რა თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა 5G-ისა და Huawei-ს შესახებ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

აფწსფ
425
VIEWS

4 მაისს News Front Georgia-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით ,,აშშ-ის თავდაცვის მინისტრს წამოსცდა – ,,5 ჯი” შესაძლოა, დამანგრეველი მოქმედების იყოს”. სტატიაში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მარკ ესპერის განცხადებაზეა საუბარი, რომელიც 5G მობილურ ქსელსა და ჩინური კომპანია Huawei-ს ეხება. სტატიაში მოყვანილია ესპერის ციტატაც, რომლის თანახმადაც ესპერი ამბობს, რომ “ჰუავეი და 5 G ქსელი არის მნიშვნელოვანი მაგალითი, რომლითაც ჩინეთი ცდილობს საზიანო, დამანგრეველი მოქმედებების განხორციელებას“

იგივე ინფორმაცია 4 მაისს იდენტური სათაურებით “რა შუაშია 5G ქსელი და „ჰუავეი“ პანდემიასთან? – აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადება” გამოაქვეყნეს ალიამ და მარშალპრესმა.

"'

"

News Front Georgia-ს სათაური, თითქოს მარკ ესპერს 5G მობილური ქსელის ზიანის შესახებ წამოცდა, მანიპულაციურია და შეცდომაში შეყავს. News Front Georgia-ს სათაური თავად სტატიაში მოცემულ ინფორმაციას არ პასუხობს. News Front-მა მკითხველს ესპერის ინტერვიუდან 5G-სა და ჰუავეიზე განცხადება სათაურში დამახინჯებულად და კონტექსტიდან ამოგლეჯილად მიაწოდა, რითაც კორონავირუსის და 5G-ს შესახებ შეთქმულების თეორიების გაძლიერებას შეუწყო ხელი.

რეალურად, ესპერმა 5G-ს შესახებ ჩინური კომპანიების კონტექსტში ისაუბრა და საფრთხეები არა ახალი თაობის მობილურ ქსელში, არამედ ჩინურ ინფრასტრუქტურაში დაინახა. გაზეთ La Stampa-სთან ინტერვიუში, რასაც როიტერიც ავრცელებს, ესპერმა თქვა, რომ 5G ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ჩინურ მომწოდებლებზე დამოკიდებულებამ, შესაძლოა შეფერხების, მანიპულაციებისა და ჯაშუშობის რისკები გამოიწვიოს.

მარკ ესპერი: “აშშ-სთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი ქვეყანა პანდემიას კრიტიკული მნიშვნელობის ინდუსტრიასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისთვი გამოიყენებს, რასაც გრძელვადიან პერიოდში უსაფრთხოებაზე ექნება ეფექტი…პოტენციური მოწინააღმდეგე საკუთარ ინტერესებს წინ დააყენებს და NATO-სა და ევროკავშირში განხეთქილებას გამოიწვევს… ჰიავეი და 5G ჩინეთის მხრიდან ასეთი დამანგრეველი საქმიანობის მნიშვნელოვანი მაგალითია.”

5G-ის შესახებ კონსპირაციები შეცდომაში შემყვანი სათაურით მანამდეც გავრცელდა. 25 აპრილს “ქართულმა აზრმა” მკითხველი შეცდომაში მანიპულაციური სათაურით შეიყვანა, როდესაც წერდა, თითქოს ბრიტანეთმა უარი არა ჰუავეის, არამედ მთლიანად 5G-ს პროექტს უთხრა. ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაცია.

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist