რა არის პოლისორბატ 80 და სახიფათოა თუ არა მისი ვაქცინებში გამოყენება?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

294
VIEWS

21 მარტს ფეისბუქ-მომხმარებელმა Koba Kuprashvili გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინის შემადგენლობაზე წერს. პოსტში აღნიშნულია, რომ ვაქცინა პოტენციურად საშიშ ნივთიერება პოლისორბატ 80-ს შეიცავს, რომელმაც, ვირთხებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, მათში სიმსივნე და უნაყოფობა გამოიწვია.

 

;

კობა კუპრაშვილმა ამავე თემაზე ფეისბუქ-ლაივის მეშვეობითაც ისაუბრა, ვიდეოში ის ამბობს, რომ ვაქცინებში პოლისორბატ 80-ს იმ მიზნით ურევენ, რომ მან ადამიანის ტვინში არსებული ჰემატოენცეფალური ბარიერი გადალახოს და ტვინში შეაღწიოს.

კობა კუპრაშვილის პოსტი ფეისბუქ-გვერდმა საქართველო უპირველეს ყოვლისა უცვლელად გამოაქვეყნა.

გარდა ამისა, ფეისბუქ-გვერდმა ახალგაზრდული და პროფილმა ლევან ნავი გამოაქვეყნეს პოსტები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ პოლისორბატ 80-მა ვირთხებში კიბო და უშვილობა გამოიწვია. მათ პოსტებს მკვდარი ვირთხების ფოტო ახლავს.

;

ინფორმაცია ვირთაგვებზე ჩატარებული კვლევის შედეგების შესახებ  მანიპულაციურად არის გადმოცემული, რადგან 1993 ჩატარებული კვლევის დროს ახალშობილ ვირთაგვებს პოლისორბატ 80-ის იმაზე გაცილებით დიდი დოზა მისცეს, ვიდრე ნებისმიერ ვაქცინაში გამოიყენება. გარდა ამისა, პოლისორბატ 80 საკვები დანამატიცაა.  მაგალითად, ის გვხვდება ნაყინსა და სხვა გაყინულ დესერტებში. პოსტებში გამოყენებული ვირთხების ფოტო ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევასთან კავშირში არაა.

მცდარია მტკიცება, თითქოს პოლისორბატ 80 ვაქცინებში ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვისა და ტვინში შეღწევის მიზნით გამოიყენება. რეალურად ის სტაბილიზატორის ფუნქციას  ასრულებს და დამოუკიდებლად ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვა არ შეუძლია.

პოლისორბატ 80 ზოგიერთი ვაქცინის, მათ შორის COVID-19-ის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას შემადგენლობაში ნამდვილად შედის, თუმცა ის ვაქცინებში იმდენად მცირე დოზებით გამოიყენება, რომ საზიანო არ არის. გარდა ამისა, პოლისორბატ 80 საკვებ დანამატად და კოსმეტიკურ საშუალებებშიც გამოიყენება. ამ ნივთიერებას ისეთი პროდუქტები შეიცავს, როგორებიცაა ნაყინი და სხვა გაყინული დესერტები, რადგან პოლისორბატ 80 გაყინული კონსისტენციის პროდუქტებს ეხმარება, რომ ნაკლებად დადნეს.

1.ვირთაგვებზე ჩატარებული კვლევის დროს, მათთვის მიცემული პოლისორბატ 80-ის დოზა ვაქცინებში გამოყენებულ რაოდენობაზე გაცილებით მაღალია

კვლევის დროს, რომელიც მდედრობითი სქესის ვირთაგვებზე 1993 წელს ჩატარდა, ვირთაგვებს დაბადებიდან 4-7 დღეში ორგანიზმში პოლისორბატ 80 შეუყვანეს, რამაც შედეგად რეპროდუქციულ ორგანოებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა.

პოლისორბატ 80-ის უნაყოფობასთან დაკავშირებისას, აღნიშნული კვლევის არგუმენტად მოხმობა სიახლე არაა. იგივე ხდებოდა პაპილომავირუსის ვაქცინასთან მიმართებით, რომელიც ასევე პოლისორბატ 80-ს შეიცავს. პაპილომავირუსის ერთ-ერთი ვაქცინის, გარდასილის (Gardasil) შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ მომზადებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ვირთხებზე ჩატარებული კვლევის დროს, რომლის მიხედვითაც, პოლისორბატ 80-მა მათში უნაყოფობა გამოიწვია, ვირთხებისთვის მიცემული პოლისორბატ 80-ის დოზა ძალიან დიდი იყო, იმაზე გაცილებით დიდი, ვიდრე რომელიმე ვაქცინაში გამოიყენება, რაც კვლევის რელევანტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

ამავე თემაზე მელბურნის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიისა და თერაპიის პროფესორი დევიდ ჰოუკსი წერს, რომ ავსტრალიაში მცხოვრები ბავშვები ვაქცინაციის გრაფიკის შესაბამისად, 12 წლის ასაკამდე კომბინირებულ 0.8 მილიგრამ პოლისორბატ 80-ს იღებენ, რაც ახალშობილი ვირთაგვებისთვის მიცემულ დოზაზე 550-5500-ჯერ ნაკლებია.

AFP Fact Check Canada-სთან საუბრისას, პურდუს უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის პროფესორმა სურეშ მიტალმა, რომელიც ვაქცინებზე მუშაობს, ვაქცინებში გამოყენებული პოლისორბატ 80-ის მცირე რაოდენობას გაუსვა ხაზი, რომელიც დაახლოებით 50 მიკროგრამია (ერთი მემილიონედი გრამი). ნივთიერებას საკვები პროდუქტებიც შეიცავს და მაგალითად ერთ ნაყინში გაცილებით მეტი, 300 000 მიკროგრამი პოლისორბატ 80-ია. (Xanax) მიტალმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ადამიანს პოლისორბატ 80-ზე ალერგია არ აქვს, მაშინ მასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

როგორც ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, პოლისორბატ 80-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინა Johnson & Johnson-იც შეიცავს, თუმცა ასევე ძალიან მცირე, 160 მიკროგრამის რაოდენობით.

2.პოლისორბატ 80 ვაქცინებში სტაბილიზატორად გამოიყენება და მას დამოუკიდებლად ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვა არ შეუძლია

კობა კუპრაშვილის მტკიცებით, პოლისორბატ 80 ვაქცინებში იმ მიზნით გამოიყენება, რომ მან ჰემატოენცეფალური ბარიერი გადალახოს და ტვინში შეაღწიოს.

რეალურად, ვაქცინებში პოლისორბატ 80 სტაბილიზატორის ფუნქციას ასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვაქცინის წარმოების, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს მისი ინგრედიენტების მთლიანობის დაცვას უზრუნველყოფს.

AFP Fact Check Canada-სთან საუბრისას, ვანდერბილტის უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ინსტურქტორმა კორბი სტოუნმა პოლისორბატ 80-ის მიერ ტვინში არსებული ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დიდი ძალისხმევით მუშაობის შედეგად შესაძლებელია პოლისორბატ 80-ს სხვა რაღაცებიც დაურთო, რაც მას ტვინისა და სისხლის ბარიერის გადალახვას შეაძლებინებს, თუმცა მხოლოდ პოლისორბატ 80 ამას ვერ მოახერხებს და ის ვაქცინაში მხოლოდ სტაბილიზატორია.

ვაქცინების შემადგენლობის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

3. პოსტებში გამოყენებული ვირთხების ფოტო ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევასთან კავშირში არაა

ორ პოსტს, რომლებშიც ვირთაგვებზე პოლისორბატ 80-ის ტესტირების კვლევაზეა საუბარი, მკვდარი ვირთხების ფოტო ერთვის. გვერდი ახალგაზრდული ვირთაგვების კვლევის ხსენებამდე წერს: “ახალი კვლევები! COVID-მაფიაზე!”, რამაც შესაძლოა მკითხველი შეცდომაში შეიყვანოს და ასევე ფოტო კვლევასთან დააკავშიროს, რეალურად კვლევა 1993 წელსაა ჩატარებული, ფოტო კი ამ კვლევასთან არაფერ კავშირშია და 2021 წლის თებერვალში ავსტრალიაშია გადაღებული.

;

;

როგორც ადგილობრივი გამოცემა The Coonamble Times წერს, ახალ სამხრეთ უელსში თაგვის ჭირი მასობრივად გავრცელდა და ფერმერებს პრობლემა შეუქმნა.


არქივის ბმულები:
Koba Kuprashvili Live
Koba Kuprashvili
საქართველო უპირველეს ყოვლისა
ახალგაზრდული
ლევან ნავი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist