რა გახდა მექსიკელი დეპუტატის გახდის მიზეზი – ენერგეტიკა თუ სოციალური გაჭირვება? 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

52
VIEWS

26 ივნისს საჯარო ფეისბუქ ჯგუფში “?ემიგრანტებო?სამშობლოში?” ფეისბუქ მომხმარებელმა მარიკა კოდუამ გამოაქვეყნა ფოტოს შემცველი პოსტი, რომელშიც წერს, რომ მექსიკის პარლამენტში დეპუტატმა ტანსაცმელი გაიხადა და ამ ფორმით ქვეყანაში არსებული გაჭირვება გააპროტესტა. პოსტის მიხედვით, მექსიკელმა პარლამენტარმა დეპუტატებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

“ქუჩაში  ტანზე შემოფლეთილი ტანსაცმლით რომ ხედავთ,  არც მაშინ გრცხვენიათ. არც მაშინ გრცხვენიათ  როცა ბიუჯეტიდან  მათ ფულებს იპარავთ  და  ეხლა  ჩემი დანახვის  შეგრცხვათ?”

;

აღსანიშნავია, რომ ფოტო თითქმის იდენტური აღწერით სოციალურ ქსელში გასულ წელსაც ვრცელდებოდა, მათ შორის რუსულ “ოდნოკლასნიკებში”. 2020 წლის ოქტომბერში ფეისბუქ მომხმარებლის პოსტს იმავე ინფორმაციით ავრცელებდა ონლაინ გამოცემა tvalsazrisi.ge.

გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ მცდარია. მექსიკელმა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი სხდომაზე ნამდვილად გაიხადა, თუმცა პროტესტის მიზეზს მშიერი ადამიანები და გაჭირვება არ ყოფილა, დეპუტატი ენერგეტიკის კანონპროექტს აპროტესტებდა.

ფოტოზე ასახული მამაკაცი მექსიკის პარლამენტის წევრი ანტონიო გარსია კონეხოა. მან 2013 წელს კონგრესში ტანსაცმელი გაიხადა და ამ ფორმით გააპროტესტა ენერგეტიკის ახალი კანონპროექტი, რომელიც, სახელმწიფოს კონტროლირებად  ნავთობის სექტორს უცხოური ინვესტიციებისთვის ხსნის. ის ციტატა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მექსიკელ დეპუტატს თავის გამოსვლაში არ უთქვამს, შესაბამისად, დეპუტატის პროტესტი სოციალურ სიდუხჭირეს და კორუფციას (ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა) არ უკავშირდებოდა.

 BBC სხდომიდან ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.

;

კანონპროექტის მიხედვით, მოგების წილის სანაცვლოდ კერძო ნავთობისა და გაზის კომპანიებს ნავთობის და გაზის მოპოვებაზე ‘ბურღვის ნებართვა’ მიეცემოდათ. ზედა პალატის შემდეგ აღნიშნული კანონპროექტი დეპუტატთა პალატამაც მიიღო.

აღნიშნულ ფოტოს მცდარი აღწერით, თითქოს მექსიკელმა დეპუტატმა ტანსაცმელი ქუჩაში მყოფი მშიერი ხალხის გამო გაიხადა და ვითარება ამ ფორმით გააპროტესტა, 2020 წელს სოციალურ ქსელში უცხოენოვანი გვერდებიც ავრცელებდნენ. ამასთან დაკავშირებით სტატიები ფაქტების გადამმოწმებელმა ვებ-საიტმა boomlive.in-მა და Reuters-მაც გამოაქვეყნეს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: მექსიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist