რა თქვა რეალურად ამირან გამყრელიძემ კოვიდით გარდაცვალების შემთხვევებზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

27
VIEWS

9 აგვისტოს ლევან ვასაძის პარტიის და მასთან დაკავშირებული მედია პლატფორმის ალტ-ინფოს მხარდამჭერმა ბექა ვარდოსანიძემ გაავრცელა პოსტი, რომელშიც ის ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ აღიარა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია სათაურით “საქართველოში ერთჯერადად აცრილი 13, მეორე დოზით აცრილი კი – 2 ადამიანია გარდაცვლილი” გამოქვეყნდა “მედიაცენტრი მთავარის” ვებ-გვერდზეც. მასალაში მოყვანილია ამირან გამყრელიძის ციტატა: „ერთჯერად აცრილებში გვქონდა 12 და, თუ არ ვცდები, დაემატა ლეტალური გამოსავლით შემთხვევა. ორჯერადად აცრილებში, კვლევაში, ე.წ. ვერბალურ აუტოპსიაში გვყავს 2 ადამიანი, რომელიც ჯერ არ არის დაზუსტებული” და ამ ციტატის პერიფრაზი. მასალის სქრინი ჯგუფში “კოვიდ ფაშიზმის საწინააღმდეგო მოძრაობა” ანტივაქსერმა შორე შანიძემ გააზიარა.

 

;;
ბექა ვარდოსანიძის პოსტი დეზინფორმაციულია, ხოლო “მედიაცენტრ მთავარის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ციტატა არასრულია და კონტექსტის გარეშე შეცდომაში შემყვანია. რეალურად ამირან გამყრელიძე არა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შედეგად, არამედ ვაქცინირებულ პირებში კორონავირუსით დაავადების შედეგად დაფიქსირებულ გარდაცვალების შემთხვევებზე საუბრობდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ მოკვლევა, რომელზეც ამირან გამყრელიძე საუბრობდა, კოვიდით გარდაცვალების შემთხვევებზე მიმდინარეობს.

9 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბიფინგზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციის დაზუსტებას, თუ რამდენად რეალურია ცნობები ორჯერადად აცრილი ადამიანების დაღუპვის და დაინფიცირების შესახებ. კითხვის პასუხად ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ინფექცია აცრილ ადამიანს შეიძლება დაემართოს და რამდენიმე შემთხვევას იკვლევენ:

ამირან გამყრელიძე: “აცრილ ადამიანს შეიძლება დაემართოს კოვიდ ინფექცია, ამ ჩვენი კვლევით დადგენილია, რომ ერთჯერადად აცრილებში ეს არის დაახლოებით 0.9%, ორჯერადად აცრილებში ეს არის 0.3%. ასევე, შესაძლებელია, სამწუხაროდ გვაქვს ერთჯერადად აცრილებში, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ გვქონდა 12 და თუ არ ვცდები დაემატა ერთი ლეტალური გამოსავლის შემთხვევა, ორჯერად აცრილებში ჩვენ კვლევაში, ე.წ. ვერბალურ აუტოპსიაში გვყავს ორი ადამიანი, რომელიც ჯერ არ არის დაზუსტებული”.

შესაბამისად, ციტატაში, რომელიც “მედიაცენტრი მთავარის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, კონტექსტის გარეშე არის მოყვანილი ამირან გამყრელიძის განცხადების ნაწილი, რომელშიც ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა შორის კოვიდ ინფექციით დაავადების შედეგად გარდაცვალების შემთხვევებზე საუბრობდა და არა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შედეგად გარდაცვალებაზე, როგორც ეს ბექა ვარდოსანიძის პოსტშია ნათქვამი.

ამ საკითხზე “მითების დეტექტორი” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ მიმდინარეობს მოკვლევა ორი ადამიანის კოვიდ ინფექციით გარდაცვალებაზე, რომლებიც ორჯერადად იყვნენ აცრილი.

კვლევა, რომელზეც ამირან გამყრელიძე საუბრობდა, 2021 წლის 15 მარტიდან 15 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში ვაქცინაციის შედეგად გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევა დადასტურებული არ არის. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში 2 დოზით აცრილთა შორის Covid-19-ით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ერთი დოზით აცრილთა შორის კორონავირუსით გარდაცვალების ხვედრითი წილი დაავადებით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაში კი 0.22%-ს შეადგენს. მინიმუმ ერთი დოზით აცრილ კოვიდ ინფიცირებულთა შორის ლეტალობის მაჩვენებელი 0.99%-ია, რაც ქვეყნის მასშტაბით ამავე პერიოდში კოვიდით დაავადებულთა შორის ლეტალობის მაჩვენებელზე (2.16%) ნაკლებია.

ამირან გამყრელიძის თქმით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ აცრა, განსაკუთრებით ორჯერადად აცრა, ადამიანებს ჰოსპიტალიზაციისაგან, გართულებისაგან და სიკვდილისაგან იცავს.

ყალბი ცნობები ვაქცინირებული ადამიანების გარდაცვალების შესახებ “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა:


MCM-ის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist