რა კავშირი აქვს გრაფენის ოქსიდს ლედი გაგას სუნამოსთან, კარდაშიანის კოსტიუმთან და გრეტა თუნბერგთან?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.3k
VIEWS

28 სექტემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა Catrine Maraneli გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც შვედი გარემოსდამცველი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგია გამოსახული. ტუნბერგის სახეზე კუპრის მსგავსი, შავი ფერის სითხე ჩამოედინება, რაც პოსტის ავტორის მტკიცებით, გრაფენის ოქსიდია. ერთი დღით ადრე, 27 სექტემბერს ფეისბუკ ანგარიშის “ბოლო ჟამის ქრისტიანები” მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ გრეტა ტუნბერგი “შავი ბლანტისებრი სითხის” თაყვანისმცემელთა კლუბს შეუერთდა. ვიდეოს მიხედვით, ცნობილი ადამიანები, მათ შორის ლედი გაგა, ბილი აილიში, მადონა, რიანა შავ, ბლანტ სითხეს ეთაყვანებიან და ამ სიმბოლოს პოპკულტურასა და კინოინდუსტრიაში ხშირად ვხვდებით. ამავე დღეს Doctors Charlz მიერ გამოქვეყნებულ პოსტში გრაფენის ოქსიდი დაკავშირებულია ლედი გაგას სუნამოსთან “Lady Gaga Femme ”, რომელსაც შავი ფერი აქვს და კიმ კარდაშიანის კოსტიუმთან, რომელსაც იგი Met Gala 2021-ის ღონისძიებაზე ატარებდა.
"
"

 

გრეტა ტუნბერგის ფოტოსესია The Guardian-ის ახალი ჟურნალისთვის – Saturday მოეწყო და შვედ გარემოსდამცველ აქტივისტს სახეზე არა გრაფენის ოქსიდი, არამედ არატოქსიკური, თითებით სახატავი საღებავისა და ზეითუნის ზეთის ნარევი უსვია, რომელიც სიმბოლურად ნავთობს განასახიერებს. ლედი გაგას სუნამო 2012 წელს გამოვიდა და გრაფენის ოქსიდთან კავშირი არ აქვს, კიმ კარდაშიანს კი “Met Gala 2021-ის” ღონიძიებაზე Balenciaga-ს კოსტიუმი ეცვა და ფერის გამო სუნამოსა და სამოსის გრაფენის ოქსიდთან დაკავშირება კონსპირაციის თეორიაა.

2021 წლის 25 სექტემბერს, შაბათს Guardian-მა თავისი ახალი ჟურნალის პირველი ნომერი გამოუშვა. Saturday-ის გარეკენზე შვედი გარემოსდამცველი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგია გამოსახული. Guardian-ის ინფორმაციით, Saturday ორიენტირებული იქნება კულტურაზე, ვიზუალურ ხელოვნებასა და ცხოვრების წესზე. ჟურნალში შევხვდებით რჩევებს წიგნების, მოდისა და მოგზაურობის შესახებაც. გარდა ამისა, ჟურნალი მკითხველს ექსკლუზიურ ინტერვიუებსაც სთავაზობს. Saturday-ის პირველი ნომერის გარეკანზე შვედი გარემოს დამცველი მოხვდა. გრეტა ტუნბერგი ჟურნალისთვის მარკუს ოლსონმა გადაიღო. გრეტა ტუნბერფი სიმონ ჰატენსტონის ექსკლუზიურ ინტერვიუში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი აქტივისტის ყოველდღიურ ცხოვრებასა და იმ პიროვნულ ტრანსფორმაციაზე საუბრობს, რაც მან “სასკოლო გაფიცვების” შემდეგ განიცადა. როგორც Guardian აღნიშნავს, ტუნბერგმა ჟურნალისთვის უდიდესი მსხვერპლი გაიღო. “მან მოგვცა საშუალება, გადაქცეულიყო ადამიანად, რომლისგანაც ნავთობი გადმოედინება”. ინტერვიუში ტუნბერგი აღნიშნავს, რომ მსოფლიომ ბევრი რამ გააკეთა მისი უკეთესობისკენ შესაცვლელად და მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის კრიზისი დღითიდღე ღრმავდება, ისწავლა როგორ იყოს ბედნიერი.

"

ლედი გაგას სუნამო “Lady Gaga Fame” 2012 წლის სექტემბერში Haus Laboratories-ის ფრანგულ კომპანია Coty, Inc თანამშრომლობით გამოვიდა. Lady Gaga Fame უახლესი ტექნოლოგიებით არის შექმნილი და მსოფლიოში პირველი სუნამოა, რომელსაც შავი ფერი აქვს. ფერის მიუხედავად, დასხმის დროს იგი კვალს არ ტოვებს და უფერული ხდება. სუნამოს ინგრედიენტებია: ყვავილი ბელადონა, ზაფრანა,  ვეფხვის ორქიდეა და ჟასმინი სამბაკი, გარგარისა და თაფლის ნექტარი. ინგრედიენტებს შორის არ ვხვდებით გრაფენის ოქსიდს.

"

რაც შეეხება კიმ კარდაშიანის სამოსს, რომელსაც იგი Met Gala 2021-ის ღონისძიებაზე ატარებდა, ის არა გრაფენის ოქსიდის თაყვანისცემის, არამედ მოდის სახლ Balenciaga-სთან თანამშრომლობის შედეგია. კარდაშიანს Met Gala-ს დაჯოლდოებამდეც არაერთხელ სცმია Balenciaga-ს შექმნილი სამოსი, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფერისა და დიზაინის იყო.

"
"
გრაფენის ოქსიდი, რომელიც  გრაფიტის ოქსიდიზაციისაგან მიიღება, ამ ეტაპზე მხოლოდ სატრანსპორტო, სპორტისა და ტექნოლოგიების სფეროში გამოიყენება და ის არც გრეტა ტუნბერგისა და ბილი აილიშის ფოტო-ვიდეო მასალაში და არც ლედი გაგას სუნამოსა და კიმ კარდაშიანის სამოსში არ  ფიგურირებს. გრაფენის ოქსიდზე კონსპირაციული თეორიები ქართულ სოციალურ სივრცეში ადრეც ვრცელდებოდა და მას ვაქცინაციასთან მელანია ტრამპის კაბასთან, მობილურის ოპერაციულ სისტემასთან და სხვა თემებთან აკავშირებდნენ.
ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
რა კავშირი აქვს გრაფენის ოქსიდს ვაქცინასთან, მელანია ტრამპის კაბასთან და ტატუ-არტისტთან?

აღსანიშნავია, რომ ფეისბუკ ანგარიში “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ადრეც ამტკიცებდა, რომ მომღერალი ბილი აილიში ლუციფერის მსახურია, რამდენადაც მის კლიპში განვითარებული სცენარი ვაქცინაციის შემდეგ სხეულში ბლანტი სითხის, გრაფენის ოქსიდის გავრცელებას აღწერდა.
ამ თემაზე უფრო ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
რას ედავებიან “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ბილი აილიშს?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist