რა მოაქვს “მწვანე პასპორტს” – თავისუფალი გადაადგილება თუ “მხეცის ნიშანი”?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

132
VIEWS

16 დეკემბერს ფეისბუკ ანგარიშმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ისრაელი “მწვანე პასპორტს” იმ მობინადრეებზე გასცემს, რომლებიც  ნანოტექნოლოგიური დნმ-ის შემცვლელ, “ლუციფერაზის ფერმენტიან ‘ვაქცინას’ მიიღებენ”.  იქვე, პოსტის კომენტარებში ავტორი აღნიშნავს, რომ კოვიდ-19-ზე ტესტის გაკეთების დროს ცხვირის ღრუში ჩხირით “ნანოტექნოლოგიები შეჰყავთ”, საიდანაც “ნანონაწილაკები” ტვინში ხვდებიან. ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანებს წყაროდ newsweek.com-ის სტატია აქვს მითითითებული, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელში ვაქცინირებული პაციენტები “მწვანე პასპორტის” საშუალებით საჯარო სივრცეში გადაადგილებას შეუზღუდავად  შეძლებენ.

;
;

“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” პოსტი “მწვანე პასპორტის” მხეცის ნიშანთან დაკავშირების შესახებ კონსპირაციულია. ამასთანავე პოსტი ფერმენტ ლუციფერინის, რნმ-ისა და PCR ტესტების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. რეალურად 1) კოვიდ19-ის ვაქცინა ლუციფერინს არ შეიცავს; 2) კოვიდ19-ის ვაქცინას, რომელიც რნმ-ს ემყარება, ადამიანის გენომში ცვლილებების შეტანა და დნმ-ის შეცვლა არ შეუძლია; 3) PCR ტესტისის  ჩატარებისას ნაცხის აღება უსაფრთხოა, რადგან ცენტრალურ ნერვულ სისტემას  ჰემატოენცეფალური ბარიერი უცხო აგენტების შეღწევისგან იცავს.

ვაქცინცია ისრაელში 27 დეკემბერს იწყება. ქვეყანაში 60 000 ადამიანი აიცრება და ვაქცინირებულები “მწვანე პასპორტს” მიიღებენ, რაც მათ თავისუფლად გადაადგილებისა და სხვადასხვა ღონისძიებაში შეუზრუდავად დასწრების საშუალებას მისცემს. “ბიბლიის მორწმუნე ქრიასტიანების” პოსტი ისრაელის გადაწყვეტილებას “მწვანე პასპორტების” შესახებ კონსპირაციულად უკავშირებს კოვიდ19-ის ვაქცინას და მას “მხეცის ნიშანს” უწოდებს.

Newsweek-ის მიერ გავრცელებული მასალის მიხედვით, ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა (დიდ ბრიტანეთს, ესტონეთს, ჩილესა და იტალიას შორის), რომელიც ვაქცინირებულ მობინადრეებს “მწვანე პასპორტს” გადასცემს. “მწვანე პასპორტი” დაადასტურებს იმას, რომ ადამიანი ვაქცინირებულია, შესაბამისად: არ სჭირდება კარანტინში ყოფნა, შეძლებს ყველა სახის კულტურულ ღონისძიებაზე დასწრებას, რესტორნებსა და კაფეებში შესვლას, თავისუფლად გადაადგილებას, სამოგზაუროდ წასვლას ტესტის ჩატარების გარეშე,” – განაცხადეს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში. ჯერ კიდევ აპრილში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სახელმძღვანელო მითითებები იმუნიტეტის პასპორტებთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ SARS-CoV-2 ვირუსის დამარცხების/ვაქცინაციის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულებია გამომუშავებული და რამდენიმე თვის განმვალობაში იგი დაცულია ვირუსით ხელახლა ინფიცირებისგან, “რისკებისგან თავისუფალი სერთიფიკატი” ან “იმუნური პასპორტი”, მას თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მიანიჭებდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიხედვით, სერთიფიკატების ქონა ვაქცინაციის პროცესს წაახალისებს და ადამიანებს საშუალებას მისცემს, ძველებურ ცხოვრებას სწრაფად დაუბრუნდნენ.

რა არის ლუციფერინი და გამოიყენება თუ არა ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაში?

ლუციფერინი ორგანული ნაერთია, რომელსაც მედიცინაში გამოიყენებენ, თუმცა კორონავირუსის ვაქცინაში მათი არსებობა არ დასტურდება. ამის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ფერმენტი ლუციფერაზა და მისივე სუბსტრატი ლუციფერინი სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმში, მათ შორის ციცინათელებსა და ლუმინესცენციურ (მანათობელ) ბაქტერიებში გვხვდება. ლუციფერინების ფერმენტული ჟანგვისას გამოთავისუფლებული ქიმიური ენერგის საშუალებით ლუციფერინის მოლეკულების ნაწილი იმუხტება. საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისას კი ეს მოლეკულები სინათლეს გამოასხივებენ.

ლათინურად სიტყვა Lucifer სინათლის მომტანს ნიშნავს (lux, lucis, – სინათლე, და ferre – მოტანა, გაჩენა) და პლანეტა ვენერასთან დაკავშირებულ არაერთი მითოლოგიური ფიგურის აღსანიშნად გამოიყენება. ქრისტიანულ სარწმუნოებაში ლუციფერს განდგომილ ანგელოზს უწოდებენ, თუმცა მას ფერმენტ ლუციფერაზასთან კავშირი არ აქვს. ლუციფერაზა ლუმინესცენციურ ორგანიზმთა ფერმენტს აღნიშნავს, რომელსაც ლუციფერინთან  რეაქციაში შესვლით სინათლის გამოყოფის უნარი აქვს. ამიტომ ფერმენტის დემონიზება და მისთვის სატანური თვისებების მიწერა საფუძველსაა მოკლებული და კონსპირაციის ნაწილია.

შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის ვაქცინით ადამიანის გენომში ცვლილებების შეტანა?

რნმ-ი და დნმ-ი ნუკლეინის მჟავებია, რომლებიც ერთმანეთისგან შემადგენლობით განსხვავდება. რნმ რიბონუკლეინის, დნმ კი დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას შეიცავს, ამასთანავე რნმ-ში ურაცილი, დნმ-ში კი ნუკლეოტიდი თიმინი გვხვდება. იქიდან გამომდინარე, რომ Covid-19 რნმ ვირუსია, მისი გენეტიკური ინფორმაცია რნმ-შია ჩაწერილი და  მის საწინააღმდეგოდ  რნმ-ზე დამყარებული ვაქცინა არის შექმნილი. დნმ-სა და რნმ-ს შორის არსებული ქიმიური განსხვავების გამო, ერთი მეორეს ვერ ჩაენაცვლება. ამასთან ერთად, რნმ-ის სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა და ანტისხეულების გამომუშავების შემდეგ სწრაფად დეგრადირდება. ადამიანის ორგანიზმში ვაქცინის შეყვანა მის გენეტიკურ ცვლილებას ვერ გამოიწვევს.

შესაძლებელია თუ არა ნაცხის აღების დროს თავის ტვინში ნანონაწილაკების მოხვედრა?

მტკიცება, რომლის მიხედვითაც, PCR ტესტირებისთვის ნაცხის აღებისას ტვინში ნანონაწილაკების შეყვანა ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება. ცენტრალურ ნერვულ სისტემას ფიზიკური დაზიანებისა და მავნე აგენტებისაგან ჰემატოენცეფალური ბარიერი იცავს. იმისთვის  რომ ნაცხის აღებისას ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას, ჰემატოენცეფალური ბარიერი უნდა დაზიანდეს, რაც PCR ტესტირების დროს წარმოუდგენელია, რამდენადაც ჩხირი ცხვირის ღრუში მხოლოდ 2 სანტიმეტრის სიღრმეზე თავსდება. ნაცხის ასაღებ ჩხირს ტვინამდე მისაღწევად შემაერთებელი ქსოვილის რამდენიმე ფენისა და ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვა მოუწევს, შესაბამისად, ამ პროცედურის დროს ტვინში უცხო აგენტები ვერ მოხვდებიან.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist