რა განიხილება რეალურად ჯანმოს სპეციალურ სესიაზე და როდის გამოცხადდა Covid-19 პანდემიად

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

287
VIEWS

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 30 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ჯანდაცვის ასამბლეის სესიაზე იმსჯელეს იმის შესახებ, რომ დაჩქარებულად მიეღოთ ახალი დოკუმენტი, რომლითაც პირველ რიგში ოფიციალურად გამოცხადდებოდა პანდემია, შემდეგ კი სახელმწიფოები WHO-ს პანდემიის მართვის ერთპიროვნულ უფლებას გადასცემდნენ, ასეთ დროს კი შეჩერებული იქნება ქვეყნის ძირითადი კანონები,  კონსტიტუცია, სამოქალაქო სასამართლო, პოლიციის ფუნქციონირება და ხელყოფილი იქნება ადამიანთა ძირითადი თავისუფლებები. ხოლო საგანგებო ვითარებაში რეგულაციების აღსრულებას სამხედრო ძალა უზრუნველყოფს.

აღნიშნული ინფორმაციის შემცველი პოსტები გამოქვეყნდა ფეისბუქ გვერდზე საქართველო უპირველეს ყოვლისა, პოსტი   Nina Marji, შორე შანიძე, Ketevan Gejadze,დავით ხაჟომია გაავრცელეს.

30 ნოემბერს გამოცემა “საქართველო და მსოფლიოში” აღნიშნული  ინფორმაციის შემცველი მასალა შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა: “ჯანმოს პანდემიური შეთანხმება ადამიანის უფლებებს შეზღუდავს”. მასალაში საუბარია იმაზე, რომ სესიის შედეგად მიღებული დოკუმენტით ჯანმოს უფლება ექნება ერთპიროვნულად გამოაცხადოს პანდემია და საჭიროების შემთხვევაში დაარღვიოს ადამანების ფუნდამენტური უფლებები.

"

"
მტკიცება იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის ასამბლეის დოკუმენტის საშუალებით WHO-ს მიერ პანდემია ოფიციალურად გამოცხადდება და ორგანიზაციას ადამიანების უფლებების შეზღუდვის უფლება ექნება, ყალბია. რეალურად, WHO-მ Covid-19 პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა, ჯანდაცვის ასამბლეამ სპეციალურ სესიაზე კი იმსჯელა ისეთი შეთანხმების შემუშავებაზე, რომელიც მომავალი პანდემიის პრევენციასა და ეფექტიან დაძლევას უზრუნველყოფს. დოკუმენტზე მუშაობა 2024 წლამდე იგეგმება. 

29 ნოემბერი – 1 დეკემბრის პერიოდში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო – ჯანდაცვის ასამბლეა, რომელიც ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენელს  მოიცავს,  სპეციალურ სესიაზე შეიკრიბა. როგორც წესი ჯანდაცვის ასამბლეა ყოველი წლის მაისში ხვდება, თუმცა აღნიშნული სესია ბოლო ასამბლეის დროს პანდემიისგან მიყენებული ზარალის გათვალიწინებით ჩაინიშნა. ასამბლეამ სამი დღის განმავლობაში იმსჯელა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში საიმისოდ, რომ შემდეგმა პანდემიამ ამდენად მასშტაბური ზარალი არ გამოიწვიოს.

2021 წლის პირველ დეკემბერს ჯანდაცვის ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შეიქმნა მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების ორგანო (INB), რომელიც WHO-ის ახალი კონვენციის, შეთანხმების ან რაიმე სხვა სახის საერთაშორისო ინსტრუმენტის შექმნაზე იმუშავებს. ეს ინსტრუმენტი კი პანდემიის პრევენციაზე, მისთვის მომზადებასა და საპასუხო რეაქციებზე იქნება ფოკუსირებული. აღნიშნული დოკუმენტს WHO-ის კონსტუტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად იქნება მიღებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუცია 1948 წლიდან მოქმედებს. მისი მე-19 მუხლი ამბობს, რომ ჯანმოს თავის კომპეტენციებთან შესაბამისი საკითხების შესახებ კონვენციების ან შეთანხმებების მიღების უფლება აქვს და ამისთვის ჯანდაცვის ასამბლეაში მონაწილე ქვეყნების ხმების 2/3-ია საჭირო. ამის შემდეგ WHO-ს წევრი ქვეყნები აღნიშნულ კონვენციას ან შეთანხმებას საკუთარი კონსტიტუციების გათვალისწინებით იღებენ. შესაბამისად, სამართლებრივად ჯანმოს მიღებული კონვენციები რომელიმე სახელმწიფოს კონსტიტუციაზე მაღლა ვერ დადგება.

ჯანდაცვის ასამბლეის სპეციალური სესიის 1-ლი დეკემბრის შედეგებში მოხსენიებულია ისიც, რომ აქამდე  ჯანმოს  კონსტიტუციის მე-19 მუხლის ფარგლებში მხოლოდ ერთი დოკუმენტია მიღებული. ესაა “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ,” რომელიც 2005 წელს მიიღეს და რომელსაც საქართველოც შეურთდა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამ სპეციალურ სესიაზე დოკუმენტი არ მიუღიათ, არამედ მხოლოდ მასზე მუშაობის პროცესის დაწყებაზე ისაუბრეს. რეალურად, პროცესი რამდენიმე წელს მოიცავს. გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ INB-ს პირველი შეხვედრა 2022 წლის პირველ მარტს გაიმართება და მის დროს სამუშაო პროცესსა და დროს განიხილავენ, მეორე შეხვედრა 2022 წლის პირველ აგვისტოსაა ჩანიშნული. პირველი ანგარიშის მოსმენა 2023 წლის ასამბლეაზე გაიმართება, დოკუმენტის მიღების შესახებ გადაწყვეტილება კი 2024 წლის ასამბლეაზე იქნება განხილული.

“საქართველო და მსოფლიოში” ჯანმოს სპეციალური სესიის შესახებ გამოქვეყნებულ მასალაში WHO-ს ერთ-ერთი ანგარიშის სათაურის სქრინიცაა მოყვანილი.

"
რეალურად, სქრინზე ასახული დოკუმენტი არ ამტკიცებს, რომ ჯანმოს მიერ მიღებული ახალი კონვენცია ქვეყნების კანონდებლობებს ჩაანაცვლებს ან ადამიანის უფლებების უზენაესობას გააუქმებს. დოკუმენტი ერთ-ერთია იმ ანგარიშებს შორის, რომლებისაც სპეციალური სესიის წინ სამუშაო ჯგუფი პერიოდულად ამზადებდა. ანგარიში ტედროს გებრეიესუსის მიერ 23 ნოემბერს სამუშაო ჯგუფის 15 ნოემბრის შეხვედრის შესახებაა მომზადებული და მასში ჯანდაცვის ასამბლეის შეხვედრასთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაცია და რესურსია მოყვანილი.

"

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად ჯერ კიდევ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა

გავრცელებულ პოსტებში ნახსენებია ისიც, რომ 29 ნოემბერი – 1 დეკემბრის სესიაზე მიღებული დოკუმენტით პანდემია ოფიციალურად გამოცხადდება. რეალურად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი, მისი გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, პანდემიად  ჯერ კიდევ 2020 წლის 11 მარტს აღიარა და მთავრობებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტების მიხედვით, პანდემია არის ეპიდემია, რომელიც მსოფლიოს მაშტაბით მიმდინარეობს, დიდ ტერიტორიას ფარავს, ეროვნულ საზღვრებს სცდება და ადამიანთა დიდ რაოდენობაზე ახდენს გავლენას.

პანდემიის განმარტებისა და ჯანმოს მიერ მისი ოფიციალურად გამოცხადების შესახებ ყალბი მტკიცებები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist