რა განაცხადა სტოლტენბერგმა ნატოს სამიტზე 2014 წლიდან ალიანსის მზადების შესახებ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

125
VIEWS

30 ივნისს ფეისბუქ გვერდმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გაავრცელა ციტატა, რომლის მიხედვითაც ნატო რუსეთთან ომისთვის 2014 წლიდან ემზადებოდა. გვერდი წერს, რომ ეს ციტატა 29 ივნისს, მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე გაჟღერდა.

ციტატა მცდარი ფორმულირებით და მანიპულაციურად ვრცელდება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ნატო რუსეთთან ომს გეგმავდა. რეალურად, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი ყველაფერს აკეთებდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის თავიდან ასარიდებლად, არსებული რისკების გათვალისწინებით 2014 წლიდან ნატო ზრდიდა თავდაცვის მექანიზმებს აღმოსავლეთ ევროპაში. 

ნატოს სამიტზე, რომელიც 28-30 ივნისს მადრიდში გაიმართა, იენს სტოლტენბერგმა 2014 წლიდან ნატოს მზადყოფნის გაძლიერებაზე ისაუბრა.

29 ივნისს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახელმწიფო მეთაურებისა და მთავრობის წევრების პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე “შეერთებული შტატების პრესის სააგენტოს” (USPA) ჟურნალისტმა ნატოს გენერალურ მდივანს შეკითხვა ორგანიზაციის დიპლომატიის ცვლილების შესახებ დაუსვა, უფრო კონკრეტულად, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ნატო ამჟამად სწრაფ და ეფექტურ დიპლომატიას ატარებს საერთაშორისო თავდაცვისა და მშვიდობის გაძლიერებისათვის. 

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსის სადაზვერვო სამსახურებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ორგანიზაციაში სწორად ივარაუდეს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდა, გასულ შემოდგომას ეს ინფორმაცია საჯაროდაც გააჟღერეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს თავიდან აეცილებინათ. 

სტოლტენბერგის თქმით, ინფორმაციას რუსეთის მხრიდან უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ დიდი ხნის მანძილზე ფლობდნენ. მათ შორის, ისინი შეხვდნენ რუსეთის წარმომადგენლებს, ჰქონდათ მათთან დიალოგი, თუმცა რუსეთმა საკუთარი გეგმები მაინც განახორციელა. 

ამის შემდეგ სტოლტენბერგმა დააკონკრეტა, როგორ ემზადებოდა ალიანსი 2014 წლიდან და ახდენდა მეტ ინვესტირებას თავდაცვაში.

გავრცელებული ციტატა რეალური ციტატა
“ჩვენ 2014 წლიდან ვემზადებოდით რუსეთთან საომრად”. “რეალობა ისაა, რომ ჩვენ ამისთვის  2014 წლიდან ვემზადებოდით. იმიტომ რომ, ესაა მიზეზი, რატომაც გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, რატომ დაიწყეს ნატოს პარტნიორებმა მეტი ინვესტირება თავდაცვაში და რატომ გავზარდეთ ჩვენი მზადყოფნა. ასევე გარკვეული დროის მანძილზე ვმუშაობდით “ახალი ძალის სტრუქტურაზე”, რის შესახებაც ახლა ვიღებთ გადაწყვეტილებას.” 

“ახალი ძალის სტრუქტურა”, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა ახსენა, სამიტზე განხილული მოდელია, რომელიც სამომავლოდ ნატოს ძალების მოდერნიზებასა და გაძლიერებას ემსახურება. ნატოს წევრები განსაზღვრავენ საჭიროების შემთხვევაში რა შესაძლებლობების, აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის წარმოდგენას შეძლებენ “ევროპის მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდლის” (SACEUR) მხარდასაჭერად, რაც ალიანსის სამხედრო ლიდერებს საშუალებას მისცემს თავისუფლად შეიმუშავონ გეგმები გარდაუვალი საფრთხეების წინააღმდეგ იმის ცოდნით, რომ საჭირო ძალები ხელმისაწვდომი იქნება. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, რუსეთი, უკრაინა
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist