რა განაცხადა რეალურად პომპეომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ფეფეფ
750
VIEWS

4 თებერვალს კრემლისტურმა გამოცემამ News Front Georgia-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “მაიკ პომპეო: ყირიმი უკრაინამ სამუდამოდ დაკარგა!” News Front-ის სტატიის მიხედვით, 31 იანვარს ყირიმში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყირიმი უკვე დაკარგულია და რუსეთი არ წარმოადგენს ისეთ ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიას წაართმევ. News Front Georgia წყაროდ უკრაინულ გამოცემა Новое Время-ს იმოწმებს.

News Front: “ყირიმი დაკარგულია. მსოფლიო მოთამაშეებს ეს ესმით. უკრაინამ დათმო ყირიმი, ხოლო რუსეთი მათ რიცხვს არ განეკუთვნება, ვისაც რამეს წაართმევ” – სწორედ ასე განაცხადა პომპეომ უკრაინული გამოცემა “HB”-ის ინფორმაციის თანახმად. აღნიშნული განცხადება პომპეომ გააკეთა ყირიმელ აქტივისტ ემინა ჯაფაროვასთან შეხვედრის ფარგლებში.”

News Front-ის სტატია 4 თებერვალს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” და 5 თებერვალს ფეისბუქ გვერდმა “სტალინი” გააზიარეს. გარდა ამისა, 4-5 თებერვალს პომპეოს ნათქვამთან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის სტატია გამოაქვეყნეს რუსულმა გამოცემებმა The Moscow Times, rbc.ru, kommersant.ru. “მსოფლიო მოთამაშეები კარგად ხვდებიან, რომ ყირიმი დაკარგულია. რუსეთი არ არის ქვეყანა, რომელსაც რამეს წაართმევ.” ამ სიტყვებს აღნიშნული მედიები Новое Время-ზე დაყრდნობით მაიკ პომპეოს მიაწერენ.

კრემლისტური გამოცემები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას არასრულად და მანიპულაციურად აშუქებენ. რეალურად, მაიკ პომპეომ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრაზე ყირიმის საკითხის დღის წესრიგში დაყენებაზე ისაუბრა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კი განაცხადა, რომ აშშ არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. პირველწყარომ, უკრაინულმა გამოცემამ Новое Время, ინფორმაცია შეცდომით გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით სტატია ჩაასწორა. რუსულ გამოცემებს Новое Время-სგან გადაბეჭდილ მასალებში შესწორება არ შეუტანიათ.

ვის შეხვდა მაიკ პომპეო კიევში ყოფნისას და რა განცხადებები გააკეთა მან ყირიმთან დაკავშირებით?

იანვრის ბოლოს მაიკ პომპეო უკრაინას ესტუმრა და შეხვედრები გამართა როგორც უკრაინის პრეზიდენტთან და მინისტრებთან, ასევე ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსთან. ამ უკანასკნელთან შეხვედრაზე წამოიწია ყირიმის საკითხიც, რაზეც უკრაინულმა გამოცემამ Новое Время-მ დაწერა, რომ პომპეოს თქმით “ყირიმია დაკარგულია და მსოფლიო მოთამაშეებიც ხვდებიან, რომ ყირიმი დაკარგულია, უკრაინამ დათმო ყირიმი, ხოლო რუსეთი არაა ის ქვეყანა, ვისაც რაიმეს წაართმევ.” აღნიშნული ინფორმაცია კრემლისტურმა გამოცემებმა გადაბეჭდეს, თუმცა მოგვიანებით თავდაცვის ანტიკორუფციული კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ელენა ტრეგუბმა Новое Время-სთან დააზუსტა, რომ პომპეოს თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ყირიმს დაკარგულად თვლის და სწორედ ამიტომ საჭიროა ყირიმის საკითხის დღის წესრიგში შენარჩუნება.

Unian-ის ინფორმაციით, შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ, უკრაინის ინფორმაციის პოლიტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ემინე ჯაფაროვამ განაცხადა, რომ ყირიმის საკითხი მართლაც დაისვა შეხვედრაზე და პომპეოს პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით უცვლელია. ჯაფაროვამ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაპოსტა, რომ რუსულმა მედიამ პომპეოსთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გაავრცელა და “მათთვის სასურველი” სათაურებით გადაბეჭდა.

"

გარდა ამისა, 31 იანვარს მაიკ პომპეომ უკრაინის პრეზიდენტთან აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. პომპეომ ახსენა აშშ-ის 2018 წელს გამოცემული ყირიმთან დაკავშირებული დეკლარაცია, რომელიც ნათლად განმარტავს, რომ ყირიმი არის უკრაინის ნაწილი და ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist