რა მითები ვრცელდება ქალების კონტრაცეპციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

51
VIEWS

2023 წლის 11 მაისს Facebook გვერდმა “Zneoba.ge” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც საუბარია ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე. კერძოდ, პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ “სპირალი” ემბრიონის განვითარებასა და საშვილოსნოში მოხვედრას აბრკოლებს და ნელ-ნელა კლავს მას. პოსტის მიხედვით, ჩასახვის შემთხვევები მეტია იმ ქალებში, რომლებიც იყენებენ სპირალს. Zneoba.ge წყაროდ უთითებს სერბ გინეკოლოგს სტოიან ადაშევიჩს, რომლის მიხედვითაც ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაში ირჩევა “ყველაზე სიცოცხლისუნარიანი” ემბრიონი, ხოლო დანარჩენს “კლავენ”.

სტოიან ადაშევიჩის ინტერვიუ აბორტის თემაზე, სადაც სპირალსა და ხელოვნურ განაყოფიერებაზეც საუბრობს, ინტერნეტში 2009 წლიდან იძებნება და სხვადასხვა რუსულ და უკრაინულ ონლაინ გამოცემებში, ასევე რუსულ სოციალურ ქსელ VK-ზეც გამოქვეყნდა.

khelovnuri ganaqhophiereba რა მითები ვრცელდება ქალების კონტრაცეპციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე?

მტკიცება, თითქოს ქალებში, რომლებიც იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება –  სპირალს, უფრო ხშირად ხდება ჩასახვა, დეზინფორმაციულია.   საშვილოსნოს შიდა მოწყობილობა (IUD) მუშაობს კვერცხუჯრედის განაყოფიერების პრევენციაზე და მისი ეფექტიანობა 99%-ა. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს ხელოვნური განაყოფიერებისას ირჩევა ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ემბრიონი და დანარჩენებს კლავენ. სინამდვილეში, ბლასტოციტის ეტაპამდე მიღწეული ყველა ემბრიონი იყინება. კლიენტების მიერ ემბრიონების მიტოვების შემთხვევაშიც, რეპროდუქციული კლინიკები ერიდებიან ემბრიონების განადგურებას.

როდის იწყება ორსულობა? 

1965 წლამდე, ამერიკაში ორსულობის საწყისად მოიაზრებოდა კვერცხუჯრედის განაყოფიერება, ანუ, ქალი ფეხმძიმედ ითვლებოდა სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედში შეღწევის მომენტიდან. 1965 წელს მეან-გინეკოლოგიის ამერიკულმა კოლეჯმა შეცვალა განმარტება და ფეხმძიმობის საწყის ეტაპად განსაზღვრა განაყოფიერებული კვერცხუჯრედის, ზიგოტას, მილიდან საშვილოსნოში მოხვედრის პერიოდი. ამერიკის ბავშვთა ჯანმრთელობისა და ადამიანური განვითარების ეროვნული ინსტიტუტის განმარტების მიხედვით, ორსულობა არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება იმ პერიოდის აღსაწერად, როდესაც ნაყოფი ვითარდება საშვილოსნოში. მართალია, ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არსებობს კონსენსუნსი ფეხმძიმობის საწყისის ლეგალურ განმარტებაზე, თუმცა სამედიცინო საზოგადოების უმრავლესობა თანხმდება, რომ ფეხმძიმობა იწყება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში მოხვედრის დღიდან. განსაზღვრებას დიდი  მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მის საფუძველზე ხდება აბორტისა და კონტრაცეპტივის ანუ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გამიჯვნა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, სპირალი კონტრაცეფციის საშვილოსნოსშიდა საშუალებაა, რომელიც კვერცხუჯრედის განაყოფიერებას უშლის ხელს. სპირალი საქართველოშიც კონტრაცეფციის ერთ-ერთ სახეობად ითვლება და ის აბორტს ანუ ორსულობის შეწყვეტას არ იწვევს.

“სპირალი” და ჩასახვის სტატისტიკა

სპირალი, საშვილოსნოს შიდა მოწყობილობა (IUD) საშვილოსნოში მოხვედრის დღიდან, ის ქალს დაფეხმძიმებისგან იცავს 3-დან 10 წლის პერიოდამდე. არსებობს ორი ტიპის IUD, ჰორმონზე ან სპილენძზე დაფუძნებული. უმეტესს შემთხვევაში სპირალი მუშაობს კვერცხუჯრედის განაყოფიერების პრევენციაზე. სპილენძის შემცველი მოწყობილობა მოქმედებს როგორც “სპერმიციდი”, რომელიც ან კლავს ან ასუსტებს სპერმას, რომ მან არ მიაღწიოს კვერცხუჯრედამდე. ჰორმონალური IUD, შეიცავს ჰორმონს პროგესტინს, რომელიც ასქელებს საშვილოსნოს ყელის ლორწოს და ამით, ამცირებს სპერმის შეღწევადობის შანსს. 2019 წელს “The Linacre Quarterly-ში” გამოქვეყნებული სისტემური მიმოხილვის მიხედვით, სპირალების გამოყენებისას ემბორიონების ჩასახვის/დაკარგვის თემაზე ჩატარდა 1073 კვლევა, რომელიც ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე. საერთო ჯამში, მაღალი ხარისხის კვლევებში სპირალის მქონე მონაწილეთა 4.5%-ს აღენიშნა ემბრიონის ფორმირებისა და დაკარგვის შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ IUD ვერ ახდენს ფეხმძიმობის სრულ პრევენციას, თუმცა საგრძნობლად ამცირებს ამის შანსს, ვინაიდან მოწყობილობის ეფექტურობა 99%-ა. 

ხელოვნური განაყოფიერება

IVF, ანუ ინ ვიტრო განაყოფიერება არის უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი, რომლის დროსაც კვერცხუჯრედში სპერმატოზოიდის შეღწევა ხდება ლაბორატორიულ პირობებში. გამოტანილი მომწიფებული კვერცხუჯრედების საშუალოდ 70% ნაყოფიერდება და წარმატების შემთხვევაში, ემბრიონად ვითარდება. საშუალოდ ემბრიონების მხოლოდ 50% აღწევს ბლასტოციტის ეტაპს, რომლის დროსაც ითვლება, რომ ემბიონი მზადაა საშვილოსნოში გადატანისთვის. რეპროდუქციული კლინიკების კლიენტების არჩევანია, თუ რამდენი კვერცხუჯრედი განაყოფიერდება. სურვილის შემთხვევაში, ხდება მომწიფებული კვერცხუჯრედის, ისევე როგორც წარმატებული ემბრიონის, გაყინვა და შენახვა.

წარმატებული ფეხმძიმობის შემდეგ, კლიენტებს დარჩენილი გაყინული განაყოფიერებული კვერცხუჯრედების ან/და ემბრიონის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება უწევთ. შესაძლო ვარიანტებს შორის არის: დონაცია სხვა წყვილისთვის ან კვლევისთვის. ხშირია “ემბრიონის უგულვებელყოფის” შემთხვევები, როცა კლინიკები ვეღარ უკავშირდებიან წყვილებს, რომ გაესაუბრონ ემბრიონის მომავლის საკითხზე. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებად, ბევრი კლინიკა კლიენტებს წინასწარ, მკურნალობის დაწყებამდე, სთხოვს გადაწყვეტილების დაფიქსირებას. საბოლოო ჯამში, ემბრიონის ბედს წყვეტს კლიენტი, გამონაკლისია ის შემთხვევები, როცა რეპროდუქიული კლინიკები მათთან ვერ გადიან კავშირზე. მანჰეტენის New Hope Fertility Center-ის IVF ტექნოლოგიების კვლევებისა და განვითარების დირექტორის დოქტორ ზაჰერ მერჰის განმარტებით, კლიენტების მიერ ემბრიონების მიტოვების შემთხვევაშიც, რეპროდუქციული კლინიკები ერიდებიან ემბრიონების გადნობასა და განადგურებას, რადგან სასამართლოში ჩივილის ეშინიათ.

არქივის ბმული: https://archive.ph/YDIqf


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

ზნ
zneoba.ge

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist