რა არის “კანცლერ-აქტი” – საიდუმლო შეთანხმება თუ შეთქმულების თეორია?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.5k
VIEWS

5 ივლისს ყოფილმა პარლამენტარმა დემურ გიორხელიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ გერმანია არასოდეს ყოფილა დამოუკიდებელი, რადგან 1949 წელს ხელი მოეწერა ე.წ. “კანცლერ-აქტს”, რომლის მიხედვითაც გერმანიას არაფრის გაკეთების უფლება არ ჰქონდა დამოუკიდებლად, ხოლო გერმანული მედიასაშუალებები 2009 წლამდე აშშ-ის ხელში უნდა ყოფილიყო. გიორხელიძის მტკიცებით, ამ აქტზე ხელმოწერა სავალდებულო იყო გერმანიის ყველა კანცლერისათვის, მათ შორის ამჟამინდელი კანცლერის, ოლაფ შოლცისათვისაც. იმავე დღეს გიორხელიძის პოსტი უცვლელი სახით გამოაქვეყნა სააგენტო SpaceNews-მა.

zz რა არის “კანცლერ-აქტი” - საიდუმლო შეთანხმება თუ შეთქმულების თეორია?

ე.წ. “კანცლერის აქტი” შეთქმულების თეორიას წარმოადგენს, რომელიც რუსულენოვან ვებ-გვერდებსა და მედიაში წლებია ვრცელდება. დოკუმენტი, რომელიც თითქოს ადასტურებს მსგავსი აქტის ან შეთანხმების არსებობას, გაყალბებულია.

მსგავსი შინაარის ინფორმაცია ე.წ. “კანცლერის აქტის” არსებობის შესახებ, რომელსაც ხელი თითქოს 1949 წელს მოეწერა და მას შემდეგ ყველა კანცლერი ხელს აწერს, რითიც გერმანიას გარკვეული უფლებები ერთმევა, ხოლო გერმანული მედია 2099 წლამდე აშშ-ს კონტროლის ქვეშ რჩება, წარსულში არაერთ რუსულ ვებ-გვერდზე გავრცელებულა.

2015 წლიდან რუსულენოვან წყაროებში ზიარდება რუსულენოვანი სტატია, რომელშიც აღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად მოყვანილია “საიდუმლო დოკუმენტი”. სტატიის მიხედვით, საიდუმლო “კანცლერის აქტი” ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა და მის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ სხვა დოკუმენტებში ვხვდებით, როგორიცაა სტატიაში მოყვანილი დოკუმენტი გერმანიის საიდუმლო სამსახურიდან. სტატიის მიხედვით, ეს დოკუმენტი 1949 წლის 21 მაისით თარიღდება და მასში ჩამოთვლილია “კანცლერის აქტით” გათვალისწინებული პირობები. დოკუმენტს ხელს აწერს სახელმწიფო მინისტრი რიკერმანი.

Screenshot 6 4 რა არის “კანცლერ-აქტი” - საიდუმლო შეთანხმება თუ შეთქმულების თეორია?

2016 წელს ამავე დოკუმენტზე დაყრდნობით იდენტური შინაარსის ინფორმაცია გამოაქვეყნა ვებ-გვერდმა business-gazeta.ru.

2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტი გერმანულენოვან სოციალურ ქსელებშიც გამოჩნდა მტკიცებით, თითქოს ომი რუსეთის წინააღმდეგ NATO-მ დაიწყო და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ამაზე დათანხმება “კანცლერის აქტის” საფუძველზე აიძულეს. აღნიშნული მტკიცება გადაამოწმა გერმანულმა ფაქტების ანალიტიკის ორგანიზაცია Deutsche Presse-Agentur-მა. dpa-ს მიხედვით, აღნიშნული დოკუმენტში, რომელიც “კანცლერის აქტის” არსებობის მტკიცებულებად არის მოყვანილი, არაერთი დეტალია, რომელიც მის სიყალბეზე მიუთითებს. dpa Hyopothesis.org-ზე გამოქვეყნებულ ანალიზს ეყდნობა, რომელშიც ახსნილია, თუ რა დეტალები მიუთითებს დოკუმენტის არაავთენტურობაზე. მათ შორის არის აცდენები ბლანკის სათაურში, კონფიდენციალურობის მინაწერსა და ტექსტის სტილში იმისაგან, რაც გერმანიაში ამ პერიოდში მსგავს დოკუმენტებში გამოიყენებოდა. ანალიზის მიხედვით, დოკუმენტის გამყალბებელს სურდა წერილი წარმოეჩინა როგორც გარე ანგარიში ფედერალური სადაზვერვო სამსახურიდან ხელისუფლების უფრო მაღალი შტოსადმი, თუმცა ადრესატი მითითებული არ არის.

გარდა ამისა, ანალიზის მიხედვით, სახელმწიფო მინისტრი რიკერმანი, რომელიც წერილს ხელს აწერს, არ არსებულა. ამასთანავე, გერმანიის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურს არ ჰყავდა სახელმწიფო მინისტრი და ეს თანამდებობა არა სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელს, არამედ კანცლერის და საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივნებს მოიაზრებდა. როგორც ანალიზშია აღნიშნული, მინისტრი საიდუმლო სამსახურს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში (შტაზი) ხელმძღვანელობდა, რაც, შესაძლოა მიუთითებდეს ყალბი დოკუმენტის წარმომავლობაზე.

აღნიშნულ საკითხზე კითხვა დაუსვეს ყოფილ კანცლერ ანგელა მერკელსაც. გერმანიის პარლამენტის საინფორმაციო ოფისში კითხვას, მოაწერა თუ არა მერკელმა “კანცლერის აქტს” ხელი, უპასუხეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული “საიდუმლო დოკუმენტი” ლეგენდაა და მსგავსი შეთანხმება არ არსებობს, შესაბამისად, მერკელს მისთვის ხელი არასოდეს მოუწერია.

spnews არქივი 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, გერმანია
წყარო

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist