რა წერია შელენბერგის დღიურებში სტალინსა და ბერიაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

6.2k
VIEWS

2022 წლის 9 მაისს Facebook მომხმარებელმა და გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნაცისტური გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის ვალტერ შელენბერგის ციტატა იყო მოცემული, სადაც ის სტალინისა და ბერიას ნიჭსსა და “ვირტუოზობაზე” საუბრობს და აცხადებს, რომ მათ ომი პრაქტიკულად ამ ორმა ქართველმა მოუგო. პოსტის ავტორის მტკიცებით, ციტატა ვალტერ შელენბერგის დღიურიდანაა. 

ვალტერ შელენბერგის ციტატა (დიტო ჩუბინიძის მიხედვით): “რუსული (საბჭოთა კავშირის) დაზვერვის სათავეში რომ არ მდგარიყო ისეთი გულთმისანი და ვირტუოზი პროფესიონალი, როგორიც იყო ლავრენტი ბერია, ჩვენ ომს არ წავაგებდით. სამწუხაროდ, ჩვენთვის სრულიად მიუწვდომელი გზებითა და ხერხებით მის ხელში ხვდებოდა ჩვენი ყველა საიდუმლო დოკუმენტი, რომლებსაც მერე ჩვენს წინააღმდეგ არანაკლები ვირტუოზულობით იყენებდა იოსებ სტალინი. ომი ჩვენ პრაქტიკულად ამ ორმა ქართველმა მოგვიგო!”

Screenshot 7 6 რა წერია შელენბერგის დღიურებში სტალინსა და ბერიაზე?
დიტო ჩუბინიძის Facebook პოსტი

ვალტერ შელენბერგის ციტატა სტალინისა და ბერიას შესახებ რეალობას არ შეესაბამება. ციტატა ღია წყაროებში არ იძებნება. ასევე ციტატა არ გვხვდება ვალტერ შელენბერგის პირად დღიურშიც, რასაც პოსტის ავტორი დიტო ჩუბინიძე ეყრდნობა. 

  • ვალტერ შელენბერგის დღიურის შესახებ

ვალტერ შელენბერგი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის SS-ის სადაზვერვო განყოფილებას ხელმძღვანელობდა და სახელმწიფოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიცია ეკავა. ვალტერ შელენბერგს ნამდვილად ჰქონდა დაწერილი პირადი დღიური, სადაც ის ნაცისტური რეჟიმის შიგნით მიმდინარე ამბებზე, საგარეო ურთიერთობებზე, ცალკეულ პიროვნებებსა და კონკრეტულ შემთხვევებზე ღიად საუბრობდა. 

Screenshot 8 6 რა წერია შელენბერგის დღიურებში სტალინსა და ბერიაზე?
ვალტერ შელენბერგის დღიური

პირველად ვალტერ შელენბერგის დღიუსი 1956 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. წიგნი საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავდა, ვინაიდან მასში საუბარი იყო, თუ როგორ აპირებდნენ ნაცისტები სტალინისა და რუზველტის მოკვლას, როგორ მოკლეს გერმანიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე რაინჰარდ ჰაიდრიხი და როგორ იგეგმებოდა უინძორის ჰერცოგის გატაცება.

ვალტერ შელენბერგის დღიურში ლავრენტი ბერია ნახსენები არ არის და მისი სახელი მხოლოდ ბიბლიოგრაფიაშია  ორჯერ გვხვდება. 

Screenshot 9 6 რა წერია შელენბერგის დღიურებში სტალინსა და ბერიაზე?

  • ვალტერ შელენბერგი სტალინისა და ქართველების შესახებ

იოსებ სტალინი ვალტერ შელენბერგის დღიურში 69-ჯერ არის მოხსენიებული, თუმცა არცერთი მათგანი დიტო ჩუბინიძის მიერ გავრცელებულ ყალბ ციტატას არ შეესაბამება. 

Screenshot 10 6 რა წერია შელენბერგის დღიურებში სტალინსა და ბერიაზე?

ერთ-ერთი ეპიზოდში შელენბერგი საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის ალიანსზე საუბრობს, რომელიც 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად ჩამოყალიბდა. ავტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა ალიანსმა 1941 წლამდე გერმანიის მთლიანი პოლიტიკა განსაზღვრა და ჰიტლერს ერთგვარი მწვანე შუქი აუნთო, რომ დასავლეთისთვის ომი გამოეცხადებინა.

ვალტერ შელენბერგი: “გადაწყვეტილებამ რომ მხარი დაეჭირა სტალინისთვის, განსაზღვრა გერმანიის პოლიტიკის მთლიანი კურსი 1941 წლამდე და ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე საბედისწერო გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებამ გერმანია საბჭოთა კავშირთან დროებით ალიანსში შეიყვანა, რამაც ჰიტლერი წაახალისა, რომ დასავლეთისთვის დაერტყა.”

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დღიურში შელენბერგი სტალინის მოკვლის გეგმის შესახებაც საუბრობს. ნაცისტები სტალინის მოკვლას მანქანაზე მიმაგრებული მცირე ზომის ასაფეთქებლით ცდილობდნენ, თუმცა აღნიშნული გეგმა ვერ განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ შელენბერგს აღარ ჰქონდა ინფორმაცია მათ შესახებ, ვისაც სტალინის აფეთქება დაევალა, შესაბამისად ის ვერ ასახელებს ზუსტ მიზეზებს, თუ როგორ ჩაიშალა ოპერაცია. 

რაც შეეხება ქართველებს, ზოგიერთ შემთხვევაში შელენბერგი ქართველებს ბელარუსებთან, უკრაინელებთან, რუს მიგრანტებთან და სხვა კავკასიელებთან ერთად მოიხსენიებს. ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი უკავშირდება გერმანიაში მცხოვრებ ამ ხალხებს, რომლებსაც, შელენბერგის აზრით, საბჭოთა კავშირი შპიონაჟისთვის იყენებდა

Screenshot 11 6 რა წერია შელენბერგის დღიურებში სტალინსა და ბერიაზე?
ვალტერ შელენბერგი

ამასთანავე, შელენბერგი საუბრობს თავის იდეაზეც, რომელიც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ავტონომიური სახელმწიფოების ჩამოყალიბებას გულისხმობდა. მისი აზრით, წარმოუდგენელი იყო 200 მილიონი ადამიანის დაშინებით მართვა, ამიტომ საჭირო იყო, შექმნილიყო ავტონომიური სახელმწიფოები (შელენბერგი ასახელებს ქართველებს, უკრაინელებს, ბელარუსებს), წახალისება მომხდარიყო ადგილობრივი ეროვნული გმირების (მელნიკი, ბანდერა) და შემდეგ ისინი ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ

Screenshot 12 5 რა წერია შელენბერგის დღიურებში სტალინსა და ბერიაზე?
მონაკვეთი შელენბერგის დღიურიდან, სადაც ის თავის იდეაზე საუბრობს

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist