რა გააპროტესტეს ამსტერდამში – ვაქცინაცია თუ ლოქდაუნი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

32
VIEWS

20 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა Tamriko Meskhi პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, აღწერით ,,ამსტერდამში ვაქცინაციის გამპროტესტებლებს პოლიციისგან ექიმები და ვეტერანები იცავენ’’. პოსტს რამდენიმე ფოტო აქვს თანდართული, სადაც შეკრებილ ხალხი, მათ შორის თეთრხალათიანებიც ჩანან. დამატებითი ინფორმაცია ან წყარო პოსტში მითითებული არ არის.
;

 

ინფორმაცია, თითქოს ამსტერდამში საპროტესტო აქცია, რომელსაც ვეტერანები და ექიმებიც შეურთდნენ, ვაქცინაციის წინააღმდეგ ჩატარდა, მცდარია. რეალურად, აქცია პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ იყო მიმართული.

Tamriko Meskhi-ს მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ერთ-ერთში ჩანს, რომ საპროტესტო აქცია ვან გოგის მუზეუმთან გაიმართა, რომელიც ამსტერდამში მდებარეობს.

;

;
ვან-გოგის მუზეუმი, ამსტერდამი, ნიდერლანდები. წყარო: culturetourist.com

რაც შეეხება გამართული აქციის თარიღს და შინაარსს, ის ამსტერდამში 14 მარტს ჩატარდა და პროტესტი არა ვაქცინაციას, არამედ კოვიდ შეზღუდვებს უკავშირდებოდა. აქციის ფოტოები და ვიდეომასალა ტვიტერის სხვადასხვა ანგარიშებზეც გვხვდება, სადაც წერენ, რომ აქციას ჯანდაცვის სფეროს მუშაკები და სამხედრო ძალების ვეტერანებიც შეურთდნენ.

;

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამსტერდამის ცენტრში 2000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა. ნიდერლანდების ხელისუფლების მიერ შეკრებაზე დაწესებული ლიმიტი 200 ადამიანია, პოლიციის განცხადებით კი პროტესტის მონაწილეებმა ამ რაოდენობას  გადააჭარბეს. სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენებს. ასევე, მას შემდეგ, რაც აქციის ზოგიერთმა მონაწილემ ტერიტორიის დატოვებაზე უარი თქვა, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძაღლები და ხელკეტებიც გამოიყენა.

დემონსტრანტებისთვის მთავარ საკითხს ლოქდაუნი და იანვარში დაწესებული კომენდანტის საათი წარმოადგენდა, რომლის გაგრძელებაც მარტის ბოლომე იგეგმება. ამის გამო, საპროტესტო აქცია ნიდერლანდების სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

;
წყარო: Deutsche Welle


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნიდერლანდები
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist