რა გახდა მარტვილში ქალის გარდაცვლაების მიზეზი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

37
VIEWS

17 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ლაშა ჯანგიძემ გამოაქვეყნა (არქივი) Shorena Chkheidze-Toidze-ს კომენტარის სქრინი ერთ-ერთ პოსტსტზე,  სადაც მომხმარებელი ირწმუნება, რომ მარტვილშიგარდაიცვალა 31 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი გრიპის ვაქცინა გახდა.  აღნიშნული კომენტარის თანახმად, გარდაცვლილმა გრიპის ვაქცინა პროფილაქტიკის მიზნით მას შემდეგ გაიკეთა, რაც მამამისს კორონავირუსი დაუდასტურდა, თავად ის კი კორონავირუსით დაავადებული არ ყოფილა; გრიპის ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე საათში კი მას დამბლა დაეცა და 3 დღეში კგარდაიცვალა. სქინის გაზიარებისას თავის პოსტში ლაშა ჯანგირაძე საქართველოს  ასევე აღნიშნავს, რომ “საქართველო გადააქციეს სასინჯ ლაბორატორიად” და საეჭვოდ მიიჩნევს იმას, რომ ინფიცირებულები მხოლოდ საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ დაიხოცნენ. პოსტს 18 ნოემბრის მონაცემებით 26 გაზიარება აქვს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვალება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ განაპირობა 4 ნოემბერს ანტიკორონა აქტივისტის, შორე შანიძის, მიერ სოციალურ ქსელში ვიდეო ბლოგის სახით გავრცელდა. ის ამბობდა, რომ მარტვილში ქალი გრიპის ვაქცინაზე ალერგიული რეაქციის შედეგად რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, ამის შემდეგ კი მისი სიკვდილი კორონავირუსს მიაწერეს. აღნიშნულ პოსტს 18 ნოემბრის მონაცემებით 349 გაზიარება და 7 400 ნახვა აქვს.

მარტვილში ახალაგაზრა ქალის გარდაცვალების მიზეზის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. მარტვილის საზოგადოებრივ ცენტრში განმარტეს, რომ 31 წლის ქალის გარდაცვალება კოვიდინფექციამ გამოიწვია, ხოლო გრიპის ვაქცინის აცრა მას რამდენიმე კვირით ადრე ჰქონდა ჩატარებული. NCDC-ში კი დააკონრეტეს, რომ ამ შემთხვევაში ვაქცინაციასა და სიკვდილს შორის გასული დრო მათ შორის რაიმე კავშირის არსებობას გამორიცხავს. ფეისბუკ მომხმარებლის შეფასება, რომ საქართველოს საცდელ ლაბორატორიად იყენებენ, კონსპიაციაა, რადგან კორონავირუსი ადამიანთა გარდაცვალების მიზეზი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გახდა.

  • მარტვილში ქალის გარდაცვალების მიზეზი, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსი გახდა 

მარტვილში 31 წლის კოვიდინფიცირებული ქალი 3 ნოემბერს გარდაიცვალა.  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის როზა ჯანაშიას თანახმად, პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადება და ეგონა, რომ ყველა სიმპტომი მისი გამწვავების გამო ჰქონდა, სავაადმყოფოში წასვლამდე ჩატარებული PCR ტესტის პასუხი დადებითი იყო, თუმცა პაციენტი მანამ გარდაიცვალა, ვიდრე ტესტის პასუხი გახდებოდა ცნობილი.

“მითების დეტექტორთან” სატელეფონო კომენტარში როზა ჯანაშიამ განმარტა, რომ პაციენტს გრიპის ვაქცინა რამდენიმე კვირის წინ ჰქონდა გაკეთებული, თუმცა სიკვდილი კორონავირუსის ინფექციის შედეგად დადგა. NCDC-ის მიერ “მითების დეტექტორისთვის” გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ პაციენტის სიკდილსა და ვაქცინაციას შორის პერიოდი მათ შორის რაიმე კავშირს გამორიცხავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ განსაზღვრულია იმ ნივთიერებების ჩამონათვალიც, რომლებზე ალერგიის ქონის შემთხვევაშიც ადამიანს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის, ვაქსიგრიპის დროს მოსალოდნელი უკუჩვენებების შესახებ წინასწარ აფრთხილებენ; ზომიერი ან მძიმე ფებრილური დაავადების ან მწვავე დაავადების შემთხვევაში კი ვაქცინაციის გადადება ხდება. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია  არ არის რეკომენდირებული 6 წლამდე ბავშვებისთვის.

  • ვიდეოს გავრცელება და ავტორი

შორე შანიძის ვიდეო სხვადასხვა საჯარო ფეისბუქ ჯგუფში 19-ჯერ გაზიარდა. მათ შორისაა კორონა მაფია, “საქართველო უპირველეს ყოვლისა!” 6504 ძვ წ,”  ანტი-მასონობა. ანტიქრისტეს ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO)კორონა მაფია.

შორე შანიძე ანტივაქსერია, რომელიც როგორც ვაქცინაციის, ასევე შესახებ ყალბ ინფორმაციას ან მანიპულაციური მასალებს ხშირად ავრცელებს.

  • კორონავირუსით გარდაცვალება მსოფლიო მასშტაბით

მტკიცება იმის შესახებ, რომ საქართველოს საცდელ ლაბორატორიად იყენებენ, აბსურდულია, რადგან კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების შემთხვევები მთელს მსოფლიოშია. 18 ნოემბრის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 1 345 909 ადამიანია გარდაცვლილი. მათ შორის ყველაზე მეტი, 254,291 აშშ-ში დაირუპა. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების ათეულში არიან ისეთი განვითარებული სახელმწიფიფოები, როგორებიცაა მაგალითად საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.

WHO-ს მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვადასხვა რეგიონში განსხვავდება და ეს ციფრი 0.1%-დან 25%-მდე მერყეობს.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist