რა გახდა ტანზანიის პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

243
VIEWS

28 მარტს ფეისბუკის მომხმარებელმა Nina Marji-მ გამოაქვეყნა ტანზანიის პრეზიდენტის ვიდეო, რომლშიც ჯონ მაგუფული კოვიდ-19-ის ტესტების გაუმართაობის შესახებ საუბრობს.  პოსტის აღწერის მიხედვით, ტანზანიის პრეზიდენტი მას შემდეგ მოკლეს, რაც მან კორონავირუსის ყალბი პანდემია ამხილა. 25 მარტს  ასეთივე შინაარსის პოსტი “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” პირად გვერდზეც გამოქვეყნდა. პოსტში საუბარი იყო იმაზე, რომ ტანზანიის ქრისტიანი პრეზიდენტი ჯონ მაგუფული, რომელმაც კორონავირუსის პანდემია არ აღიარა,  რამოდენიმე კვირის წინ მოწამლეს და გულის შეტევა დამართეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

;
;

ტანზანიის პრეზიდენტის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია მტკიცებულებების გარეშე ვრცელდება. ოფიციალური ინფორმაციით, ჯონ მაგუფული 18 მარტს გულის შეტევის გამო გარდაიცვალა, ხოლო ოპოზიციის მიხედვით, პრეზიდენტი კორონავირუსმა იმსხვერპლა.

61 წლის ჯონ მაგუფული, ზედმეტსახელად „ბულდოზერი“, გარდაცვალებამდე ორი კვირის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზად ოფიციალურ პირები გულის შეტევას ასახელებენ. ტანზანიის ვიცე-პრეზიდენტის სამია სულუჰუ ჰასანის მიხედვით, მაგუფული დარ-ეს-სალამში მდებარე საავადმყოფოში, გულის დაავადებისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მაგუფულის ბოლო ათი წლის განმავლობაში ქრონიკული არტერიული ფიბრილაცია ჰქონდა.

ოპოზიციის ლიდერმა, ტუნდუ ლისუმ BBC-სთან საუბარისას განაცხადა, რომ პრეზიდენტს კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

მაგუფული „კოვიდ-19“-ის პანდემიას საფრთხედ არ აღიარებდა და მოსახლეობას დაავადების საწინააღმდეგოდ ლოცვისა და მცენარეული ორთქლის თერაპიის ჩატარებისკენ მოუწოდებდა. პრეზიდენტის მტკიცებით, მან პაპაიას ნაყოფისა და თხისაგან აღებული ნიმუშები კორონავირუსის ტესტისათვის გადაგზავნა და მათზე დადებითი პასუხები მიიღო, თუმცა აფრიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით, მტკიცება კორონავირუსის ტესტების გაუმართაობის შესახებ არასწორია. აფრიკის ქვეყნებს ათასობით ტესტი, ნიღაბი და სხვა დამცავი საშუალებები  Alibaba Group-ის დამფუძნებელმა, ჯეკ მამ გადასცა და ეს საშუალებები აფრიკის მთელ კონტინენტზე გამოიყენება. პრეტენზია ტესტების გაუმართაობის შესახებ არცერთ სხვა ქვეყანას არ გამოუთქვამს. ფაქტების გადამოწმების პორტალის, Snopes.com-ის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ  კოვიდ-19-ის ტესტების გაუმართაობის შესახებ თავად პრეზიდენტის განცხადების გარდა მტკიცებულება არ არსებობს, მაგუფულის მოსაზრება “მტკიცებულებების გარეშე” მოსაზრებად შეფასდა.

ამ შემთხვევაზე კომენტარი ტანზანიელმა უფლებადამცველმა ფატმა კარუმემაც გააკეთა. უფლებადამცველის თქმით, იმის შესამოწმებლად, თუ როგორ მუშაობს ლაბორატორია, შესაბამისი პროცედურები არსებობს, ხოლო ის რაც პრეზიდენტმა გააკეთა, იყო სრულიად არასამეცნიერო მიდგომა.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში ავსტრიელმა დეპუტატმა კოკა-კოლაზე ექსპერიმენტი ჩაატარა და კოვიდ-დადებითი პასუხი მიიღო. ტესტების მწარმოებელი კომპანია Dialab-ის მიხედვით,  მსგავს შემთხვევაში, ფეხმძიმობის ტესტიც კი დადებით შედეგს აჩვენებდა, რამდენადაც ტესტი არასწორ პირობებში ჩატარდა.

ამ თემაზე უფრო ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” ძველი მასალა:
კოკა-კოლაზე სწრაფი ტესტი კოვიდ19-ის დასადგენად არასწორად ჩატარდა


Nina Marji-ის პოსტის არქივის ბმული
ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების პოსტის არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ტანზანია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist