რა თქვა რეალურად ჟირინოვსკიმ სააკაშვილის დაკავებაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

277
VIEWS

1 ოქტომბერს საინფორმაციო სააგენტო kvira.ge-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით “ჟირინოვსკი – სააკაშვილს: შენს გასათავისუფლებად ყველა ზომას მივმართავთ”. kvira.ge-ს სტატია 2 ოქტომბერს გააზიარა ქართული ოცნების მხარდამჭერმა გვერდმა “ლიდერი 41”, რომელმაც პოსტში აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის აგენტია, ხოლო რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი კი ვლადიმირ პუტინს ახმოვანებს.

""
kvira.ge-ს პოსტი კომენტარის გარეშე სხვადასხვა ფეისბუქ საჯარო ჯგუფში გადაზიარდა, რამაც მკითხველის ნაწილში შექმნა შთაბეჭდილება, რომ ჟირინოვსკი სააკაშვილს მხარს უჭერს და მის დახმარებას აპირებს. ფეისბუქ ჯგუფებში ინფორმაციის ერთ-ერთი გამზიარებელი იყო სამთავრობო ექსპერტი გია აბაშიძე, რომელმაც kvira.ge-ს მასალის გავრცელება, მისი გამოქვეყნებიდან მალევე დაიწყო. Crowdtangle-ის მონაცემებით kvira.ge-ს მასალა 5 ფეისბუქ ჯგუფსა და 2 ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

"
არჩევნების დღეს 2 ოქტომბერს kvira.ge-ს სტატია დავით რაზმაძემ, 2017-2021 წლებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მიმდინარე არჩევნებში ქართული ოცნების სიის პირველმა ნომერმა კომენტარის გარეშე გააზიარა, რაც საზოგადოების მხრიდან სხვდასხვაგვარად იქნა აღქმული.  სტატიას აზიარებდნენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებიც.

"
ჟირინოვსკის განცხადება გამოქვეყნდა gtmedia.ge-ზეც, რომელიც გაზიარდა ფეისბუქ ჯგუფში “ქართველები”. კომენტარებიდან ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული განცხადების გამო რუსეთის მოკავშირედ აღიქვამენ.

ჟირინოვსკის განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით რეალური, თუმცა სარკასტულია. კომენტარის გარეშე ინფორმაციის კოორდინირებული გავრცელება შეცდომაში შემყვანია, აქცენტი კეთდება სათაურზე “ჟირინოვსკი – სააკაშვილს: შენს გასათავისუფლებად ყველა ზომას მივმართავთ” და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვლადიმირ ჟირინოვსკი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს და მისი პატიმრობიდან გათავისუფლება სურს.

2021 წლის 1 ოქტომბერს ვლადიმერ ჟირინოვსკიმ Telegram-ის საკუთარ არხზე მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა. ჟირინოვსკი პოსტს ირონიით აქვეყნებს, ინფორმაცია ქართულ მედიაში ინტერპრესნიუსმაც გააშუქა. ინტერპრესნიუსის სტატიაში აღნიშნულია, რომ ჟირინოვსკი პოსტს სარკასტულად წერს. kvira.ge-ს და gtmedia.ge-ს მასალებში ჟირინოვსკის პოსტის სარკასტული ხასიათის შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო “ქართული ოცნების” წევრებისა და მხარდამჭერების მიერ ამ ინფორმაციის გაზიარებამ მკითხველში შექმნა შთაბეჭდილება, რომ ჟირინოვსკი და სააკაშვილი მოკავშირეები არიან.
"

პოსტში ჟირინოსვკი წერს:

“სააკაშვილის დაკავების საკითხზე.
მიშიკო, რატომ წახვედი თბილისში? რატომ არ მოხვედი მოსკოვში? ჩვენ ЛДПР  ყველა ზომას მივიღებთ თქვენი გათავისუფლებისთვის. თუმცა მანამდე, მიშა, გაუძელი. მე ვიცი, რა მენიუ მოამზადა საქართველოს ხელისუფლებამ თქვენი ჩამოსვლისთვის:  დამპალი თევზის კუდების წვნიანი, კარტოფილის ნარჩენების პიურე და  პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ფხვნილის კისელი.
და გაიხსენე, როგორ კარგად ჭამდი … მაგრამ, როგორც ჩანს, დაგავიწყდა ერთი კარგი სიმღერა: «Ешь ананасы, рябчиков жуй – день твой последний приходит, буржуй!»  ეს არის შენი დასასრული, მიშა.
შეგეძლო მშვიდად გეცხოვრა მოსკოვში, შევხვედროდი იანუკოვიჩს, ნარდი გეთამაშა ძველი არბატის ქუჩაზე, მაგრამ შენ გადაჭარბებულმა სიხარბემ შეგაწუხა.
მაგრამ ЛДПР შენთანაა, ჩვენ გადაგარჩენთ!”

ჟირინოვსკის კომენტარი რუსულ მედიაშიც გავრცელდა და აღინიშნა, რომ რუსი პოლიტიკოსი სააკაშვილის დაკავებას ხუმრობით ეხმიანება. 1 ოტომბერს სტატიები შემდეგ გამოცემებში დაიწერა:

  •  ria.ru– Жириновский отшутился на тему задержания Саакашвили (ჟირინოვსკიმ სააკაშვილის დაკავების თემაზე იხუმრა)
  •  lenta.ru- Жириновский обратился к Саакашвили фразой «Вот и конец твой, Миша» (ჟირინოვსკი სააკაშვილს მიმართავს ფრაზით “ეს არის შენი დასასრული, მიშა”)
  •  Mk.ru– Жириновский в шутку пообещал принять все меры к освобождению Саакашвили (ჟირინოვსკი ხუმრობით პირდება, რომ ყველა ზომას მიიღებს სააკაშვილის გასათავისუფლებლად)

""

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist