რა საბაბით დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

449
VIEWS

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ 24 თებერვალს  კრემლისტურმა მედია “ალტ-ინფომ” საგანგებო ეთერში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი გაუშვა, რომელშიც რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა  წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა რამდენიმე მცდარი მტკიცება გააჟღერა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დასაცავად, უკრაინის შეიარაღებული აგრესიის შესაკავებლად დაიწყეს. ამის გარდა, კონაშენკოვის თქმით, მოსკოვი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას არ აპირებს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. 

იგორ კონაშენკოვი:რუს სამხედროებს მაღალი სიზუსტის საშუალებებით მწყობრიდან გამოჰყავთ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, აეროდრომები და ავიაცია, ისინი სარაკეტო იერიშებს უკრაინის ქალაქებზე არ ახორციელებენ და სამოქალაქო მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“.

1 3 რა საბაბით დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი?

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის გავრცელებული მტიცებები სიმართლეს არ შეესაბამება: რუსეთს ომი უკრაინის აგრესიის საპასუხოდ და თვითაღიარებული რესპუბლიკების დასაცავად არ წამოუწყია, პროვოკაციული ქმედებები რუსეთისგან მხარდაჭერილი სეპატარისტების მხრიდან ბოლო კვირების განმავლობაში მუდმივად მიმდინარეობდა, ამასთანავე, კონაშენკოვის მტკიცების მიუხედავად, უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა მაინც განხორციელდა.

24 თებერვალს, გამთენიისას, მოსკოვის დროით 05:55 საათზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვისას გამოაცხადა, რომ დონბასში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანი იმ ადამიანების “დაცვაა”, რომლებიც რვა წლის განმავლობაში კიევის რეჟიმის მხრიდან” “გენოციდს” განიცდიან.  პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების კრემლისადმი მიმართვა უძღოდა, რომელშიც  სეპარატისტები რუსეთს “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში დახმარებას თხოვდნენ. მანამდე კი, 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ე.წ ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

24 თებერვალს, დაახლოებით დილის 5:00 საათიდან უკრაინის სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან, ბელარუსის მხარდაჭერით რუსულმა  ჯარებმა გადმოკვეთეს და უკრაინის ქალაქებსა და კიევის ოლქში სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა დაიწყეს.

ბოლო დღეებში, აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებმა უკრაინის წინააღმდეგ არაერთი პროვოკაცია წამოიწყეს, მაგალითად  17 თებერვალს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც რამდენიმე სამოქალაქო დასახლება, მათ შორის აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქი სტანიცა ლუგანსკაც დაიბომბა და რამდენიმე ჭურვი შენობას მოხვდა.  17 თებერვალს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შესახებ დასავლეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა, მსგავსი პროვოკაციები რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოეყენებინა და სავარაუდოდ, სეპარატისტების მხრიდან მსგავსი თავდასხმები გაგრძელდებოდა. უკრაინამ 18 თებერვალს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევების მკვეთრი ზრდის შესახებ გამოაცხადა.  ეუთოს თანახმად, ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 600-ჯერ იყო დარღვეული

სეპარატისტების მიერ  უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზაციისა და რუსეთის შესაძლო აგრესიის საფრთხის ფონის მიუხედავად უკრაინელ ჯარისკაცებს ნაბრძანები ჰქონდათ, რომ სეპარატისტების პროვოკაციების საპასუხოდ ცეცხლი არ გაეხსნათ.

უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს, არამედ დასახლებულ პუნქტებსაც უტევს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დანაკარგები ორივე მხარეს არის. 24 თებერვალს 12 საათსა და 52 წუთზე ხარკოვის ოლქში უკრაინის საგანგებო სამსახურის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  რუსების მიერ ჩამოგდებულ ბომბს არასრულწლოვანი ბიჭის სიცოცხლე შეეწირა. უწყების გავრცელებულ განცხადებაში ასევე ვკთხულობთ, რომ განხორციალებულ შეტევას 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი მოჰყვა. 

2 2 რა საბაბით დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი?

24 თებერვალს დონეცკის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ გაავრცელა ინფორმაცია დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარში ადგილობრივი საავადმყოფოს დაბომბვის  შესახებ. საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.

3 2 რა საბაბით დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი?

24 თებერვლის საღამოს საცხოვრებელი სახლების დაბომბვის კადრები უკრაინულმა Unian-მა გაავრცელა.

4 2 რა საბაბით დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი?

განცხადება მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვის შესახებ 24 თებერვალს დმიტრი კულებამაც გაავრცელა და მსოფლიოს პუტინის შეჩერებისკენ მოუწოდა.  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო და მშვიდობიან ქალაქები დაბომბა.

5 1 რა საბაბით დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist