რა სქემით გავრცელდა ამერიკელი ექთნის გარდაცვალებაზე ყალბი ცნობები ვირუსულად?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

1k
VIEWS

20 დეკემბერს ფეისბუკ გვერდმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც ამტკიცებს, რომ ამერიკელი ექთანი ტიფანი დოვერი, რომელმაც 17 დეკემბერს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარა და რამდენიმე წუთში გული წაუვიდა, გარდაიცვალა. პოსტი ეყრდნობა ამერიკული საიტი SearchQuarry-ის მონაცემებს, სადაც ჩანს, რომ ალაბამაში მცხოვრები 30 წლის ტიფანის დოვერის სიკვდილის ცნობა მზადაა.

;

;

;

ამერიკელი ექთნის ტიფანი დოვერის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობა არ დასტურდება. 21 დეკემბერს CHI Memorial-ის კლინიკამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის თავის კოლეგებთან ერთად იმყოფება. ერთადერთი წყარო, რომელიც გარდაცვალების შესახებ ვირუსულად გავრცელებულ დეზინფორმაციას ადასტურებდა  SearhQuarry.com, რომელიც არასანდო საჯარო ბაზაა და მონაცემებს მხოლოდ თანხის სანაცვლოდ გასცემს. ტიფანი დოვერის გარდაცვალების შესახებ სპეკულაციები კლინიკაში ვაქცინაციის დროს მის გულის წასვლას მოჰყვა, რაც მანიპულაციურად ვაქცინაციას დაუკავშირდა.

ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ თავდაპირველად აშშ-ში გავრცელდა, ტვიტერის მომხმარებლები მედდის ფეისბუქ გვერდზე დაყრდნობით მის შესახებ დეტალებს იძიებდნენ. ტიფანი დოვერის ფეისბუქ ანგარიში ამჟამად აღარ არის ხელმისაწვდომი, საცხოვრებელ ადგილად მას ალაბამას ქალაქი Hidgon ჰქონდა მითითებული, სრულ სახელად და გვარად კი Tiffany Pontes Dover. თავდაპირველად SearchQuarry-ის საიტი Hidgon-ში მცხოვრები 30 წლის ტიფანი დოვერის სახელზე სიკვდილის ცნობას მართლაც აჩვენებდა, ასევე მოცემული იყო მისი ნათესავების ჩამონათვალიც, ვინც მის ფეისბუქ მეგობრების ნუსხაშიც იძებნებოდა.

 ;;

ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ინფორმაციის გადამოწმებისას აღმოაჩინა, რომ SearchQuarry დოკუმენტის მიწოდებაში თანხის გადარიცხვას ითხოვდა, გადახდის შემდეგ კი არა კონკრეტულად მითითებულ სიკვდილის ცნობას, არამედ მოქალაქე ტიფანი დოვერის შესახებ ზოგად დოკუმენტს იძლეოდა.

;;

;

მნიშვნელვანია, რომ საიტზე ტიფანის სიკვდილის ცნობა მისი და მისი ქმრის გვარით იძებნებოდა (Tiffany Pontes, Tiffany Dover), თუმცა ნათესავების ჩამონათვალი, ასაკი და საცხოვრებელი ადგილი იდენტურია, რაც გვაფიქრებინებს, რომ მონაცემები ერთ ადამიანს ეკუთვნის.

;

აღსანიშნავია, რომ Tiffany Dover-ის სიკვდილის ცნობის ანალოგიურად, საიტიდან ტიფანი დოვერის სახელზე გაცემული დაპატიმრების ცნობის მოპოვებაც  ისევე იყო შესაძლებელი, როგორც მისი ქმრის(Dustin Dover) გარდაცვალების.

;;

უფასო ვერსიაში საიტი დამატებით და დეტალურ ინფორმაციას თითოეული ამ ცნობის გაცემის თარიღის შესახებ არ გვაწვდის და სხვადასხვა რაოდენობის თანხის გადახდას გვთავაზობს.

იმის გათვალისწინებით, რომ შაბათ-კვირას ტიფანის გარდაცვალების შესახებ ყალბი ცნობები ვირუსულად გავრცელდა, ორშაბათს 21 დეკემბერს CHI Memorial-ის კლინიკამ, რომელშიც ტიფანი დოვერი მუშაობს, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ტიფანი თავის კოლეგებთან ერთად დგას, კლინიკამ აღწერაში დაურთო, რომ ის კარგადაა და კოლეგები მას მხარს უჭერენ. Associate Press-თან საუბრისას კლინიკის კომუნიკაციების ვიცე პრეზიდენტმა ლიზა მაკალსკეიმ დაადასტურა, რომ ტიფანი ცოცხალი იყო და ორშაბათს თავის ცვლაში მუშაობდა.

;

მას შემდეგ, რაც ტიფანი დოვერის  სიცოცხლის დამადასტურებლად CHI_Memorial-ის საავადმყოფომ ვიდეო გაავრცელა, SearchQuarry-ზე ტიფანი დოვერის სიკვდილის ან დაკავების ცნობა ცალ-ცალკე აღარ იძებნება, არამედ საიტი თანხის სანაცვლოდ ყველა ჩანაწერის მიღებას (Public report) ერთიანად გვთავაზობს, საიტზე ვკითხულობთ, რომ ამ ტიპის ჩანაწერები მოიცავს სხვადასხვა ინფორმაციას, მათ შორის, კრიმინალის, ოჯახური ძალადობის, ტელეფონის ნომრების და სხვა დეტალების შესახებ. თუმცა გარდაცვალების ცნობა ნახსენები აღარაა.

;

რაც შეეხება SearchQuarry-ს, მის მისიის განაცხადში ვკითხულობთ, რომ ის აშშ-ს საჯარო მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით შექმნილი ონლაინ რესურსია, რომელიც მომხამრებლებს სთავაზობს, უფასოდ მოძებნონ აშშ-ს მოქალაქეებთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, ადამიანის დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, გაყრის, ფინანსური მდგომარეობის, დაკავების ცნობები, მართვის მოწმობა და სხვა.

;

თუმცა, მოძიების შემდეგ დოკუმენტებზე წვდომა მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგაა შესაძლებელი. საიტი ვიზიტორებს სხვადასხვა რაოდენობის თანხის გადახდის არჩევანს სთავაზობს. SearchQuarry არსად აცხადებს, რომ ის ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს. ინტერნეტში ხშირად ხვდება SearchQuarry-ის შესახებ უარყოფითი კომენტარები. Better Business Bureau მიზნად ისახავს ერთამანეთთან დააკავშიროს ბიზნესები და მათი უკმაყოფილო მომხმარებლები, სწორედ ამ პლატფორმაზე მოხვდა SearchQuarry-ის ფასიანი მომსახურებით იმედგაცრუებული რამდენიმე ათეული ვიზიტორის კომენტარი. მათი უმეტესობა აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც საიტმა უჩვენათ, რომ მათთვის საინტერესო ადამიანზე მონაცემებს ფლობდა, თანხა გადაიხადეს დოკუმენტაციის გასახსნელად, თუმცა გადარიცხვის შემდეგ სასურველი დოკუმენტი აღარ იძებნებოდა. თითოეული ასეთი გამოცდილების მქონე მომხამრებელს პასუხად SearchQuarry თანხის დაბრუნებას სთავაზობს.

ტიფანი დოვერმა კორონავისურსის საწინააღმდეგო ვაქცინა 17 დეკემბერს გაიკეთა და WRCB TV-ის ეთერით მაყურებლებმა ტიფანის და კიდევ 4 სამედიცინო მუშაკის აცრა იხილეს. ტიფანი დოვერს გული ვაქცინაციიდან რამდენიმე წუთში წაუვიდა, მოგვიანებით თავადაც განმარტა, რომ მას ტკივილზე გაძლიერებული რეაქცია აქვს და ასე ადრეც დამართია. საზოგადოებაში ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ანტივაქსარების მიერ ვიდეო მანიპულაციურად მალევე გავრცელდა. კლინიკამ, სადაც ტიფანი მუშაობს, 19 დეკემბერს გააკეთა განცხადება, რომ ის თავს კარგად გრძნობდა და საკუთარი თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის პირადი სივრცის დატოვებას ითხოვდა.

;

დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ვებ-გვერდზე ვაქცინაციის შემდეგ გონების დაკარგვასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ეს მოვლენა იშვიათი არაა  და შესაძლოა სხვა ვაქცინების გაკეთების შემდეგაც მოხდეს და მას ძირითად შემთხვევაში შფოთვა ან ტკივილი იწვევს.


 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist