რა ხდება უკრაინა-პოლონეთის საზღვართან?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

245
VIEWS

27-28 თებერვალს ათობით რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მესაზღვრეები ლტოლვილებს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე არ უშვებენ და მათი ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობენ. გავრცელებულ პოსტების ნაწილში ავტორები ირონიულად აღნიშნავენ, რომ პოლონეთში უკრაინელ ლტოლვილებს განსაკუთრებული “სიხარულით” ხვდებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსულენოვანი ფეისბუქ მომხმარებლების მიერ გაკეთებული პოსტის აღწერები თითქმის იდენტურია: “Польские пограничники с особо жестокой радостью встречают украинских беженцев”. ვიდეო მსგავსი აღწერით რამდენიმე საჯარო ფეისბუქ ჯგუფშიც გავრცელდა. 

28 თებერვალს მსგავსი ინფორმაცია ვიდეოს გარეშე გამოაქვეყნა ფეისბუქ პროფილმა Read Joke, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, პოლონელი მესაზღვრეები დაუნდობლად უსწორდებიან.

ინფორმაცია, თითქოს პოლონელები უკრაინელ ლტოლვილებს საზღვარზე ფიზიკურად უსწორდებიან, მანიპულაციურად და კოორდინირებულად ვრცელდება და თან ახლავს გზავნილით, თითქოს ევროპა მხოლოდ ვერბალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, ხოლო ლტოლვილების მიღება არ სურს. რეალურად პოლონეთმა უკრაინიდან უკვე 100 000 ლტოლვილი მიიღო. თუმცა ინდოელი სტუდენტები ამბობენ, რომ მესაზღვრეები მათ დისკრიმინაციულად ექცევიან.

აღნიშნული ვიდეოკადრები სხვა ვიდეოებთან ერთად ტვიტერზე ინდოელმა სტუდენტებმა გაავრცელეს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მათ მესაზღვრეები არ უშვებდნენ. ზოგიერთ პოსტში ნათქვამი იყო ისიც, რომ გარდა ინდოელებისა, საზღვრიდან უკან აბრუნებდნენ აფრიკელ სტუდენტებსაც და ზოგიერთ მათგანს ფიზიკურად უსწორდებოდნენ

BBC-ის და Independent-ის ცნობით, ინდოელი სტუდენტები, ასევე ლტოლვილები აფრიკის და არაბული ქვეყნებიდან, დისკრიმინაციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მესაზღვრეები უკრაინის მოქალაქეებს პირველს უშვებენ, ხოლო დანარჩენებს საზღვარზე აცდევინებენ. BBC-ის საპასუხოდ, უკრაინიდან წამოსულ სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Telewizja Polska წერს, რომ ათასობით მიგრანტი ინდოეთიდან და აფრიკიდან Przemyśl-ის რკინიგზის სადგურზე და Medyka-ში უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე იმყოფებოდა და ისინი არ ატარებდნენ ბავშვიან ქალებს, რომელთათვისაც პოლონური ჰუმანიტარული დახმარების მატარებელი იყო განკუთვნილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაუზუსტებელია, არიან თუ არა ვიდეოებში ასახული მესაზღვრეები პოლონეთიდან, როგორც ამას ზოგიერთი მომხმარებლები რუსულენოვან წყაროებში ამტკიცებენ. ინდოელი სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ მათ პოლონეთში უკრაინელი მესაზღვრეები არ უშვებდნენ, რადგან ინდოეთი რუსეთს უჭერს მხარს. როგორც Washington post-ი წერს, უკრაინის საზღვრის უსაფრთხოების წარმომადგენლის თქმით, უკრაინელები პრივილეგირებულები არ არიან და არც უცხოელებზე უკეთესი მოპყრობა აქვთ, უბრალოდ უპირატესობა ხანდაზმულებს და იმ ოჯახებს ენიჭებათ, ვისაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ. 

რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეების დახმარებას, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, პოლონეთმა უკრაინის მოქალაქეებს საზღვარი გაუხსნა და სულ მცირე 100 000 უკრაინელი ლტოლვილი უკვე მიიღო. 26 თებერვალს ბევრ მათგანს საზღვართან მეგობრები, ნათესავები და მთავრობის წევრებიც დახვდნენ. Medyka-ში უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მანქანების 15 კილომეტრიანი რიგი იდგა, თუმცა სასაზღვრო პოლიციის სააგენტომ განაცხადა, რომ ისინი ყველას დაეხმარებიან. 

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლის თქმით, თუ სიტუაცია გაუარესდება, ქვეყანა შესაძლოა 4 მილიონმა უკრაინელმა დატოვოს, ამჟამად კი ევროპაში, ძირითადად მეზობელ სახელმწიფოებში, უკრაინიდან 500 000-ზე მეტი ლტოლვილი გადავიდა, გარდა პოლონეთისა, ლტოლვილები შევიდნენ რუმინეთში, სლოვაკეთში, მოლდოვასა და უნგრეთში. ევროკავშირმა უკრაინელებს შესაძლოა, დროებითი თავშესაფარი 3 წლით მისცეს.

პოლონელები უკრანელებს საზღვართან ხვდებიან და სხვადასხვა ქალაქებში უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობენ. იხილეთ ფოტოები უკრაინა-პოლონეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან:

წყარო: Washington Post

წყარო: Washington Post

წყარო: New Eastern Europe

წყარო: New Eastern Europe

წყარო: New Eastern Europe

წყარო: New Eastern Europe

წყარო: The New York Times


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ინდოეთი, პოლონეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist