რა კავშირი აქვს “Исцели Себя Сам”-ს ლონდონის 2012 ოლიმპიადასთან და კორონავირუსთან?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

aff
6.9k
VIEWS

2020 წლის აპრილსა და მაისში ფეისბუკის ქართველმა მომხმარებლებმა გაავრცელეს ვიდეო, სახელწოდებით “ოლიმპიადა 2012 წელი, ლონდონში. PS: დასკვნები ყველამ ინდივიდუალურად გააკეთოს” . ვიდეოში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიიდან სხვადასხვა კადრი იყო ნაჩვენები, რომლებზეც დატანილი რუსულ/ინგლისური წარწერები და ილუსტრაციები მიანიშნდებდა, თითქოს კორონავირუსის გავრცელება სპეციალურად იყო დაგეგმილი  და ის წინასწარ შედგენილი პროექტის მიხედვით მიმდინარეობდა. ამის მაგალითად ვიდეოს ავტორებს ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია მოჰყავთ, როდესაც სცენაზე დეკორაციებისთვის საავადმყოფოს საწოლები შემოაგორეს. ვიდეოში ეს სცენა “კორონავირუსის რიტუალად” არის მოხსენიებული.

"

ვიდეო იმეორებს კორონავირუსზე გავრცელებულ, უკვე ცნობილ კონსპირაციის თეორიებს დაავადების სპეციალურად გავრცელებასა და 5G ინტერნეტის პანდემიასთან კავშირზე. ვიდეოს გარკვეული ნაწილი დამონტაჟებულია, ზოგიერთ კადრს კი შეცდომაში შემყვანი აღწერა ახლავს. 

კონსპირაცია საავადმყოფოს საწოლებზე

ლონდონის ოლიმპიური თამაშები 2012 წლის ივლისში საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. სპეციალური შოუს ერთ-ერთი ნაწილი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს (NHS) მიეძღვნა, რომელიც მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ მოსახლეობას უფასოდ ემსახურება. ცერემონიაზე გამოყენებული იყო საავადმყოფოს სპეციალური საწოლები, რომლებიც შემდგომში საჩუქრად ტუნისის ერთ-ერთ საავადმყოფოს გადაეცა. საზეიმო ღონსიძიებაში მედდებისა და საწოლების გარდა ბრიტანული ლიტერატურის  სხვადასხვა პერსონაჟიც მონაწილეობდა: ალისა საოცრებათა ქვეყანაში, მერი პოპინსი, ლორდი ვოლდემორტი და სხვ.

""
ფოტო: dailymail

ყალბი დეტალი 1

ლონდონის ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერმონიაზე საავადმყოფოს საწოლში რამდენიმე ბოროტი პერსონაჟი მოათავსეს, მათ შორის: გულების დედოფალი საბავშვო წიგნიდან “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”, კაპიტანი კაუჭა “პიტერ პენიდან”, ლორდი ვოლდემორტი “ჰარი პოტერიდან” და სხვ.  კონსპირაციულ ვიდეოში გულების დედოფალი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრად, ბორის ჯონსონად, არის წარმოდგენილი. რადგან სულ ახლახანს  პრემიერი ჯონსონი კორონავირუსის გამო საავადმყოფოში მოათავსეს, ვიდეოს ავტორები აცხადებდნენ, რომ ესეც კონკრეტული გეგმის ერთ-ერთი გამოვლინება იყო.

დეზინფორმაციული ვიდეოს ერთ-ერთი კადრი

"

გულების დედოფალი (ლონდონის ოლიმპიადა)

"

ყალბი დეტალი 2

კონსპირაციულ ვიდეოში ვხედავთ კორონავირუსის მიკროსკოპულ გამოსახულებას, რომელიც თითქოს მთლიან სტადიონს  ლაზერული განათებებით ზედ აკრავს. რეალურ ვიდეოში ასეთი კადრი არ არსებობს. ვიდეო დამონტაჟებულია და კორონა ვირუსის მიკროსკოპული ფოტო მასზე სპეციალურად არის დატანილი.

კადრი დეზინფორმაციული ვიდეოდან

"

კადრი რეალური ვიდეოდან

"

ყალბი დეტალი 3

რეალური ვიდეოს ერთ-ერთ ეპიზოდში სავარაუდოდ აზიური წარმოშობის ადამიანი ჩანს. დეზინფორმაციულ ვიდეოში აღნიშნული პიროვნება ჩინელად არის წარმოდგენილი და კადრზე გაკეთებულია სპეციალური წარწერა “ვუჰანი, ჩინეთი”. რეალურ ვიდეოში ჩინეთი საერთოდ არ არის ასახული და არც ნახსენები, აღნიშნულ პერსონაჟს კი რაიმე კონკრეტული ინდივიდუალური დატვირთვა არ აქვს.

კადრი დეზინფორმაციული ვიდეოდან

"

ყალბი დეტალი 4

COVID-19-ისა და მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G ტექნოლოგიის დაკავშირება საკმაოდ გავრცელებული დეზინფორმაციაა. მოცემული დეზინფორმაციული ვიდეოც ამ კონსპირაციას იმეორებს. ერთ-ერთ კადრში ერთ-ერთ ატრაქციონში კონკრეტული კოშკი მოჩანს. დეზინფორმაციულ ვიდეოში აღნიშნულია, რომ ეს “ანტენა” დიდ ბრიტანეთში გამოსულ 20 ფუნტის კუპიურაზეც არის დატანილი და ის სწორედ ახალ 5G ანტენას ასახავს.

დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფუნტის ახალი კუპიურა 5G ანტენას უკავშირდება აპრილის დასაწყისშიც აქტუალური იყო, თუმცა კუპიურა ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე გამოიცა. ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის ვიდეოში ვხვდებით ერთ-ერთ ატრაქციონს. დეზინფორმაციული ვიდეო ატრაქციონის ერთ-ერთ ნაწილს ამსგავსებს სწორედ კუპიურაზე გამოსახულ “ანტენას”. რეალურად ატრაქციონზე ამგვარი ანტენის გარჩევა რთულია, თუმცა კუპიურაზე დატანილი ნაგებობა რეალურად ანტენა კი არა, არამედ დიდ ბრიტანეთში მდებარე მარგარეტის ისტორიული შუქურაა, რომელიც ჯერ კიდევ 1828 წელს აშენდა.

კადრი დეზინფორმაციული ვიდეოდან 

;

მარგარეტის შუქურა დიდ ბრიტანეთში

:

კორონავირუსის კავშირზე 5G ანტენებთან საკმაოდ მრავალი დეზინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის ქართულ მედიაშიც. ამ საკითხზე იხილეთ “მითების დეტექტორის” სხვა სტატიაც.

ვიდეოს გავრცელების სქემა

თავდაპირველი სავარაუდო ვიდეო Youtube-ზე 2020 წლის 20 აპრილს არხმა  “Исцели Себя Сам” გამოაქვეყნა. ვიდეოში თითქმის იდენტური ტექსტი იყო გამოყენებული. ანალლოგიური ვიდეომასალა Youtube სხვა რუსულენოვან არხებზეც გამოჩნდა.

"

ვიდეომასალა ფეისბუკის ქართველმა მომხმარებლებმაც გამოაქვეყნეს, მათ შორის Lela Khaburzania Praga-მ, რომელიც პირად გვერდზე 5G ანტენების საწინააღმდეგო სხვადასხვა კონსპირაციებს ავრცელებს. ვიდეო იმავე სათაურით სოციალურ ქსელ ფეისბუკში სხვა მომხმრარებლებმაც გააზიარეს. 2020 წლის 5 მაისს მოხმარებელმა გუგა ურუშაძემ ვიდეოს შემდეგი ტექსტი დაურთო:

“ეს კორონა არის ჩვეულებრივი პროექტი ანუ ბიოლოგიური იარაღი კაცობრიობის წინააღმდეგ მომართული. ასევე, ვინც ამ პროცესში ხართ ხვდებით, რომ ძირითდად ყველა ტრანსნაციონალური კომპანია, საერთაშორისო ორგანიზაცია, მთავრობები, ეროვნული ბანკები, მსახიობები, მუსიკოსები, ეკონომიკები ემორჩილებიან და ასრულებენ მასონ/სიონისტების დავალებებს. ანუ ბარუხების, როცშილდების, ვარბურგების, მორგანების.”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist