რა შეტყობინებს იღებენ რუსეთში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოყოფილ 10 მილიონზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დვს
90
VIEWS

მომზადებულია meduza.io-ს მასალის მიხედვით.

რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობამ მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ახლადგამოცხადებული “ჯილდო სამართლიანობისთვის” (RFJ) შესახებ, რომელიც 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისაა. აღნიშნული ჯილდო განსაზღვრულია ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება აშშ-ს იმ ჰაკერების იდენტიფიცირებასა და მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრაში, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ეცდებიან. შეტყობინებების შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა TJournal ავრცელებს.

"

აღსანიშნავია, რომ სოციალური მედიაში რუსმა მომხმარებლებმა მსგავსი შეტყობინებების ფოტოს გამოქვეყნება 6 აგვისტოდან დაიწყეს, მას შემდეგ რაც წინა დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯილდოს შესახებ განაცხადა. მესიჯების შესახებ ადგილობრივ მედია საშუალებებშიც დაიწერა, როგორებიცაა, მაგალითად, ეკატერინბურგის It’s My City და ვლადივოსტოკის Vl.ru. Pikabu.ru-ს მიხედვით. მსგავსი გზავნილები მოსახლეობამ რუსეთის ქალაქებში –  სარატოვში, კრასნოდარში, ულიანოვსკში, ჩელიაბინსკში, პერმსა და ტიუმენშიც მიიღო მოსახლეობამ მსგავსი მესიჯები.

ეკატერინბურგის დუმის დეპუტატმა მსგავსი შინაარსის შემცველი გზავნილი ტელეგრამშიც მიიღო პროგრამა CentrSoobsh-ისგან, რომელიც ჩვეულებრივ სპამის ან ფიშინგის შეტყობინებების გაგზავნისთვის გამოიყენება, ნათქვამია Newsru.com-ზე.

ვინ აგზავნის ამ შეტყობინებებს ან არიან თუ არა ისინი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან დაკავშირებული, ჯერ-ჯერობით უცნობია. Vl.ru-ს მიხედვით, ნომერი, რომელმაც ეს ტექსტი დააგზავნა, პასუხს უკან არ ღებულობს. ერთ-ერთმა მკითხველმა It’s My City-ს მკითხველს ისიც უთხრა, რომ მან ორი იდენტური მესიჯი მიიღო, ერთი ინლისურ, ხოლო მეორე რუსულ ენაზე.

"

აღნიშნული მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს თან ახლავს რუსული შემოწმებული ტვიტერის ანგარიშის @RFJ_Russian-ის პოსტის ლინკიც, რომელიც აშშ-ის მიერ გამოცხადებული ჯილდოს შესახებ ინფორმაციას შეიცავს ჰეშტეგით #Election_Reward. აღნიშნული ჰეშტეგით სხვადასხვა ენაზე არსებული მსგავსი პოსტები იძებნება, რომლებიც ასევე გადამოწმებული ტვიტერის ანგარიშების მიერაა დაწერილი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჯილდოს შესახებ განცხადებას იუმორის შემცველი ფეისბუქის პოსტით უპასუხა.

ამერიკული ბიზნეს ტექნოლოგიების ახალი ამბების ვებ-გვერდი ZDNet-ის ცნობით, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი Rewards for Justice პროგრამის ფარგლებში ჯილდოს აწესებს კიბერ საფრთხეების შესახებ ინფორმაციისთვის. მანამდე, 2018 წელს ჩრდილო კორეის სამთავრობო ჰაკერების შესახებ ინფორნაციაზე ჯილდო 5 მილიონი აშშ დოლარი იყო, ხოლო ორ უკრაინელ ჰაკერზე იმავე წელს თითო-თითო მილიონი აშშ დოლარი დააწესეს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist