რა სურს პუტინს და რა უკრაინელ ხალხს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

37
VIEWS

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია, Россия-1-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ვლდიმირ პუტინმა თქვა, რომ უკრაინელების სულ მცირე 50%-ს NATO-ში შესვლა არ სურს .

ვლადიმირ პუტინი, რფ პრეზიდენტი: უკრაინის მოქალაქეების მინიმუმ 50%-ს არ სურს ქვეყნის ნატოში შესვლა. ეს ჭკვიანი ხალხია. ამას ირონიის გარეშე ვამბობ. არა იმიტომ, რომ სხვები სულელები არიან. არამედ იმიტომ, რომ მათ, ვისაც არ სურთ [ნატოში შესვლა] ესმით, რომ მათ არ სურთ ცეცხლის ხაზზე ყოფნა. არ სურთ იყონ საზარბაზნე ხორცი.

ვლადიმირ პუტინის განცხადება მანიპულაციურია. რეალურად, უკანასკნელი კვლევის მიხედვით, უკრაინის მოსახლეობის 48% მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას, წინააღმდეგი კი მხოლოდ 28%-ია.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომ უკრაინის მოქალაქეთა მინიმუმ 50%-ს ნატოში გაწევრიანება არ სურს, მანიპულაციურია. ერთ-ერთი ბოლო კვლევა ამ საკითხზე 2021 წლის მარტში საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოაქვეყნა. კითხვაზე, “ხვალ რომ რეფერენდუმი ჩატარდეს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, რას მისცემდით ხმას?” პასუხები კი ასე გადანაწილდა:

  • 48% – ხმას მისცემდა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას
  • 28% – ხმას მისცემდა ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ
  • 13% – პასუხის გაცემა უჭირს/პასუხი არ აქვს
  • 11% – რეფერენდუმში მონაწილეობას  არ მიიღებდა.

მანიპულაციურია მტკიცება, რომ ბოლო ორი კატეგორიის წარმომადგენლებს, გამოკითხულთა 23%-ს ნატოში გაწევრიანება არ სურთ.

ამაზე მიუთითებს კიდევ ერთ გამოკითხვა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში უკრაინულმა ინსტიტუტმა მომავლისათვის (UIF) New Image Marketing Group-თან ერთად ჩაატარა. გამოკითხვის შედეგები ასეთია:

  • 43% – სრულად უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას
  • 21% – ნაწილობრივ უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას
  • 7% – ნაწილობრივ ეწინააღმდეგება ნატოში გაწევრიანებას
  • 12% – სრულად ეწინააღმდეგება ნატოში გაწევრიანებას.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიამდე და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერამდე, სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ ჩატარებულ გამოითხვებში ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა პროცენტული მაჩვენებელი 50%-ს მართლაც აღემატებოდა. მაგალითისათვის 2009 წელს, Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 51% ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, მომხრე კი – 28%.

თუმცა, 2014 წლის შემდეგ ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა. IRI-ს კვლევაში მოცემულია გასულ წლებში ამავე კითხვაზე მიღებული პასუხების პროცენტული მაჩვენებლები, საიდანაც ჩანს, რომ ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა მაქსიმალური რაოდენობა 2014 წლის მარტში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ 43% იყო, მას შემდეგ კი 40%-ს არ აღემატება.

1

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, რუსეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist