რა თქვა რეალურად მერილენდის შტატის გუბერნატორის მრჩეველმა ვაქცინირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

25
VIEWS

სოციალურ ქსელში ფეისბუქ გვერდებისა და მომხმარებლების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერილენდის შტატის გუბერნატორის მრჩეველმა და CDC-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ რედფილდმა განაცხადა, რომ მერილენდის შტატში ბოლო 6-8 კვირაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 40%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებული იყო, რაც ვაქცინის არაეფექტიანობაზე მიანიშნებს.

აღნიშნული ინფორმაცია ლევან ვასაძესთან აფილირებულმა გამოცემა ალტ-ინფომ,ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ და ფეისბუქ გვერდმა კორონავირუსი გამოაქვეყნეს, ხოლო ფეისბუქ მომხმარებელმა ქართველი და ბნელი დაწერა, რომ შტატში აცრილთა 40% გარდაიცვალა.

"

რობერტ რედფილდის ციტატა სრული კონტექტის გარეშე ვრცელდება. რეალურად, რედფილდმა მერილენდის შტატში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობის შესახებ არა ვაქცინების არაეფექტიანობის საჩვენებლად, არამედ ბუსტერ დოზების აუცილებლობის საილუსტრაციოდ ისაუბრა. 

ვაქცინაციის ეფექტიანობაზე მეტყველებს ის, რომ მერილენდში კორონავირუსით სრულად ვაქცინირებული ადამიანების 0.80%-ზე ნაკლები დაინფიცირდა.

  • რობერტ რედფილდი არა ვაქცინების არაეფექტიანობაზე, არამედ ბუსტერ დოზების აუცილებლობაზე საუბრობდა

Fox News-თან რობერტ რედფილდის 18 ოქტომბრის ინტერვიუს ეს ფრაგმენტი სრული კონტექსტის გარეშე გავრცელდა. რეალურად რედფილდი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად ამერიკელი პოლიტიკოსის კოლინ პაუელის გარდაცვალებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზების გაკეთება სასწრაფო და აუცილებელია. სწორედ ამ კონტექსტში იმის საილუსტრაციოდ, რომ უკვე მხოლოდ სრულად ვაქცინაცია საკმარისი არ არის, მან მერილენდის შტატში ბოლო 6-8 კვირაში გარდაცვლილთა შორის ვაქცინირებულთა პროცენტული წილი ახსენა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მაღალი რისკის ჯგუფებში ბუსტერ დოზების გაკეთება შექმნილი იმუნიტეტის შესანარჩუნებლად აუცილებელია.

რობერტ რედფილდი, მერილენდის შტატის გუბერნატორის მრჩეველი: “ძალიან მნიშვნლოვანია, რომ იმუნიტეტი შევინარჩუნოთ, მგონია, რომ რეიმუნიზაციის აუცილებლობას ვერ აღვიქვამთ. ხშირად ხალხი ფიქრობს, რომ სრულად ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება იშვიათია, მე გუბერნატორი ჰოგანის უფროსი მრჩეველი ვარ და ბოლო 6-8 კვირაში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 40%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებული იყო. ამიტომ 65+ წლის ადამიანებს და 16-65 წლის ადამიანებს, რომლებსაც რამდენიმე დაავადება აქვთ, ბუსტერ დოზები უნდა გაუკეთდეთ და იმედს ვიტოვებ, რომ მოდერნას ვაქცინების შემთხვევაშიც CDC და FDA ამ პროცესს დააჩქარებენ.”

  • სრულად ვაქცინირებული მერილენდელების 0.80%-ზე ნაკლები მოგვიანებით კორონავირუსით დაინფიცირდა

კორონავირუსის გავრცელებასთან და მის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მერილენდის შტატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ მერილენდში სრულად ვაქცინირებულ ადამიანში კორონავირუსით რეინფიცირების პირველი შემთხვევა 2021 წლის 26 იანვარს დაფიქსირდა. ამ დღიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით კორონავირუსით სრულად ვაქცინირებული მერილენდელების მხოლოდ 0.80%-ზე ნაკლები დაინფიცირდა.

"
ფოტოზე: სრულად ვაქცინირებულ მერილენდელთა (ლურჯი) შორის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები (ყვითელი) წყარო: coronavirus.maryland.gov

ვებ-გვერდის მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში, როდესაც შტატში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს შორის კორონავირუსით გარდაცვალების 295 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ პანდემიის განმავლობაში კორონავირუსს 10 623 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სრულად ვაქცინირებულთა კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები პანდემიის განმავლობაში გარდაცვალების სრული მაჩვენებლის დაახლოებით 2%-ს წარმოადგენს.

"ფოტოზე: ვაქცინირებულთა რაოდენობა მერილენდის შტატში სხვადასხვა პერიოდში წყარო: coronavirus.maryland.gov

აღსანიშნავია ისიც, რომ მერილენდის შტატში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანებიდან ყველაზე მეტი 60+ ადამიანებზე მოდის, ვინაიდან ყველაზე ხშირად თანმხლები დაავადებები სწორედ ასაკოვან ადამიანებს აქვთ.  კორონავირუსით გარდაცვლილი ამერიკელი პოლიტიკოსი კოლინ პაუელიც ამ კატეგორიის ადამიანებს განეკუთვნებოდა. 84 წლის პაუელი მართალია, სრულად იყო ვაქცინირებული, თუმცა ონკოლოგიური პაციენტი იყო და მრავლობით მელიომას ებრძოდა.

"
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ მერილენდში ბოლო 6 თვის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მნიშვნლოვნად იკლო, მაგალითად, 25 ოქტომბერს გარდაცვალების ბოლო 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 13-ს შეადგენდა, როცა, მაგალითად, 27 მაისს, როდესაც ვაქცინირებულთა რაოდენობა ბევრად ცოტა იყო, ეს რიცხვი 91-ს შეადგენდა.

"

28 ოქტომბრის მონაცემებით მერილენდის ზრდასრული მოსახლეობის 86.1% ერთი დოზით მაინცაა აცრილი.

"


მოამზადა მარიამ დანგაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist