რა პროდუქცია გადის რეალურად საქართველოდან ევროკავშირში და რას ამტკიცებს Geworld?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

shutterstock_1573428751
938
VIEWS

2020 წლის 12 თებერვალს გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ექსპორტის ხელშეწყობა სიტყვით და ექსპორტის ხელშეწყობა საქმით”. სტატიაში საუბარია DCFTA-ს ფარგლებში ევროკავშირში საქართველოს ექსპორტზე. სარედაქციო კომენტარში აღნიშნულია, რომ არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისია, თუმცა წევრ ქვეყნებს არ სურთ ამ პროდუქტების შეტანა თავიანთ ბაზარზე, რათა ადგილობრივ პროდუქციას კონკურენცია არ გაუწიოს. გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ დასავლეთი მხოლოდ რეფორმების გატარებისკენ მოგვიწოდებს, ფინანსურად კი არ გვეხმარება.

საქართველო და მსოფლიო: მუდმივად გვესმის სხვადასხვა ევროჩინოსნის ბრტყელ-ბრტყელი ფრაზები, რომ გასატარებელი გვაქვს “რეფორმების მორიგი ტალღა” და ასე დაუსრულებლად. ევროპაში ჩვენი რეფორმები არ აინტერესებთ, არ სჭირდებათ, რომ ჩვენთან მათი სტანდარტის შესაბამისი პროდუქცია იწარმოებოდეს და მათთან გაიყიდოს. იქ ჩვენი პროდუქციის გაყიდვა ნიშნავს, რომ ავტომატურად აღარ გაიყიდება მათი პროდუქცია… ისინი მხოლოდ “რეფორმებისკენ” მოგვიწოდებენ სიტყვიერად, სად არის მათი რეალური მხარდაჭერა რეალური რეფორმების გასატარებლად რეალურად მოწოდებული მოწინავე ტექნოლოგიებისა და საამისოდ საჭირო ფინანსების სახით?

Geworld-ის მტკიცება, თითქოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან და ევროკავშირის რეფორმების განხორციელებისთვის ფინანსურად არ გვეხმარება, სიმართლეს არ შეესაბამება. 1) ქართული პროდუქციის ნაწილი ევროკავშირში ექსპორტზე უკვე გადის; 2) ინდუსტრიული პროდუქტების აღიარების შესახებ შეთანხმება მას შემდეგ ამოქმედდება, რაც საქართველო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებულ პირობებს დააკმაყოფილებს;  3) ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 179.5 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამას ახორციელებს.

  • ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში

2019 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტზე 48.6 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო  და 378.3 მლნ. აშშ დოლარის ღირეულების სამრეწველო პროდუქცია გავიდა.

ევორკავშირის ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეობის პროდუქტებისა და ძირითადი საექსპორტო ბაზრების სია მრავალფეროვანია:

  • მცენარეული ცხიმები და ზეთები –   საფრანგეთი (91%), ნიდერლანდი (9%);
  • ღვინო –  პოლონეთი (43%), ლატვია (19%), გერმანია (11%), ესტონეთი (9%);
  • მწვანილი – რუმინეთი (56%), ლატვია (26%), საბერძნეთი (11%), ბულგარეთი (11%);
  • გამხმარი ბოსტნეულის ფქვილი – გერმანია (75%), ჩეხეთი (10%), საფრანგეთი (6%);
  • თხილი – გერმანია (26%), იტალია (21%), ლიეტუვა (14%), ესპანეთი (13%);
  •  ხილის ჯემები – გერმანია (50%), ბელგია (41%), ავსტრია (8%).
  • ხილ-ბოსტნეულის კონსერვები – გერმანია (46%), ჩეხეთი (10%), სლოვაკეთი (9%), ავსტრია (9%);
  • მინერალური წყალი – ძირითადი საექსპორტო ბაზარი: ლიეტუვა (97%);

რაც შეეხება სამრეწველო ნაწარმს, 2019 წლის იანვარ-ივნისში გაიზარდა ექსპორტი შემდეგ პროდუქციაზე:

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები – ბულგარეთი (54%), რუმინეთი (40%), ესპანეთი (6%);
  • ქალის მზა ტანსაცმელი (პალტოები, ლაბადები) – იტალია (86%), გერმანია (13%);
  • აირის ტურბინები – გერმანიაში (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი არ განხორციელებულა)
  • მსუბუქი ავტომობილები – ბელგია (54%), ჩეხეთი (12%), ბულგარეთი (9%), ნიდერლანდები (8%), სლოვენია (7%).

აღნიშნული საექსპორტო პროდუქცია აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, რომლებიც DCFTA-ს ფარგლებში სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომებითაა გათვალისწინებული.

  • რას წარმოადგენს და როდის გაფორმდება “შეთანხმება შესაბამისობის შეფასების და ინდუსტრიული პროდუქტების აღიარების შესახებ”(ACAA)?

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. სწორედ DCFTA მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს.

DCFTA-ს ერთ-ერთი თავში  ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შემოწმების შედეგად დადასტურდება, რომ საქართველომ კანონმდებლობა და შესაბამისი ინსტიტუციები სრულად დაახლოვა ევროკავშირის კანონმდებლობასა და მოთხოვნებთან, შესაძლებელია გაფორმდეს შეთანხმება შესაბამისობის შეფასების და ინდუსტრიული პროდუქტების აღიარების შესახებ (ACAA). ACAA უზრუნველყოფს მხარეებს შორის ვაჭრობას იმავე პირობებით, რაც გამოიყენება ამავე პროდუქციით ვაჭრობისას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის.

  • ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში ხელს უწყობს

2013 წელს ევროკავშირმა დაიწყო სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) განხორციელება. პროგრამის მიზანი როგორც სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესება, ისე ადგილზე ფერმერებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაა სურსათის წარმოების ზრდის და სოფლად სიღარიბის შემცირებისთვის.

2013-2022 წლებისთვის, ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 179.5 მილიონი ევროა, ამჟამად პროექტი განვითარების მესამე 2018-2022 წლების ფაზაში იმყოფება და მისი დაფინანსება 77,5 მილიონი ევროს შეადგენს.

ENPARD-ის ფარგლებში 900 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩამოყალიბდა, რომლებშიც 6,000 ფერმერია გაერთიანებული. ამასთან, კოოპერატივებს ჩაუტარდათ ტრენინგები ბიზნესის განვითარებაში, შეიქმნა რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრები ფერმერთა ინიციატივების მხარდასაჭერად და აღიჭურვა აგროსერვის ცენტრები.

 

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist