რა დეზინფორმაცია ვრცელდება აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

188
VIEWS

8 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების შემდეგ სოციალურ მედიაში ვრცელდება სხვადასხვა მტკიცება, რომელიც აშშ-ში როგორც 2022 წლის შუალედურ, ასევე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

10 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა პენსილვანიაში გუბერნატორის არჩევნების შედეგების ამსახველი ინფოგრაფიკის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც მონაცემები შეცდომითაა ასახული. ინფოგრაფიკის მიხედვით, დემოკრატმა კანდიდატმა ხმების 56.6% ხოლო რესპუბლიკელმა კანდიდატმა – 41.6% მიიღო. პოსტის ავტორის თანახმად, აღნიშნული მცდარი სტატისტიკა არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებს

არჩევნების შესახებ 13 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმაც გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ აშშ-ში არჩევნები “ტოტალურად ყალბდება” და “დემოკრატების სახით ფაშისტ გლობალისტებს ხელში აქვთ ჩაგდებული ძალაუფლება”. 12 ნოემბრის პოსტში კი ირაკლი ზაქარეიშვილი წერს, რომ 2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯო ბაიდენს 2011 წელს გარდაცვლილმა ცნობილმა მოკრივემ ჯო ფრიზერმა მისცა ხმა. 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს ასევე გაყალბებული უწოდეს კრემლისტური მედიის “ალტ-ინფოს” გადაცემაში “ალტ-ანალიტიკა”.

Screenshot 2 7 რა დეზინფორმაცია ვრცელდება აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით?

აშშ-ის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული მტკიცებები მცდარია. 1. შუალედური არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალური პირები და საარჩევნო პროცესზე დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი პრობლემები არ გამოვლენილა, ხოლო დაფიქსირებული მცირე ხარვეზები არჩევნების გაყალბებაზე არ მიანიშნებს. 2. პენსილვანიის გუბერნატორის არჩევნების შედეგების ამსახველ ინფოგრაფიკაში დაშვებული შეცდომა ტექნიკური ხარვეზის შედეგია, შეცდომა ტელევიზიამ მალევე გაასწორა და შემთხვევა არჩევნების გაყალბების ფაქტს არ ადასტურებს 3. მტკიცება, რომ 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, მცდარია. 4. სიმართლეს არ შეესაბამება არც ის ინფორმაცია, რომ 2020 წლის არჩევნებზე ჯო ბაიდენს გარდაცვლილი მოკრივეს სახელით მისცეს ხმა.

  • აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების გაყალბებაზე მტკიცებები უსაფუძვლოა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი პრობლემები არ გამოვლენილა, ხოლო დაფიქსირებული მცირე ხარვეზები არჩევნების გაყალბებაზე არ მიანიშნებს

2022 წლის 8 ნოემბერს აშშ-ის შუალედური არჩევნებზე გაყალბების შემთხვევები არ გამოაშკარავებულა. ამერიკული გამოცემა Аssociated Press-ი აღნიშნავს, რომ არჩევნების დღეს ამომრჩევლებს ხმის მიცემასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები არ შექმნიათ, თუმცა ერთეული ხარვეზები აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ზოგმა რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა არჩევნების სანდოობაში ეჭვის შესატანად გამოიყენეს. მიუხედავად ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ არჩევნების დღემ შეუფერხებლად ჩაიარა, ხოლო მცირე ხარვეზები, რომლებიც დაფიქსირდა, ყველა არჩევნებისთვის არის დამახასიათებელი.

კოლორადოსა და იუტას შტატის საარჩევნო კომისიის ყოფილმა წარმომადგენელმა და არჩევნების უსაფრთხოებისა და ადმინისტრირების საკითხებში კონსულტანტმა, ჯენიფერ მორელმა, აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნების თანამშრომლები წამოჭრილ პრობლემებს სწრაფად უმკლავდებოდნენ და აჩვენეს, რომ უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ხმების ზუსტი დათვლის უზრუნველსაყოფად არის შემუშავებული, მუშაობს.

კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ფედერალური სააგენტოს დირექტორის ჯენ ისტერლის თქმით, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემებში ხმები წაიშალა, დაიკარგა, შეიცვალა ან სისტემას ქვეყნის მასშტაბით რაიმე პრობლემა შეექმნა. 

დამოუკიდებელი უფლებადამცველი ჯგუფის Common Cause-ის წარმომადგენელმა, სილვია ალბერტმა აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია, ის თუ როგორ იყენებენ იზოლირებულ ინციდენტებს არჩევნებზე მცდარი ინფორმაციის გასავრცელებლად და საარჩევნო სისტემის მიმართ ხალხის ნდობის შესარყევად.

აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე წინასწარი ანგარიში ეუთო-მ 9 ნოემბერს გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული ისეთი პრობლემებია აღნიშნულია, როგორიცაა პოლიტიკური კამპანიისა და მედიის პოლარიზაცია, კანდიდატების, მათი ოჯახების, საარჩევნო სისტემის წარმომადგენლებისა და ამომრჩევლების მიმართ მუქარისა და დაშინების შემთხვევები, უშუალოდ არჩევნების დღისა და ხმის მიცემის პროცესის შეფასებისას ეუთო-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, პროფესიონალურად ადმინისტრირებული და ამომრჩეველთა აქტივობა იყო მაღალი. იმ საარჩევნო უბნებზე, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა მოინახულეს საარჩევნო პროცესი მოწესრიგებული და მშვიდი იყო. ანგარიშში არაფერია ნათქვამი არჩევნების გაყალბებაზე და პირიქით რამდენჯერმე აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდებებსა და ცრუ ინფორმაციას საარჩევნო სისტემის ნდობაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა.

აშშ-ის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

ფეისბუქ-მომხმარებლის მიერ 10 ნოემბერს გამოქვეყნებულ ფოტოზე ასახული ინფოგრაფიკა ამერიკული ტელეარხის RSBN-ის გადაცემის ეთერში გავიდა. არხი არჩევნებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა. ორი კანდიდატის, დემოკრატი ჯოშ შაპიროსა და რესპუბლიკელი დაგ მასტრიანოს მიერ მოპოვებული ხმების ამსახველი ინფოგრაფიკა ეთერში საღამოს 10:04 საათზე ჩნდება. ინფოგრაფიკის მიხედვით, შაპირომ 56.6% – 370 709 ხმა მოიპოვა, ხოლო მასტრიანომ 41.6% – 844 669 ხმა. შეცდომა ინფოგრაფიკაზე ასახულ რიცხვებში გადაცემის წამყვანმა ვანესა ბროსარდმა მალევე შენიშნა და მონაცემების შესწორება ითხოვა. 

Screenshot 3 6 რა დეზინფორმაცია ვრცელდება აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით?

11:22-ზე გადაცემაში უკვე სწორი მონაცემების ამსახველი ინფოგრაფიკა გამოჩნდა: ჯოშ შაპირო – 54.6% (2 185 911 ხმა) და დაგ მასტრიანო – 43.6% (1 744 382 ხმა). აღნიშნული ორი კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების ჯამური პროცენტული მაჩვენებელი 98.2 პროცენტია და არ ადგენს 100%-ს, რაც არჩევნებში სხვა კანდიდატების მონაწილეობით არის  განპირობებული.

Screenshot 4 6 რა დეზინფორმაცია ვრცელდება აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით?

შეცდომას RSBN-ი პრეს-რელიზით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არჩევნების გაშუქების დროს ტექნიკური ხარვეზის გამო არხს არჩევნების მონაცემების ინფოგრაფიკაზე ასახვისთვის ხელით შეყვანა უწევდა, რა დროსაც შეცდომა მოხდა. არხმა ხარვეზის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის ბოდიში მოიხადა. გავრცელებული ინფოგრაფიკა და არჩევნების გაყალბებაზე მასთან დაკავშირებული მცდარი მტკიცებები ამერიკულმა მედიამ The Associated Press-მა გადაამოწმა.

  • მტკიცება, რომ 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა სიმართლეს არ შეესაბამება

აშშ-ის ფედერალური სააგენტოები, სასამართლოები, საარჩევნო კომისიების ოფიციალური წარმომადგენლები, ექსპერტები, ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები, პოლიტიკოსები (მათ შორის რესპუბლიკური პარტიის წევრები) ადასტურებენ, რომ 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი დაცული და სამართლიანი იყო. გაყალბების მცდელობები უაღესად იშვიათია და ხმის მიცემის დაცულობის უზრნველსაყოფად საარჩევნო სისტემაში უსაფრთხოების ძლიერი მექანიზმები არსებობს. არჩევნების შემდეგ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დაცული არჩევნები იყო და არ არსებობს მტკიცებულებები, რომ რომელიმე საარჩევნო სისტემაში ხმები წაიშალა, დაიკარგა შეიცვალა ან საარჩევნო პროცესი რამე სახით კომპრომიტირებული იყო. სოციალურ მედიაში გავრცელებული მტკიცებები, რომლებიც 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩვნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშაყნებს უსაფუძვლოა, თუმცა სხვადასხვა სახით 2020 წლიდან ვრცელდება. მსგავსი მტკიცებები მითების დეტექტორმა წარსულშიც გადაამოწმა:

მტკიცება, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯო ბაიდენს გარდაცვლილი მოკრივეს სახლით მისცეს ხმა, არჩევნების შემდეგ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადვოკატმა რუდი ჯულიანიმ ფილადელფიაში გამოსვლის დროს გააჟღერა. გულიანის მტკიცება ჯერ კიდევ 2020 წელს ამერიკულმა მედიამ USA Today-მ გადაამოწმა. სინამდვილეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ფილადელფიაში გარდაცვლილი ადამიანების სახლით ხმას აძლევდნენ. პენსილვანიის გენერალური პროკურორი ოფისის განცხადებით, სასამართლოს პენსილვანიის შტატის ამომრჩეველთა სიაში რაიმე დარღვევა არ აღმოუჩენია. იგივე ინფორმაცია ასეთი დარღვევის არარსებობაზე დაადასტურეს საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა კევინ ფილიმ და ფილადელფიის საქალაქო კომისარმა ალ შმიდტმა. შმიდტმა აღნიშნა, რომ მისი ოფისი საგანგებოდ დაინტერესდა იმ გარდაცვლილი ადამიანების სიით, რომლებმაც გავრცელებული მტკიცებებით არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, თუმცა მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მათგან არც ერთის სახელით ფილადელფიაში ხმა არ მიუციათ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist