რომელი ვაქცინით აიცრა ნუნუ დუმბაძე პასუხობს: “ექსტრარი პაატაც მაგითი აიცრა მანდ იციან ნათესავი რო ხარ”. ფანჯავიძის პოსტი უცვლელი სახით გამოაქვეყნა ფეისბუქ გვერდმა კორონავირუსი. ამავე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ალტ-ინფოს მხარდამჭერმა ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ.

1

ნუნუ დუმბაძის კომენტარის შემცველი სქრინი მანიპულაციურად ვრცელდება. ინფორმაცია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე და მისი დედა, ნუნუ დუმბაძე “ექსტრატის” ვაქცინით აიცრნენ სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც პაატა იმნაძე, ასევე მისი დედა საჯაროდ აიცრნენ და არსებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ ორივე მათგანმა ასტრა ზენეკას ვაქცინა გაიკეთა. პაატა იმნაძის ქალიშვილი კი ფაიზერის ვაქცინით აიცრა.

სქრინის, რომელსაც გიორგი ფანჯავიძე ავრცელებს, ნამდვილობის გადამოწმება შეუძლებელია, რადგან მას დაფარული აქვს პოსტის ავტორის სახელი და გვარი. შესაძლოა, სიტყვა “ექსტრატი” ბეჭდური შეცდომა იყოს.

ინფორმაცია, რომ ნუნუ დუმბაძე და პაატა იმნაძე ვაქცინა “ექსტრატით” აიცრნენ სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მსგავსი სახელწოდების ვაქცინა არ არსებობს, ხოლო როგორც პაატა იმნაძე, ასევე ნუნუ დუმბაძე საჯაროდ, კამერების წინ აიცრნენ და მათი აცრის კადრებში კარგად ჩანს ფლაკონები, რომლებზეც დატანილია ვაქცინის მწარმოებლის დასახელება, ამ შემთხვევაში ასტრა ზენეკა.

ნუნუ დუმბაძე 6 აპრილს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში აიცრა. მისი ვაქცინაციის ამსახველ ვიდეოში ჩანს მაგიდაზე განთავსებული ასტრა ზენეკას ვაქცინის ფლაკონი, რომლიდანაც იღებენ მისთვის გასაკეთებელი ვაქცინის დოზას.

2

3

4

თავად პაატა იმნაძე 15 მარტს საჯაროდ აიცრა. მისი აცრის ვიდეოში ასევე მკაფიოდ ჩანს ასტრაზენეკას ვაქცინის ფლაკონი, საიდანაც ხდება ვაქცინის ამოღება.

5

6

გიორგი ფანჯავიძეს და ბექა ვარდოსანიძეს კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია და მანიპულაციური მტკიცებები წარსულშიც გაუვრცელებიათ. იხილეთ ვრცლად “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist