რა სურს ანა დოლიძეს – ომი რუსეთთან თუ სოციალურ პრობლემებთან?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

552
VIEWS

2 აგვისტოს ფეისბუქ გვერდმა “New Neu Novo Nuovo Nouveau Новый ახალი” პარტია “ანა დოლიძე – ხალხისთვის” ლიდერის ანა დოლიძის ვიდეო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: “რა თქმა უნდა. რუსეთთან ომის დაწყებას ცდილობენ ომის პარტიები. მაგრამ არ გამოუვათ. რუსეთი ჩვენი ისტორიილი მეგობარია.” ვიდეოში ანა დოლიძის შემდეგი ციტატა ისმის: “რომ გვეკითხებიან, ვიღაცებს ეკითხებიან, მე არ მეკითხებიან, მაგრამ “ომი გინდათ?” ომი გვინდა.”

ანა დოლიძის ციტატა ისეა დამონტაჟებული, რომ მის ნათქვამს, აზრი აქვს შეცვლილი. რეალურად, ვიდეოს სრულ ვერსიაში ის სხვადასხვა სოციალური პრობლემების წინააღმდეგ ომის სურვილზე საუბრობს და არა რუსეთის წინააღმდეგ ომის.

ანა დოლიძე 28 ივლისს ტვ პირველის გადაცემაში “რეაქცია” სტუმრად იმყოფებოდა. გავრცელებული ვიდეო სწორედ ამ გადაცემიდანაა ამოჭრილი. ანა დოლიძე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ საუბრობდა, სწორედ ამ კონტექსტში მან უპასუხა შეკითხვას “ომი გინდათ?” და განაცხადა, რომ მას ომი სიღრებესთან და სხვა სოციალურ პრობლემებთან სურს. 

ანა დოლიძე, პოლიტიკოსი: “პირველად მაქვს შესაძლებლობა, ამხელა ეთერში ვუპასუხო მათ, რომ გვეკითხებიან, ვიღაცებს ეკითხებიან, მე არ მეკითხებიან, მაგრამ “ომი გინდათ?” ომი გვინდა, ოღონდ ომი გვინდა რასთან იცი? ომი გვინდა შიმშილთან, ომი გვინდა ბავშვების სიღარიბესთან, ომი გვინდა გაზრდილ სოციალურ დაუცველობასთან, ომი გვინდა, ომი გვინდა გაუნათლებლობასთან და სიბნელესთან, წერა-კითხვის ცოდნაში ჩამოვრჩებით ყველას: მოლდოვას, რუსეთს, ყაზახეთს და უზბეკეთს, ყველას, ომი გვინდა სიღარებისთან, რომელიც საქართველოშია, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა გაიზარდა. ომი გვინდა უსამართლობასთან, ის მოსამართლე, რომელიც დღეს ასამართლებს სააკაშვილს, იგივე მოსამართლეა, რომელმაც გაასამართლა გირგვლიანი და რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს გაასამართლებს იმიტომ, რომ ეს ადამიანები მარტო ფულის ტომრებისთვის არიან თავის ადგილას, აი, ამასთან გვინდა ომი. და რა სახელმწიფო შეგვიქმნა ბიძინა ივანიშვილმა?! ნებისმიერ დღეს, როცა საქართველოს მოქალაქე არ გადაიხდის ლარს დასუფთავებისთვის, მას დატოვებენ გაზისა და შუქის გარეშე და ბიძინა ივანიშვილი შეწუხდა, როცა მას გაუჩერეს 500 მილიონი”. 

დოლიძემ მოკლე ვიდეო, სადაც ამ კომენტარს აკეთებს თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეც გამოაქვეყნა. პოლიტიკოსის ფეისბუქზე ამ ციტატის ქარდიც გამოქვეყნდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist