რა უღირს “პოლიტიკანოს” უკრაინის მადისკრედიტირებელი პოსტების რეკლამა ფეისბუკზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

717
VIEWS

რუსეთ-უკრაინას შორის საომარი ვითარების ესკალაციასთან ერთად, რაც უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებას უკავშირდება, სოციალურ ქსელში უკრაინის წინააღმდეგ პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოების ცენტრთან დაკავშირებული ფეისბუქ გვერდი “Politicano • პოლიტიკანო” გააქტიურდა, რომელსაც ამ თემაზე 8 პოსტი აქვს დარეკლამებული. 

“მითების დეტექტორმა” 1 დეკემბრიდან 22 იანვრის ჩათვლით პერიოდში “პოლიტიკანოს” რეკლამების ბიბლიოთეკა შეისწავლა, საიდანაც ჩანს, რომ ამ პერიოდში თითოეული პოსტი 100$-ზე ნაკლები თანხით არის დაფინანსებული, ხოლო რეკლამის განმთავსებელი გიორგი მდივანია. 

დასპონსორებული პოსტები შემდეგ გზავნილებს შეიცავს:

  1. ინფოგრაფიკა, რომელიც რუსეთის სამხედრო შეიარაღების უპირატესობაზე აკეთებს აქცენტს და თან ახლავს შემდეგი ტექსტი: “უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე ურიგო არ იქნებოდა გადავხედოთ სამხედრო ძალთა ბალანსს”
  2. გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის, კაია-ახიმ შონბახის განცხადება, რომლის გამოც ის მოგვიანებით თანამდებობიდან გადადგა და რომლის მიხედვითაც საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანება მიზანშეწონილი არ არის.
  3. უკრაინა არშემდგარი სახელმწიფოა: “ძნელია უკრაინაზე უფრო არშემდგარი სახელმწიფოს (Failed state) მონახვა რუქაზე. 2 ფერადი რევოლუცია, სამოქალაქო ომი, კომედიანტი პრეზიდენტი, კორუფციაში ყელამდე ჩაფლული მთავრობები, დაკარგული ტეროტორიები და აფრიკული ქვეყნების ნიშნულზე დაცემული მშპ – ეს არის თანამედროვე უკრაინა”.
  4. გზავნილი უკრაინა ტრანზიტის ფუნქციას კარგავს, «ჩრდილოეთ ნაკადი-2»-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ აშშ-ის სენატის რესპუბლიკელი სენატორის, ტედ კრუზის კანონპროექტის ჩაგდებას შეეხება. 
  5. უკრაინა ამერიკასთან ერთად ნაციზმს უჭერს მხარს: “2020 წლის ბოლოს გაეროში ნაციზმთან ბრძოლის და ჰეროიზაციის წინააღმდეგ მიმართული რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციის წინააღმდეგ მხოლოდ აშშ-მა და უკრაინამ მისცეს ხმა.” 
  6. ნატოს საქართველო და უკრაინა ერთმანეთში ერევა: იენს სტოლტენბერგის ტვიტერის სქრინშოთის საფუძველზე, რომლის თანახმად, ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის ფოტოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის ტექსტი იყო დაკოპირებული, პოლიტიკანო ამტკიცებს, რომ ნატო უკრაინას პატივს არ სცემს და ორი სუვერენული ქვეყანა – უკრაინა და საქართველო ერთმანეთში ერევა. 
  7. უკრაინა არასტაბილური ქვეყანაა: საპროტესტო აქციების ფოტოკოლაჟი, რომელიც სხვადასხვა წლებში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებს ასახავს.
  8. უკრაინის პრეზიდენტი მასხარაა: უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ფოტო, პოლიტიკანოს კომენტარით “ამდენს რატომ ბედავს ეს მასხარა?” აღნიშნული კომენტარი ზელენსკის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით გაკეთებულ შემდეგ განცხადებას შეეხება: “უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს.”

აღსანიშნავია, რომ “პოლიტიკანოს” პოსტი, რომელიც გაეროს რეზოლუციასთან დაკავშირებით ამერიკის და უკრაინის პოზიციის მანიპულაციურ გაშუქებას შეეხებოდა, “მითების დეტექტორმა” ფეისბუკის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში შეცდომაში შემყვანად მონიშნა, რის შემდეგაც ფეისბუკმა აღნიშნული რეკლამა შეაჩერა.

Screenshot 11 რა უღირს “პოლიტიკანოს” უკრაინის მადისკრედიტირებელი პოსტების რეკლამა ფეისბუკზე?

“პოლიტიკანოს” რეკლამები “პოლიტიკანოს” ხელმძღვანელის გიორგი მდივანის მიერ არის განთავსებული, რომელიც ამავდროულად სახელისუფლებო მედია საშუალება spacenews-ის გადაცემის წამყვანიც იყო, ხოლო გამოცემა სივრცეები, რომელიც ჰიბრიდულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს, საბიუჯეტო სერვის კონტრაქტების მიმღები. გიორგი მდივანი ასევე მონაწილეობდა კონსერვატიული პარტიისა და რუსეთის დუმის დეპუტატების  მიერ 21 იანვარს ორგანიზებულ ერთობლივ კონფერენციაში.

“პოლიტიკანოს” შესახებ

ფეისბუქ გვერდი “პოლიტიკანო” ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედიუმია. თავის მხრივ, პრიმაკოვის ცენტრი კი გორჩაკოვის ფონდმა დააარსა, რომელიც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბრძანებით  საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მხარდამჭერით შეიქმნა.

პოლიტიკანო მემარცხენე გამოცემად პოზიციონირებს. ის ევროატლანტიკურ სკეპტიციზმს აღვივებს,  ევროპის კოლონიალურ წარსულს, დღევანდელობად წარმოაჩენს, ხოლო რუსეთის ოკუპაციას და საბჭოთა ოკუპაციას უარყოფს. 

პოლიტიკანო ასევე უარყოფს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში რუსეთის პასუხისმგებლობას. გვერდი ხშირად ავრცელებს ანტიდასავლურ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის გარდა საქართველოს ტერიტორიები სხვა ქვეყნების მიერაც არის ოკუპირებული.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

პოლ
პოლიტიკანო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist