რა გახდა ბარსელონაში მშობლისთვის ბავშვების ჩამორთმევის მიზეზი და რას ამტკიცებს რუსეთის 1 არხი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

518
VIEWS

26 ივლისს რუსეთის პირველ არხზე გავიდა სიუჟეტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ესპანეთში, ბარსელონაში, 9 და 6 წლის გოგონები, რომლებსაც რუსი დედა ჰყავთ, მშობლებს დააშორეს და ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. პირველი არხის თანახმად, ელენა ლანგს ესპანეთში ამ ბავშვების გატაცებას ედავებიან. ლანგი სიუჟეტში აღნიშნავს, რომ ესპანეთის საგამოძიებო  უწყების მიხედვით, ბავშვები სინამდვილეში გარდაცვლილი უკრაინელების შვილები არიან. სიუჟეტში ასევე აღნიშნულია, რომ უფროსს გოგონას ინსტაგრამ-ანგარიში აქვს, სადაც გამომწერებს შორის ზრდასრული ასაკის ადამიანებიც არიან და რომ უწყება 9 წლის გოგონასა და ამ ადამიანებს შორის შესაძლო კონტაქტსაც იძიებს. ბავშვების დედა და რუსულენოვანი მედია ამ  შემთხვევას რუსოფობიას უკავშირებენ.

ელენა ლანგი, ბავშვების დედა: “სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, ბავშვებს სკოლაში “ვერ იტანდნენ”. სისტემატურად მიმდინარეობდა დაკითხვა, რას ფიქრობდნენ ისინი ამ ყველაფერზე, რას ფიქრობდნენ რუსეთზე, რუსებზე. ჩემს შვილებს რცხვენოდათ იმის თქმა, რომ რუსები არიან. ახლა ვხვდები, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მე რუსი ვარ. როდესაც ბავშვები წაიყვანეს, მათ რუსულად, მშობლიურ ენაზე საუბარი აუკრძალეს.”

რუსეთის პირველი არხის სიუჟეტი მანიპულაციურია. ბავშვების ჩამორთმევის მიზეზი არა ეროვნული იდენტობა, არამედ გამოძიება გახდა, რომელიც იკვლევს, თუ რამდენად ეკუთვნით  ბავშვები ლანგს.  სკოლის ადმინისტრაციამ დამატებით ზომებს ელენა ლანგის მხრიდან შვილების მიმართ არასათანადო ზრუნვის და ბავშვთა მძიმე ემოციური ფონის გამო მიმართა.

23 ივლისს, ერთ-ერთმა ესპანურმა, წამყვანმა ონლაინ გამოცემა – Publica-მ  ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი სტატია მოამზადა. გამოცემა წერს, რომ ბავშვები ბარსელონაში  ISCAT Maresme-ის კერძო სკოლაში სწავლობდნენ. შვილები მშობლებს 17 ივნისს დააშორეს. ლანგმა კატალონიის სოციალური კეთილდღეობისა და ოჯახის დეპარტამენტიდან ზარი მიიღო, საიდანაც აცნობეს, რომ ბავშვები ბავშვთა და მოზარდთა ზრუნვის გენერალურმა სააგენტომ (DGAIA) წაიყვანა და ბავშვების მიტოვების პრევენციის მიზნით საქმის წარმოება დაიწყო. უწყებამ ბავშვები სკოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე წაიყვანა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბავშვებს ოჯახში შესაბამისი ზრუნვა არ ჰქონდათ.

წყარო: ელენა ლანგის ფეისბუკ-ანგარიში

სკოლის მიერ გაგზავნილი წერილის ფრაგმენტი ბავშვების დედამ საკუთარ ფეისბუკ-პროფილზეც გამოაქვეყნა. წერილში მითითებულია, რომ დედა სახლში ბავშვებს უხამსი ჟესტით მიმართავს და არაკორექტულ სიტყვებს ამბობს რუსულად. ქალი ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. 

Publica -ის მიხედვით, კატალონიის საგამოძიებო უწყება ეჭვობს, რომ ელენა ლანგი გოგონების ნამდვილი დედა არ არის. არსებობს ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტები გოგონებისა და დედის დაბადების მონაცემებთან დაკავშირებით. DAIA-ის ანგარიშის თანახმად, რომელიც გამოცემა Publica-მ  მოიპოვა, ყველა სკოლაში [რომლებშიც ისინი ადრე ირიცხებოდნენ] მათი მამის ვინაობაც უგულებელყოფილია. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც კატალონიის საგამოძიებო უწყება იძიებს, არის

არასრულწლოვანთა კონტაქტი მათთვის უცნობ მამაკაცებთან, სავარაუდოდ, არა ოჯახური გარემოცვიდან. ანგარიშის მიხედვით, გოგონები არასათანადო სექსუალურ ტერმინებზე საუბრობდნენ და ხატავდნენ სხვადასხვა სექსუალურ კონოტაციებს.

ბავშვების დედა კატეგორიულად უარყოფს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური სახის ნებისმიერ ცილისწამებას. 

ანგარიშის მიხედვით, უფროს გოგონას აქვს ინსტაგრამის საჯარო პროფილი, სადაც ტელეფონის ნომერიც ჰქონდა მითითებული, გამომწერებს შორის კი იყვნენ ზრდასრული ასაკის მამაკაცები. სკოლამ ეს ფაქტი დედას აცნობა და შემდეგ დღეს ინსტაგრამ -ანგარიშის პროფილი საჯაროდან დახურულზე გადაიყვანეს. – ნათქვამია დადგენილებაში. 

ელენა ლანგი აღიარებს, რომ უფროს გოგონას ინსტაგრამ-ანგარიში აქვს, თუმცა, აღნიშნავს, რომ გოგონა პროფილს მასთან ერთად განკარგავს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დაფიქსირდა სხვადასხვა შემთხვევები, როდესაც გოგონები სკოლაში ჭუჭყიანი და შეუსაბამო ტანსაცმლით ჩნდებოდნენ. ხშირი იყო სკოლაში დაგვიანებები (2 ან მეტი საათით), გაცდენები. სკოლა შეეცადა დედას დალაპარაკებოდა, რათა სიტუაცია გამოსწორებულიყო, თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ მდგომარეობა ბავშვების საჭიროებების სასარგებლოდ არ შეცვლილა. DAIA-ს ანგარიშის თანახმად, ბავშვებს მძიმე ემოციური ფონი ჰქონდათ და იყვნენ მოწყვლადები, ამიტომ მათი დაცვის მიზნით დროული ჩარევა და მშობლებისგან განრიდება მიზანშეწონილად ჩაითვალა. 

ლანგი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და კატალონიის ადმინისტრაციას რუსოფობიაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ სკოლაში, სადაც ბავშვები სწვალობდნენ, ბევრს საუბრობენ რუსეთ-უკრაინის ომზე, ცუდად საუბრობენ რუსებზე, გოგონები ამის გამო სახლში დასევდიანებულები მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, ოჯახი, რომელიც მათ რუსეთში ჰყავთ, ცუდია თუ არა. ლანგი მიიჩნევს, რომ ბავშვების განრიდების რეალური მიზეზი ისაა, რომ მათ რუსი დედა ჰყავთ.

ბავშვების ოჯახმა სკოლის დირექტორის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. მათ ასევე გაუგზავნეს წერილი ესპანეთის პარლამენტს და შვეიცარიისა და რუსეთის საელჩოებისგან დაცვა მოითხოვეს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist