რა ფილმს ეძებენ Google-ში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

addd
506
VIEWS

statista.com-ის მასალის მიხედვით

კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების გამო ინტერნეტის მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ეძებენ ჰოლივუდურ ფილმს “ინფიცირება” (Contagion). მხატვრული ფილმი 9 წლის წინ რეჟისორმა სტივენ სოდერბერგმა გადაიღო და ის გრიპის ვირუსის პანდემიაზეა.

2019 წლის დეკემბერში  “ინფიცირება” კომპანია Warner Bros-ის ყველაზე პოპულრული ფილმების სიაში 270-ე ადგილზე იყო. 2020 წლის მარტში, მას შემდეგ რაც ვირუსმა 3 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ფილმმა მე-2 ადგილზე გადმოინაცვლა.

“ინფიცირების” პოპულარულობა Google Trends-ის მეშვეობითაც დაითვალეს.  Google Trends საძიებო სიტყვების პოპულარულობას 100 ქულიანი შკალით ითვლის. რაც უფრო მაღალია ქულა, მით მეტჯერ ეძებდნენ ადამიანები კონკრეტულ სიტყვებს

Google Trends-ის მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში საძიებო სიტყვები “Contagion movie” (“ინფიცირება ფილმი”) რეიტინგში მე-4 და მე-8  ადგილებს იკავებდა. 2020 წლის ინვარში ამ სიტყვებმა 84 ქულა მოაგროვა, ხოლო მარტში მათმა რეიტინგმა 100-ს, ანუ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

"
ინფოგრაფიკა: statista.com

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist