რა თქვა რეალურად პრინცმა ჩარლზმა კლიმატის ცვლილების სამიტზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

15
VIEWS

1 ნოემბერს ფეისბუქ-პროფილმა “ლილუ ლილუ” 2021 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე უელსის პრინცის, ჩარლზის, მოხსენებიდან ვიდეო ფრაგმენტი გამოაქვეყნა. პოსტის ავტორი აღწერაში უთითებს, რომ “კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე პრინცი ჩარლზი ამტკიცებს, რომ ფუნდამენტური ეკონომიკური გადასვლისთვის საჭიროა “მსხვილი სამხედრო კამპანია””.

"
“ლილუ ლილუს” პოსტი მცდარია,  რადგან ის პრინც ჩარლზის გამოსვლის ვიდეოფრაგმენტში ნათქვამ სიტყვებს არაზუსტად გადმოსცემს და ნათქვამის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს. პრინცი ჩარლზი, მსხვილ სამხედრო კამპანიას მართლაც ახსენებს, თუმცა მხოლოდ მეტაფორული დატვირთვით, რაც პირდაპირი გაგებით მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის სამხედრო სტრატეგიის შემუშავების საჭიროებას არ გულისხმობს.

რეალურად, როგორც კონფერენციაზე პრინცი ჩარლზის გამოსვლის სრული ვერსიიდან ირკვევა, იგი მსოფლიო ლიდერებს თანამედროვე კლიმატურ გამოწვევებთან ბრძოლაში ერთობლივი და დაუყოვნებლივი ჩართულობისკენ მოუწოდებს, რათა დროულად იქნას ზომები მიღებული ატმოსფეროს დაბინძურებით გამოწვეული საგანგაშო საფრთხეების ასარიდებლად.

ის გამოსავალს პრობლემის გლობალურ დონეზე გადაწყვეტაში ხედავს, რისთვისაც განსაკუთრებულ ყურადღებას ეკონომიკის ისეთ ფუნდამენტურ ტრანსფორმაციაზე ამახვილებს, რომელიც ნებისმიერი სექტორის ინდუსტრიას, წარმოებაში ჭარბად მოხმარებული წიაღისეული საწვავი ენერგიის განახლებადი წყაროებით ჩანაცვლების საშუალებას მისცემს.

თავად “ლილუ ლილუს” მიერ მოყვანილ მონაკვეთში

ჩარლზი აღნიშნავს, რომ ხსენებული ცვლილების დანერგვისთვის ნიადაგის მომზადება უდიდეს ხარჯებთან არის დაკავშირებული მაშინ, როცა ბევრ ქვეყანას მზარდი ვალი აწევს ტვირთად.

როგორც მომხსენებელი შემდგომში უფრო დეტალურად განმარტავს, საჭირო ფინანსების მოძიებასთან დაკავშირებული დაბრკოლებები რომ აღმოიფხვრას, აუცილებელია კერძო სექტორისთვის მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, რაც ძალების ერთობლივი მობილიზებითა და გამოწვევების წინააღმდეგ მასშტაბური “დარაზმვით” მიიღწევა.

კლიმატური პრობლემების პრევენციის სამოქმედო გეგმა, რომელსაც პრინცი ჩარლზი გვთავაზობს, მსხვილი სამხედრო კამპანიის მსგავს ფართომასშტაბიან და გრძელვადიან სტრატეგიულ მოქმედებათა ერთობლიობას მოიაზრებს. შესაბამისად, პრინცი ჩარლზი ძირეული ეკონომიკური გარდაქმნისთვის უშუალოდ სამხედრო ზომების მიღების აუცილებლობაზე კი არ საუბრობს, როგორც ამას პოსტის ავტორი ამტკიცებს, არამედ მხოლოდ პარალელს ავლებს სამხედრო კამპანიასთან, რათა ხაზი გაუსვას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარი მოწოდების მნიშვნელობას.

პრინცი ჩარლზი: “ჩემი მოწოდება დღეს არის ის, რომ ქვეყნები გაერთიანდნენ, რათა შექმნან გარემო, რომელიც საშუალებას იძლევა ინდუსტრიის ყველა სექტორმა საჭირო ქმედებები განახორციელოს. ამას არა მილიარდობით, არამედ ტრილიონობით დოლარი დასჭირდება. ასევე ვიცით, რომ ქვეყნებს, რომელთაგან ბევრი ვალის მძიმე ტვირთს ატარებს, უბრალოდ მწვანე ენერგიაზე გადასვლის რესურსი არ აქვთ. აქ ჩვენ გვჭირდება ფართო, სამხედრო სტილის კამპანია, რათა მოხდეს გლობალური კერძო სექტორის ძალის მობილიზება.”

გამოსვლის დროს პრინცმა ჩარლზმა კიდევ ერთი მსგავსი შედარება გამოიყენა, როდესაც თქვა, რომ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად განსაკუთრებული მზადყოფნაა საჭირო:

პრინცი ჩარლზი: “კლიმატის ცვლილება პანდემიაზე უფრო დიდ ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ, შეიძლება ითქვას, რომ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა ვიყოთ”.


მოამზადა ნინო მაღრაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist