რა არის გამოსახული ფოტოზე, რომელსაც ჩინეთის კანიბალისტურ ბაზარს მიაწერენ?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ე3ფქწეფ
119
VIEWS

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოსურათი, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს ადამიანის მოჭრილი სახე სუპერმარკეტის სტილის შეფუთვაშია მოთავსებული. აღნიშნული ფოტოს პოსტში მითითებულია, რომ ის ჩინეთის კანიბალისტური ბაზრიდანაა.

"

ფოტოსურათი 2013 წელს ფეისბუქ გვერდმა Rotten.com-მა გამოაქვეყნა და სწორედ ის ამტკიცებდა რომ ადამიანის შეფუთული სახე ჩინეთიდან, კანიბალისტების ბაზრიდან იყო. 2013 წლის პოსტი გასულ კვირაში პოპულარული გახდა და ვირუსულად გაზიარდა.

ფეისბუქის ადმინისტრაციამ აღნიშნული პოსტი უკვე მონიშნა, როგორც ყალბი ინფორმაცია. Reuters-ის ცნობით, ფოტოზე გამოსახულია ტაილანდელი ხელოვანის კიტივატ უნარომის სკულპტურა, რომელიც სხვა ნამუშევრებთან ერთად მის ფეისბუქ გვერდზეა ხელმისაწვდომი. კიტივატ უნარომი ერთდროულად მხატვარი და მცხობელიცაა, ის ადამიანის სხეულის ნაწილების გამოსახულებიან პურს აცხობს, რაც ერთი შეხედვით საკმაოდ რეალისტურად გამოიყურება, თუმცა მხოლოდ ცომეულია. ამის შესახებ 2010 წელს CNN-იც წერდა.

მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია, რომელიც ადამიანის იმიტაციას უკავშირდება, 2016 წელს რუსულ მედიაში და “ასავალ-დასავალშიც” ვრცელდებოდა. ცნობები, თითქოს დიდ ბრიტანეთში ადამიანის ტყავისგან ტანსაცმელს ამზადებდნენ, “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. გაზეთი “ასავალ-დასავალი” ადამიანის კანით ტექსტილის დამზადების საილუსტრაციოდ იყენებდა ფოტოსურათს, რომელზეც გამოსახული იყო მამაკაცი ადამიანის კანის მსგავსი მასალისგან შეკერილ ქურთუკში. აღნიშნული სინამდვილეში უკავშირდებოდა დიზაინერ ოლივიერ გულეს, რომელიც წლების განავლობაში მუშაობდა ისეთი ტექსტილის შექმნაზე, რომელსაც ადამიანის კანის იმიტაცია ექნებოდა.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist