რა კავშირი აქვს “ხალხის მსახურს” ახალ მსოფლიო წესრიგთან?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

521
VIEWS

25 მარტს ფეისბუკ გვერდმა Davit Tordia – დავით თორდია სერიალის “ხალხის მსახური” ფრაგმენტი გამოაქვეყნა. პოსტის ავტორის თანახმად, სერიალი მასონების მიერ არის გადაღებული და მასში ნაჩვენებია, თუ როგორი დანაწევრებული წარმოუდგენიათ მათ მომავალი უკრაინა. თორდიას მიერ გამოქვეყნებულ სერიალის ფრაგმენტში პრემიერ-მინისტრი იური ჩუიკო პრეზიდენტ გოლობოროდკოს 28 სახელმწიფოდ დაშლილ უკრაინას აჩვენებს, შემდეგ კი ისინი ამ ქვეყნების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას მართავენ.

Screenshot 15 9 რა კავშირი აქვს “ხალხის მსახურს” ახალ მსოფლიო წესრიგთან?
სერიალის “ხალხის მსახური” ფრაგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება, ხოლო მტკიცება, თითქოს რუსეთ-უკრაინის ომი წინასწარაა დაგეგმილი და ახალი მსოფლიო წესრიგის ფარგლებში მსოფლიოს ხელახლა გადანაწილება მიმდინარეობს, შეთქმულების თეორიაა. ვიდეოში ნაჩვენები მონაკვეთი ფსევდოსახელმწიფოებად დაშლილ უკრაინას ასახავს, რომელიც პრეზიდენტ გოლობოროდკოს ციხიდან გამოსვლისა და თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ხვდება. ამის შემდეგ პრეზიდენტი უკრაინის გაერთიანებას ისახავს მიზნად.

“ხალხის მსახური” (Слуга народа)  უკრაინული სატირული-კომედიური სატელევიზიო სერიალია, რომელშიც უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ისტორიის მასწავლებლის, ვასილ პეტროვიჩ გოლობოროდკოს როლს ასრულებს. ერთ-ერთი მოსწავლე სამთავრობო კორუფციის შესახებ ინტერნეტში გოლობოროდკოს საუბარს ავრცელებს, რითაც უბრალო მასწავლებელი საყოველთაო მოწონებას იმსახურებს და პრეზიდენტი ხდება. სერიალი უკრაინაში 2015-2019 წლებში გადიოდა და სამი სეზონისგან შედგება.

სოციალურ ქსელში გავრცელებული სერიალის ფრაგმენტი მესამე სეზონის, ბოლო (მესამე) სერიას წარმოადგენს. “ხალხის მსახურის” მესამე სეზონში მოქმედება მომავალში მიმდინარეობს. 2049 წელს, უკრაინა უკვე დიდი ოცეულის ქვეყანაა, ეკონომიკის განვითარების ტემპებითა და ცხოვრების დონით ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს და  საერთაშორისო ვალებიც გასტუმრებული აქვს.

ეპიზოდში ლექტორი სტუდენტებს უკრაინის ისტორიას უყვება იმ პერიოდიდან, როცა ვასილი გოლობოროდკო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით ციხეში აღმოჩნდება, უკრაინის პრეზიდენტი კი ვინმე დიმიტრი სურიკოვი ხდება, რომელმაც ქვეყანა საკუთარ ბიზნესად აქცია. მაიდანზე მოწყობილი “რძის რევოლუციის” შემდეგ სურიკოვის  ადგილს ჟანა ბორისენკო იკავებს, რომელსაც ხალხისთვის მიცემული დაპირებების მიუხედავად, ქვეყანა ტოტალურ ქაოსამდე მიჰყავს. საბოლოოდ, საარჩევნო კომისია ნამდვილ ოქმებს აღმოაჩენს და ქვეყნის პრეზიდენტი კვლავ ვასილი გოლობოროდკო ხდება. გოლობოროდკოს ხელისუფლებაში მოსვლისას 28 ფსევდოსახელმწიფოდ დაშლილი უკრაინა ხვდება და როდესაც მას პრემიერი ამ სახელმწიფოების შესახებ უყვება, პრეზიდენტი გაოცებასა და წყენას ვერ მალავს.

Screenshot 16 8 რა კავშირი აქვს “ხალხის მსახურს” ახალ მსოფლიო წესრიგთან?
სქრინშოთი:www.adjaranet.com

მესამე სეზონის მესამე სერიაში გოლობოროდკოს გუნდი ახალი ამოცანის წინაშე დგას, დანაწევრებული უკრაინა როგორმე გააერთიანოს, იმ პირობებში, როცა ამ სახელმწიფოებს გაერთიანება არ სურთ. 

Screenshot 17 9 რა კავშირი აქვს “ხალხის მსახურს” ახალ მსოფლიო წესრიგთან?
სქრინშოთი:www.adjaranet.com

გოლობოროდკო იწყებს რეფორმებს, რის შემდეგაც ქვეყანაში ცხოვრების დონე ნელ-ნელა უმჯობესდება, გამარტივებულმა და გამჭვირვალე საგადასახადო სისტემამ მცირე ბიზნესებს განვითარების საშუალება მისცა, ხელფასები გაიზარდა, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, უკრაინამ ენერგოდამოუკიდებლობა მოიპოვა და საბოლოოდ, ქვეყანა თავის ისტორიულ საზღვრებს დაუბრუნდა.  

Screenshot 18 8 რა კავშირი აქვს “ხალხის მსახურს” ახალ მსოფლიო წესრიგთან?
სქრინშოთი:www.adjaranet.com

დავით თორდიას მიერ გავრცელებული პოსტი თანდართულ ვიდეოფრაგმენტთან ერთად, სოციალური ქსელის მომხმარებლებს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მასონების მიერ წინასწარ არის გაწერილი და ომის შემდეგ უკრაინა სხვადასხვა სახელმწიფოდ დაიშლება. სინამდვილეში, სერიალის მესამე სეზონში ნაჩვენებია მოვლენები, რომელიც უკრაინაში სხვადასხვა პოლიტიკოსის მმართველობის პირობებში ვითარდება, საბოლოოდ, კი დანაწევრებული ქვეყანა ხალხის მიერ მეორედ არჩეული პრეზიდენტის გოლობოროდკოს მართვის პირობებში  ერთიანდება. 

დავით თორდიას შესახებ

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ დავით თორდია ანტივაქსარულ და კონსპირაციული შინაარსის ვიდეოებს თავის ფეისბუკ ანგარიშებზე (დავით თორდია, Davit Tordia – დავით თორდია და იუთუბ არხზე  ხშირად აქვეყნებს.

Screenshot 19 7 რა კავშირი აქვს “ხალხის მსახურს” ახალ მსოფლიო წესრიგთან?

დავით თორდია 2019 წელს ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს, თუმცა შემდეგ კანდიდატურა მოხსნა. უფრო ადრე, 2018 წელს ის სამეცნიერო კვლევით  ცენტრ “ახალ სიტყვას” ხელმძღვანელობდა და “მიძინებული ერის გამოფხიზლების” მიზნით მესტიიდან თბილისის მიმართულებით ფეხით მსვლელობა მოაწყო.

დავით თორდიას მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაციები “მითების დეტექტორმა”  ადრეც გადაამოწმა:

საკონცენტრაციო ბანაკები თუ ინფექციური კლინიკები? – “ხმალი სიმართლისას” წამყვანის დეზინფორმაცია პანდემიის შესახებ

ოკულტურ-სატანისტური შენობა თუ საქართველოს დაზვერვის სამსახური?

“ცარიელი საავადმყოფოები” თუ არასწორად შერჩეული ადგილები? – პანდემიის უარმყოფელთა ვიდეომანიპულაცია

ცდილობს თუ არა ცერნი ქვესკნელის კარის გახსნას და როლი აქვს მეცნიერებაში ინდუისტურ ღმერთ შივას?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist