რა გახდა რეალურად ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

რა გახდა რეალურად ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზი?
54
VIEWS

11 იანვარს ფეისბუკ მომხმარებელმა ზვად გოგიაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დავიდ სასოლის საშობაო მილოცვა გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წლის 11 იანვარს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოსტის ავტორი სასოლის გარდაცვალებას “ბუსტერიზაციას” უკავშირებს და აღნიშნავს, რომ საშობაო მიმართვაში ევროპარლამენტის პრეზიდენტს სასიკვდილო დაავადების ნიშნები არ ეტყობოდა, 3 კვირაზე ნაკლებ დროში კი მას “მძიმე იმუნური დაავადება” ვერ განუვითარდებოდა.

1

პოსტი დეზინფორმაციულია. სინამდვილეში, დავიდ სასოლის გარდაცვალების მიზეზი არა ვაქცინაცია, არამედ მიელომასთან თანდართული ლეგიონელოზი გახდა, რამაც პნევმონია  და მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.

დავიდ სასოლი 2022 წლის 11 იანვარს ავიანოს ფრიულის კიბოს ინსტიტუტის ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებაში გარდაიცვალა. ავიანოს ინსტიტუტმა დავიდ სასოლის გარდაცვალების მიზეზებზე ვრცლად კონფიდენციალურობის გამო არ ისაუბრა და განცხადებაში “იმუნური სისტემის დისფუნქციის” გამო განვითარებული გართულება დაასახელა. ევროპარლამენტის პრეზიდენტი ბოლო ათი წლის განმავლობაში მიელომაზე მკურნალობდა, თუმცა ამის შესახებ მას საჯაროდ არ განუცხადებია.

რა დაავადებები ჰქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს?

ავიდ სასოლი 2021 წლის სექტემბერში ლეგიონელოზით დაინფიცირდალეგიონელოზიიშვიათი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხშირად პნევმონიის სახით მიმდინარეობს. ამ ინფექციის მიმართ მოწყვლადები 50 წელზე უფროსი და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები არიან.  სასოლი თავდაპირველად სტრასბურგში მკურნალობდა, შემდეგ კი იტალიაში დაბრუნდა და ნოემბრამდე ოფიციალური საქმიანობა შეაჩერა. გამოჯანმრთელების შემდეგ 2021 წლის 22-დან 25 ნოემბრამდე იგი სტრასბურგში პარლამენტის პლენარულ სესიაში იღებდა მონაწილეობას და ასევე თავმჯდომარეობდა 13-დან 16 დეკემბრის ჩათვლით გამართულ სესიებს. თუმცა იტალიაში ლეგიონელას პნევმონიის რეციდივი მისი იმუნიტეტისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. სასოლი წლების განმავლობაში ებრძოდა მიელომას, გაკეთებული ჰქონდა  ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, პნევმონიამ კი მისი კლინიკურ მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.

მიელომა პლაზმური უჯრედების ავთვისებიანი სიმსივნეა, რომლის დროსაც ისინი ძვლის ტვინში უკონტროლოდ მრავლდებიან.  სიმსივნური პლაზმური უჯრედების სიჭარბე თრგუნავს ძვლის ტვინის სხვა უჯრედების, ლეიკოციტების, ერითროციტებისა და თრომბოციტების განვითარებას,  რაც იმუნური დაცვის შესუსტებისა და ანემიის საფრთხეს ქმნის. აღსანიშნავია ისიც, რომ მიელომის მკურნალობისას კორტიკოსტეროიდები გამოიყენება. ამ პრეპარატების ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღებისას იმუნური სისტემა ითრგუნება, რაც სერიოზული ინფექციების რისკს ზრდის.

სასოლი ბოლო დღეებში ავიანოში, ფრიულის კიბოს ინსტიტუტის ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებაში იყო ჰოსპიტალიზებული და მას ონკოლოგიის რეფერენტული ცენტრის სამედიცინო პერსონალი მკურნალობდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის შემდეგ სასოლის კლინიკური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარებოდა, პნევმონიამ მისი ორგანიზმი საბოლოოდ დაასუსტა.

ყოფილი ჟურნალისტი დავიდ სასოლი, რომელიც „დემოკრატიული პარტიის“ წევრი იყო,  ევროპარლამენტის დეპუტატად 2009 წელს აირჩიეს. 2014-2019 წლებში სასოლი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა 2019 წლის ივლისში კი იგი ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist